რომის პაპმა ფრანცისკემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის შეჩერების მიზნით, მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შეხვედრა ითხოვა, თუმცა პასუხი არ მიუღია.
„მოსკოვში ჩასვლის სურვილი მქონდა. პასუხი ჯერ არ მიგვიღია და კვლავ დაჟინებით ვითხოვთ შეხვედრას. ვშიშობ, რომ პუტინს არ შეუძლია და არ სურს ამ შეხვედრის ჩატარება ამ დროს. მაგრამ როგორ არ უნდა შეაჩერო ამდენი სისასტიკე?“ - აღნიშნა რომის პაპმა.
კითხვაზე უკრაინის დედაქალაქ კიევში გამგზავრების შესახებ რომის პაპმა უპასუხა, რომ ჯერ არ აპირებს კიევში ჩასვლას.
„პირველ რიგში, მე უნდა წავიდე მოსკოვში, ჯერ უნდა შევხვდე პუტინს. მე ვაკეთებ იმას, რაც შემიძლია“, - აღნიშნა მან.