დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი დღეს უკრაინის რადას მიმართავს. ამის შესახებ Guardian-ი წერს.
გამოცემის ინფორმაციით, ბორის ჯონსონი სიტყვით გამოსვლისას განაცხადებს, რომ ტირანიის მიმართ უკრაინის წინააღმდეგობა სამაგალითოა მსოფლიოსთვის.
ჯონსონი გახდება პირველი მსოფლიო ლიდერი, რომელიც უმაღლეს რადას კონფლიქტის დაწყების შემდეგ მიმართავს.