რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა დანიის საჰაერო სივრცეც დაარღვია. იგივე ინფორმაცია გაავრცელა შვედეთმაც. ორივე ქვეყანამ რუსეთის ელჩები საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარა, - ამის შესახებ Al Jazeera წერს.
რუსული სადაზვერვო თვითმფრინავმა ბალტიის ზღვაში მდებარე დანიის კუნძულ ბორნჰოლმის აღმოსავლეთით ფრენდა, ვიდრე შვედეთის ტერიტორიისკენ გაემართებოდა, შემდეგ კი, დანიის საჰაერო სივრცეც დაარღვია.
დანია ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრია, შვედეთი კი, ალიანსში გაწევრიანების საკითხს ახლა განიხილავს.