გამომცხვარი ქათამი ნივრითა და პარმეზანით

გამომცხვარი ქათამი ნივრითა და პარმეზანით

ინგრედიენტები

2   ს/კ ზეითუნის ზეთი

1   კბილი დაკეპილი ნიორი

1   ჭიქა ორცხობილას საფანელი

2/3  ჭიქა გახეხილი პარმეზანი

1   ჩ/კ გამხმარი რეჰანის ფოთლები

1/4  ჩ/კ დაფქული შავი პილპილი

6   ცალი ქათმის ფილე (შუაზე გაჭრილი)

მომზადებ

წინასწარ გააცხელეთ ღუმელი 175 C-ზე. მოუსვით ცხიმი 22X33 სმ ზომის საცხობ ლანგარს.

თასში აურიეთ ზეითუნის ზეთი და დაკეპილი ნიორი.

სხვა თასში აურიეთ ორცხობილას საფანელი, გახეხილი პარმეზანი, რეჰანი და პილპილი. თითოეული შუაზე გაჭრილი ფილე ჯერ ზეითუნის ზეთის ნაზავში, ხოლო შემდეგ პარმეზანის ნაზავში ამოავლეთ. ამოვლებული ფილეები წინასწარ გამზადებულ საცხობ ლანგარზე მოათავსეთ და მოაყარეთ დარჩენილი პარმეზანისა და საფანელის ნაზავი.

აცხვეთ წინასწარ გაცხელებულ ღუმელში 30 წუთით, ან ქათმის კარგად გამოცხობამდე. გემრიელად მიირთვით!