თავდაცვის სამინისტროს განცხადება

თავდაცვის სამინისტროს განცხადება

საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის გამოძიების მთავარი სამმართველოსა და საქართველოს მთავარი პროკურატურის მიერ ერთობლივად გატარებული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია სამხედრო პოლიციის დეპარატმენტის უფროსის ყოფილი მოადგილე პოლკოვნიკი მალხაზ ბოხუა.

სამხედრო პოლიციის ყოფილი მაღალჩინოსანი მხილებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის N 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „დ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. მალხაზ ბოხუას ბრალი ედება 2012 წლის იანვარ-აგვისტოს თვეებში, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, მართლსაწინააღმდეგოდ ქმედებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის სპეცსახსრებისთვის გამოყოფილი დიდი ოდენობით - 500 000 ლარზე მეტი თანხის მითვისებასა და გაფლანგვაში. მალხაზ ბოხუა ამჟამად დაკავებულია. საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.