მაწვნის სუპი

მაწვნის სუპი

ინგრედიენტები

500   გრამი მაწონი

2   ცალი მწარე მწვანე წიწაკა

50   გრამი ახალი ქინძი

3   კბილი ნიორი

1/2  ჩ/კ შავი პილპილი

200   მლ/ლ გაგრილებული ადუღებული წყალი

მარილი გემოვნებით

მომზადებ

ქინძი და მწვანე წიწაკა წვრილად დაჭერით. გადაიტანეთ როდინში, დაუმატეთ მწიკვი მარილი და ½ ჩ/კ შავი პილპილი. ჩანაყეთ ნიორთან ერთად.

მაწონი თასში გადაიტანეთ. დაუმატეთ მაწონს დანაყილი ინგრედიენტები. შეურიეთ 200 მლ გაგრილებული ადუღებული წყალი. კარგად აურიეთ. მიირთვით ცივი!