თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ჯენ ფსაკმა, ჟურნალისტებთან საუბრისას, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საკითხზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ აშშ უკრაინის მხარდაჭერას არ შეწყვეტს.
„პრეზიდენტ პუტინის ჩანაფიქრი - ხელში ჩაეგდო უკრაინა, მოექცია ის რუსეთის შემადგენლობაში, წაერთმია ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი, არ აღმოჩნდა წარმატებული. მოგეხსენებათ, ის ელოდა და აპირებდა მომავალ ორშაბათს, გამარჯვების მარშის კიევის ქუჩებში გაემართა. ცხადია, ეს არ არის ის, რაც მოხდება. მას სურდა, რომ ეს ყოფილიყო ნატოსა და დასავლეთის გაყოფის მომენტი. რა თქმა უნდა, ასე არ ხდება. ჩვენ ვთქვით, რომ გვსურს უკრაინის გამარჯვება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ დავეხმაროთ უკრაინას, დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა“, - აღნიშნა ჯენ ფსაკმა.
9 მაისი მეორე მსოფლიო ომში ფაშისტურ გერმანიაზე გამარჯვების დღეა, რასაც რუსეთი მარშით აღნიშნავს.