ყოველი გამოკითხული ოთხიდან დაახლოებით სამი ამერიკელი მხრას უჭერს აშშ-ის ძალისხმევას, უკრაინას იარაღი მიაწოდოს, - ამის შესახებ Reuters/Ipsos-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები მეტყველებს.
ამავე კვლევის მიხედვით, ამერიკელების დაახლოებით 46% - მათ შორის დემოკრატების 70% და რესპუბლიკელების 24% - დადებითად აფასებს ბაიდენის ქმედებებს უკრაინასთან დაკავშირებით.
Reuters/Ipsos-ის გამოკითხვა ჩატარდა ონლაინ, ინგლისურ ენაზე, მთელი შეერთებული შტატების მასშტაბით. მასში 1005 ზრდასრული მონაწილეობდა.