უსაფრთხოების ვაკუუმმა რუსული აგრესია გამოიწვია, - განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.
„უკრაინამ ბირთვულ იარაღზე უარი თქვა მსოფლიო მშვიდობისთვის. მაშინ ჩვენ ნატოს კარზე ვაკაკუნებდით, თუმცა ის არასდროს გაღებულა. უსაფრთხოების ვაკუუმმა რუსული აგრესია გამოიწვია. მსოფლიო ვალდებულია უკრაინის უსაფრთხოება უზრუნველყოს და ჩვენ ვთხოვთ სახელმწიფოებს გადაწყვიტონ უსაფრთხოების რა გარანტიებისთვის არიან მზად“, - დაწერა დმიტრო კულებამ Twitter-ზე.