ფაშინიანი და პუტინი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონტაქტებსა და პოლიტიკურ დიალოგს

ფაშინიანი და პუტინი სატელეფონო საუბარში შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონტაქტებსა და პოლიტიკურ დიალოგს

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა რუსეთის პრეზიდენტს გააცნო მიმდინარე წლის 8 აგვისტოს აშშ-ის დედაქალაქ ვაშინგტონში გამართული მოლაპარაკებების შედეგები, კერძოდ, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობისა და სახელმწიფოთაშორისი ურთიერთობების შესახებ შეთანხმების“ წინასწარი ხელმოწერა.

ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მშვიდობის დამყარება ახალ შესაძლებლობებს ხსნის არა მხოლოდ სომხეთისა და აზერბაიჯანის, არამედ რეგიონის ყველა ქვეყნისთვის.

საუბრის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ გააგრძელებენ აქტიურ კონტაქტებსა და პოლიტიკურ დიალოგს.