სამხრეთ-დასავლეთ ფინეთში, ტურკუს პორტმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამი სამხედრო გემი მიიღო. ფინეთის ფლოტი ნატოს წვრთნებს გაივლის, - ამის შესახებ Reuters-ი წერს.
ორდღიანი წვრთნის ფარგლებში, რომელიც 28 აპრილს დაიწყება, ფინურ ხომალდებს წელს, ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებში ჩართვისთვის მოამზადებენ.
ფინეთის პრემიერ-მინისტრმა 13 აპრილს განაცხადა, რომ ქვეყანა უახლოეს კვირებში მიიღებს გადაწყვეტილებას ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის შეტანის თაობაზე, რასაც რუსეთის გაღიზიანება მოჰყვა.