გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა განაცხადა, რომ ნატომ თავიდან უნდა აიცილოს რუსეთთან პირდაპირი სამხედრო დაპირისპირება, რამაც მესამე მსოფლიო ომი შეიძლება გამოიწვიოს.
„მნიშვნელოვანია, რომ თითოეული ნაბიჯი ძალიან ფრთხილად განვიხილოთ და ერთმანეთთან მჭიდროდ კოორდინირებული იყოს. ნატოს მიმართულებით ესკალაციის თავიდან აცილება ჩემთვის მთავარი პრიორიტეტია. შეცდომის შედეგები დრამატული იქნება“, - აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.