ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის განცხადებით, უკრაინული ჯარი ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდა და სამი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლა.
„ფრონტის ხაზიდან კარგი სიახლეები გვაქვს. უკრაინის შეიარაღებული ძალები გუშინ დილით წარმატებულ კონტრშეტევაზე გადავიდნენ. მთელი დღის განმავლობაში მძიმე ბრძოლები მიმდინარეობდა. ჩვენმა სამხედროებმა დერგაჩოვის რაიონის სამი დასახლებული პუნქტიდან: ბეზრუკიდან, სლატინოდან და პრუდიანკიდან რუსული ჯარები განდევნეს და პოზიციებზე გამაგრდნენ“, - აცხადებს სინეგუბოვი.
მისივე თქმით, რუსული საოკუპაციო ჯარი ხარკოვისა და ოლქის მასშტაბით სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე იერიშების მიტანას აგრძელებს. სინეგუბოვის ინფორმაციით, დღე-ღამის განმავლობაში რუსეთის იერიშს 2 ადამიანი ემსხვერპლა, 19 კი დაიჭრა.