უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნები მესამე დღეა, არ იხსნება. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის განცხადებით, რუს სამხედროებთან ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე შეთანხმების მიღწევა ვერ მოხერხდა, - სმის შესახებ CNN-ი წერს.
ირინა ვერეშჩუკის თქმით, რუსებმა უარი თქვეს მარიუპოლიდან ბერდიანსკისკენ დერეფნის გახსნაზე, სხვა მიმართულებებზე კი მოლაპარაკებები გრძელდება.
„ჩვენ ვაგრძელებთ რთულ მოლაპარაკებებს ხერსონისა და ხარკოვის რეგიონებში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნაზე“, - განაცხადა უკრაინის ვიცე-პრემიერმა.