ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს

ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს

ევროკავშირი მოლდოვასთვის დამატებით სამხედრო მხარდაჭერას განიხილავს. ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა.

„ჩვენ დავეხმარებით მოლდოვას, რათა გააძლიეროს თავისი მედეგობა და გაუმკლავდეს უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგებს. ამას გავაკეთებთ მოლდოვასთვის დამატებითი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებით და დეზინფორმაციისა და კიბერთავდასხმების წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარებით“, - აღნიშნა შარლ მიშელმა.