ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტი შესაძლოა რუსეთის პატრიარქ კირილსაც შეეხოს.
სააგენტო AFP-ის მტკიცებით, მათ განკარგულებაში აღმოჩნდა დოკუმენტი, რომელიც ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-6 პაკეტს ეხება. მათი ინფორმაციით, ევროკავშირის მიერ სანქცირებულ პირთა სიაში რუსეთის პატრიარქი კირილიც მოხვდება.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-6 პაკეტი წარადგინა, რომელიც რუსეთიდან ნავთობის იმპორტის აკრძალვას შეიცავს.