უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა, რომ რუსულმა ძალებმა უკრაინის ფრონტის ხაზების გარღვევის მცდელობები სამ რეგიონში დაიწყეს.
„დღეს, ლუგანსკის, დონეცკისა და ხარკოვის რეგიონების თითქმის მთელი ფრონტის ხაზის გასწვრივ, ოკუპანტები ცდილობდნენ გაერღვიათ ჩვენი თავდაცვა“, - აღნიშნა მან ტელევიზიით გამოსვლისას.
„საბედნიეროდ, ჩვენი სამხედროები ამას აკავებენ. მათ მხოლოდ ორ ქალაქში, კრემინნასა და კიდევ ერთ პატარა ქალაქში შესვლა შეძლეს, მაგრამ ბრძოლები გრძელდება, ჩვენ არ ვთმოვთ ჩვენს ტერიტორიებს. აქტიური ფაზის დაწყების მცდელობა დილიდან დაიწყო“, - განაცხადა ალექსეი დანილოვმა.