„ამ ომში ან რუსეთი იმარჯვებს და მთელი მსოფლიო მარცხდება, ანდა რუსეთი მარცხდება და იცვლება ისე, მის თითის დაქნევას ყურადღებას არავინ მიაქცევს“

„ამ ომში ან რუსეთი იმარჯვებს და მთელი მსოფლიო მარცხდება, ანდა რუსეთი მარცხდება და იცვლება ისე, მის თითის დაქნევას ყურადღებას არავინ მიაქცევს“

„შვედეთი და ფინეთი შეთანხმდა, რომ ერთად გამოიმუშავებენ ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიას. ამას მოჰყვა რუსეთის ყოფილი პრემიერის, დიმიტრი მედვედევის მუქარა, რასაც ყურადღებას უკვე აღარავინ აქცევს“, -  განაცხადა ექსპერტმა საერთაშორისო საკითხებში, სოსო ცინცაძემ For.ge-სთან ინტერვიუში.

ფინური მედიის ინფორმაციით, რუსეთს ფინეთის საზღვრისკენ სარაკეტო თავდაცვითი სისტემები გადააქვს. რუსული სამხედრო ტექნიკის განლაგება ხდება მას შემდეგ, რაც ფინეთის პრემიერ-მინისტრმა, სანა მარინმა იმედი გამოთქვა, რომ მთავრობაზაფხულის შუა რიცხვებისთვის დაასრულებს დისკუსიასნატო-ში გაწევრიანებაზე განაცხადის შესახებ. საპასუხოდ, კრემლის სპიკერმა დიმიტრი პესკოვმა თქვა, რომ ეს ნაბიჯი უსაფრთხოების მდგომარეობას ევროპაშიარ გააუმჯობესებს“. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია დღეს რუსეთის მუქარა ფინეთთან მიმართებაში და შესაძლოა თუ არა, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, მსოფლიოში ვითარება უფრო მეტად დამძიმდეს?

- დღეს უკვე ფინეთი და შვედეთია დღის წესრიგში. ფინეთში რეალურად გადაწყვეტილი აქვთ ნატო-ში გაწევრიანება, რასაც ასევე მოჰყვება შვედეთის გადაწყვეტილება. ეს ორი ქვეყანა შეთანხმდა, რომ ერთად გამოიმუშავებენ ნატო-ში გაწევრიანების სტრატეგიას. ამას მოჰყვა რუსეთის ყოფილი პრემიერის, დიმიტრი მედვედევის მუქარა, რასაც ყურადღებას უკვე აღარავინ აქცევს. ამ ორი ქვეყანას შორის უფრო მნიშვნელოვანია ფინეთი, რომელიც რუსეთს ესაზღვრება. რუსეთის 15 დეკემბრის ულტიმატუმში, ერთ-ერთი მოთხოვნა იყო, რომ 1997 წლის საზღვრებამდე გადავიდეს ნატო და ქვეყნები, რომლებიც 1997 წლის შემდეგ გახდნენ ალიანსის წევრები, ნატო-დან გამოვიდნენ. ამის ნაცვლად, რუსები კოშმარულ სიზმარშიც ვერ წარმოიდგინდნენ ფინეთს ნატო-ს წევრად.

რუსეთის სამხედრო ძალის უძლეველობას დღეს ძალიან ბევრ მითს უწოდებს. რა გვიჩვენა უკრაინა-რუსეთის ომმა?

- ისტორია მეორდება - მთელი ცივილიზებული მსოფლიო რუსეთს ებრძვის დღეს. ამიტომ, რუსეთის გამარჯვება გამორიცხულია. არ ვიზიარებ იმ აზრს, რომ უკრაინა უკვე გამარჯვებულია, ჯერ არ გაუმარჯვია, ყველაზე სისხლიანი ბრძოლები, მარიუპოლი და ბუჩა მონაგონი შეიძლება იყოს, ეს წინ არის - დონბასთან ბრძოლები.

გუშინ დაიმობმა ლვოვის რკინიგზის სადგური. რუსეთი უკვე ბომბავს სარკინიგზო ხაზებს. თვითმფრინავები, ტანკები, დრონები და ა.შ. უნდა ჩაიტანონ უკრაინაში. პირველი მიზანია, რომ რუსეთმა დაიწყო უკვე სარკინიგზო-საკვანძო ხაზების დაბომბვა, რაც ვითარებას გაართულებს.

თქვენი შეფასებით, ომის შემდეგ, მსოფლიო დღის წესრიგი როგორი იქნება, თუნდაც ევროსტრუქტურებში გაწევრიანების თვალსაზრისით?

- ამ ომმა დააჩქარა საქართველოს და მოლდოვას გაერთიანება, პირველ რიგში, ევროკავშირში, მაგრამ ასევე ნატო-შიც. ის მორიდება, „ნატო-ში ვერ მიგიღებთ“ - აღარ არის, ადრე რუსეთისგან სერიოზულ საფრთხეს ვერ ხედავდნენ, დღეს სხვა რეალობაა.

რაც შეეხება ევროკავშირს, აქ გაწევრიანება ტექნიკური თვალსაზრისით, გაცილებით რთულია, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანება. მახსოვს, როდესაც პუტინი პრემიერ-მინისტრი გახდა, განაცხადა, რომ „ამ ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანება უფრო არ მაწყობს, ვიდრე ნატო-ში გაწევრიანება“, რადგან ევროკავშირში გაწევრიანება ნიშნავს, რომ ეს ქვეყნები საბოლოოდ ჩამოშორდებიან რუსეთს.

ევროკავშირს ყველაზე მეტად აინტერესებს შენი სასამართლო სისტემა. ევროპელები თვლიან, რომ თუ სამართლიანი სასამართლო არ იქნება, ქვეყანა ვერასდროს გამდიდრდება და არც წესრიგი იქნება. ჩვენთვის „აქილევსის ქუსლი“ აფხაზეთი და სამაჩაბლო იმდენად შეიძლება არ იყოს, მაგრამ ის, რომ დღეს ევროკავშირს წინ უდევს ჩვენი მთავრობის განცხადება, ერთი ის, რომ ჩვენი სასამართლო სისტემა უკვე მოწინავეა მთელ ევროპაში, თუმცა, მეორე უდევს რეალობა. მთავარი ის არ არის, როგორი სისტემა გაქვს შენ აქ, არამედ ევროპელები როგორ აფასებენ ამას. სანამ ევროპელებს არ დაანახებ, ეს პროცესი რთული იქნება. უკრაინასთან ბევრ რამეზე თვალს დახუჭავენ, მაგრამ საქართველოსთან მიმართებაში ამასთან დაკავშირებით თვალს არ დახუჭავენ.

ვხედავთ, რომ ფინეთის განცხადებას ნატო-ში გაწევრიანების შესახებ რუსეთის მხრიდან მუქარა და თითის დაქნევა მოჰყვა. როგორი იქნება ჩვენთან დაკავშირებით ეს რეაქცია? შესაძლოა თუ არა კრემლის მიერ თითის დაქნევას გარკვეული ნაბიჯებიც მოჰყვეს?

- როდესაც საკითხი დადგება საქართველოს ნატო-ში მიღების შესახებ, თუნდაც მაპ-ის მიღების თაობაზე, არავითარი მნიშვნელობა არ ექნება რუსეთის როლს. ამ ომში ან რუსეთი იმარჯვებს და მთელი მსოფლიო მარცხდება, ანდა რუსეთი მარცხდება და იცვლება ისე, მის თითის დაქნევას ყურადღებას არავინ მიაქცევს.

რაც შეეხება რუსეთში ხელისუფლების შეცვლის შესაძლებლობასა და პერსპექტივას?

- რუსეთში უკვე არის რევოლუციური მოთხოვნები - ქვეყანა როგორი იქნება ომის შემდეგ. რუსეთი უკვე აღარ შეიძლება დასავლეთის პარტნიორი იყოს, იგი ყოველთვის უნდა განვიხილოთ, როგორც საფრთხე. რუსეთს უკვე ანგარიშს აღარ გაუწევენ. ის შეიძლება ამ თითის გარეშე დარჩეს, მაგრამ უკრაინასთან თუ გაიმარჯვა, შესაძლოა, 10 თითი გაუჩნდეს. შესაბამისად, მოიხსნება საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხი. ყველაფერი 2-3 კვირაში გადაწყდება. დასავლეთს ფსონი დადებული აქვს დონბასის ომზე, რომ უკრანამ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში.

 

Aburjga Tasmanieli ვინ მთელი მსოფლიო ბატონოო სოსო? მთელი ცენტრალური და სამხრეთ ამერიკა, ინდოეთი, ჩინეთი, ვიეტნამი, ირანი... ყველა მტარვალი ამერიკის დამხობას და დაკნინებას სულმოუთქმელად ელოდებიან! მხოლოდ ბებერი მეძავი ევროპა და გოთვერნების საბუდარი დიდი ბრიტანეთი უჭერენ მხარს იანკებს!
2 წლის უკან