ქათამი ინგლისურად

ქათამი ინგლისურად

ინგრედიენტები

2   ცალი ქათამი

1   ცალი ლიმონის წვენი

100   გრამი ზეითუნის ზეთი

4   კბილი დანაყილი ნიორი

1 1/2  ჩ/კ გამხმარი ქონდარი

3   ჩ/კ გამხმარი როზმარინი

2   ცალი დაფნის ფოთოლი

1 1/2  ჩ/კ წითელი წიწაკის ფანტელები

მარილი

პილპილი გემოვნებით

გამდნარი უმარილო კარაქი

მომზადებ

გაჭერით ქათამი შუაზე და ამოიღეთ ნეკნები და ხერხემალი.

აურიეთ კარაქის გარდა ყველა ინგრედიენტი ერთმანეთში და გააჩერეთ ქათამი მიღებულ მარინადში 2–დან 6 საათამდე. შეწვამდე კი გააჩერეთ ოთახის ტემპერატურაზე.

წინასწარ გაახურეთ ღუმელი 260°C-ზე.

ამოიღეთ ქათამი მარინადიდან და მეტ–ნაკლებად შეამშრალეთ.

დააწყვეთ ლანგარზე, წაუსვით კარაქი, მოაყარეთ მარილი და პილპილი და აცხვეთ 20–25 წუთით, ცხობისას ერთი–ორჯერ წაუსვით კარაქი.