ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნებმა შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ომზე. მისი თქმით, მაკრონის გამარჯვების შემთხვევაში შეიძლება ევროკავშირის მხრიდან გააქტიურების მოლოდინი გვქონდეს, მაგრამ ლეპენის გამარჯვების შემთხვევაში საფრანგეთი საერთოდ გამოეთიშება უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკას. ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთის პოზიციას ამოფარებული გერმანია იძულებული იქნება, რომ იგივე ნაბიჯები გადადგას.
for.ge დავით ქართველიშვილს ესაუბრა.
„მე არ მჯერა მსოფლიოსი, მას შემდეგ, რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების...“, - აცხადებს CNN-თან ინტერვიუში ვოლოდიმერ ზელენსკი. ცხადია, რომ უმძიმესი ვითარებაა უკრანაში, მაგრამ ამ ბრძოლაში იგი მარტო არ არის. ცივილიზებული სამყარო დღეს უკრაინის გვერდით დგას. ეს არის სანქციები, ფინანსური დახმარება და რაც მთავარია, შეიარაღებით მომარაგება. ერთადერთი, რასაც აშშ და დასავლეთი არ აკეთებს, არ ერთვება სამხედრო კონფლიქტში, რასაც ითხოვს უკრაინის ხელისუფლება და რატომაც ზელენსკი უპირისპირდება დასავლეთს. როგორ ფიქრობთ, რაზეა გათვლილი ზელენსკის განცხადება და ფიქრობთ, რომ დასავლეთი ჩაერევა რუსეთ-უკრაინის ომში?
დავით ქართველიშვილი: მე ვიცი ერთი რამ და ეს არის ფაქტები. მიუხედავად იმისა, რომ თითქმის ორი თვე გადის, რაც საერთაშორისო სანქციები გამოუცხადეს რუსეთს, იმ ძირითად კომპონენტში, რომელსაც შეეძლო რუსეთისთვის ეკონომიკური და ფინანსური ზიანი მიეყენებინა, ვხედავთ, რომ არანაირი სანქცია არ მუშაობს. ყოველდღიურად, მინიმუმ, 700 მილიარდი დოლარის ღირებულის ბუნებრივი აერი შედის რუსეთიდან ევროპაში. მხოლოდ 9 აპრილს განაცხადა უკრაინამ, რომ წყვეტს ყველა ტიპის საქონელბრუნვას რუსეთთან. მიუხედავად ამისა, უკრაინაში ყოველდღიურად შედის 18,19, 20 მილიონი კუბური მეტრი რუსული გაზი და ეს გაზი არ შედის უფასოდ. ამ გაზის საფასურს იღებს „გაზპრომი“ და ჩავთვალოთ, რომ ამ შემოსული თანხებით აძლიერებს თავის სამხედრო-სამრეწველო საბრძოლო კომპლექსს.
ასევე, არანაირი თანამედროვე, შემტევი ტიპის შეიარაღება უკრაინას არ მიეწოდება. ამასთან დაკავშირებით ვისმენთ, რომ თანამედროვე ნატო-ს სტანდარტების მქონე შემტევ შეიარაღებას უკრაინელი ჯარისკაცები ვერ გამოიყენებენ ბრძოლაში. მათ არ აქვთ ამ იარაღთან სათანადო მოპყრობის გამოცდილება. ამიტომ, საუბარი მიდის ისევ და ისევ საბჭოთა ტიპის მძიმე ტექნიკასთან, მაგალითად T-72 ტიპის ტანკებზე და ა.შ. რომელთა მოწოდების ტემპითაც უკმაყოფილოა პრეზიდენტი ზელენსკი. ამბობს, რომ დაპირებული მძიმე შემტევი ჯავშანტექნიკა ძალიან ნელი ტემპებით მიემართება უკრაინისკენ.
ის მწვავე განცხადები მსოფლიოს მისამართით, რომელსაც ჩვენ ვისმენთ, პირველ რიგში, ნიშნავს იმას, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ უნდა საკუთარი ხალხის წინაშე ერთადერთი განტევების ვაცი გახდეს, რომელსაც შეიძლება დააბრალონ ამ ომის უკრაინისთვის არცთუ ისე კარგი შედეგით დასრულება. წინასწარ თავს იზღვევს და ამავე დროს სიმართლეს ლაპარაკობს. ისეთ სამხედრო აგრესიულ მანქანასთან, როგორიც არის რუსეთის შეიარაღებული ძალები, ევროპიდან სერიოზული დახმარების გარეშე (უკრაინის შეიარაღებული ძალების სწრაფი ტემპებით თანამედროვე შეიარაღებით მომარაგება) ზელენსკი ამ ომს ვერ მოიგებს და ამის შესახებ გულახდილად ეუბნება მსოფლიო თანამეგობრობას.
ზელენსკის ულტიმატუმის პარალელურად როგორი იქნება ევროპის პასუხი, დარჩება უკრაინა რუსეთის პირისპირ?
- ახლა ევროპაში მიმდინარეობს ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური შიდა ევროპული პროცესები. პირველ რიგში, ეს არის საფრანგეთის საპრეზიდენტო არჩევნები. 24 აპრილს იმართება მეორე ტური, რაც ძალიან ბევრ რამეს მოჰფენს ნათელს. თუ პრეზიდენტი მაკრონი გაიმარჯვებს, შეიძლება ევროკავშირის მხრიდან გააქტიურების მოლოდინი გვქონდეს, მაგრამ თუ გაიმარჯვებს ქალბატონი ლეპენი, ჩათვალეთ, რომ საფრანგეთი საერთოდ გამოეთიშება უკრაინის მხარდამჭერ პოლიტიკას. ასეთ შემთხვევაში, საფრანგეთის პოზიციას ამოფარებული გერმანია იძულებული იქნება, რომ იგივე ნაბიჯები გადადგას. მაშინ, მართლაც რომ უმძიმეს ვითარებაში აღმოჩნდება უკრაინა და ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსავალი მისთვის იქნება მხოლო და მხოლოდ რაღაცა სამშვიდობო ხელშეკრულების შემუშავება, რომელიც, დიდი ალბათობით, უკრაინის გამარჯვების მომასწავებელი არ იქნება. ამ შემთხვევაში ძალიან მძიმე პროგნოზი მაქვს უკრაინისთვის. დაველოდოთ, როგორ დამთავრდება საფრნაგეთში და გერმანიაში ეს პრცესები, ვნახოთ, რას მოიმოქმედებს აშშ. ნახევარზომებით რუსეთს ვერ დაამარცხებ.
მაკრონის დამარცხების წინაპირობები ჯერჯერობით არ არსებობს...
- რატომ? პირველი ტური დამთავრთა 2%-აინი სხვაობით მაკრონის სასარგებლოდ. ეს 2% არ არის მძიმედ გადასალახავი მეორე ტურისთვის. მით უმეტეს, რომ თუ ლეპენს პირდაპირ არ აღმოუჩენენ დახმარებას პირველ ტურში დამარცხებულები, ძალიან ბევრი შეიძლება არ მივიდეს არჩევნებზე, რაც მაკრონის სასარგებლოდ არ ითამაშებს. საფრანგეთის უახლოეს ისტორიაში ერთ-ერთი ძალიან საინტერესო არჩევნების მოლოდნში ვართ.
რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს რუსეთ-უკრაინის ომზე?
- რა თქმა უნდა. ლეპენის პროგრამის პირველ სამეულში შედის ნატო-ს შეიარაღებული ბლოკიდან გამოსვლა, რუსეთთან ურთიერთობების დალაგება და აი, ამ ომის სასწრაფოდ დასრულება. ომის სასწრაფოდ დასრულება საეჭვოა იმ პირობებში, როდესაც რუსეთს ძალიან დიდი შანსი აქვს დონბასის ოკუპირება მოახდინოს, ასევე უკრაინის შავი ზღვისპირეთზე თავისი სამხედრო-ადმინისტრაციული პროტექტორატი გააფორმოს და მაშინ უკრაინის გამარჯვება რაში მდგომარეობს, ვინმეს შეუძლია ამიხსნას?
უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ ქართულ დელეგაციასთან განიხილეს რუსეთისთვის სანქციების დაწესების თემა. ოპოზიცია ითხოვს, რომ მთავრობამ იმსჯელოს სანქციების საკითხზე. ოპოზიციის რადიკალური ნაწილი კი, საზღვრისპირა ზოლთან საპროტესტო აქციას აანონსებს. რატომ აგრძელებს უკრაინა ულტიმატუმით საუბარს?
- არანაირი მოლოდინი არ მქონდა, რომ ამ ვიზიტის შემდეგ უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომამდგენლები მკვეთრად, 180 გრადუსით შეცვლიდნენ პოზიციებს საქართველოსთან მიმართებაში, იმიტომ რომ არ შეცვლილა ქართული გვარებით დაკომპლექტებული მრჩეველთა გუნდი, არ შეცვლილა მათი დამოკიდებულება ჩვენ ხელისუფლებასთან მიმართებაში. ამიტომ, რატომ უნდა გვქონოდა მოლოდინი, რომ შალვა პაპუაშვილის ამ ვიზიტის შემდეგ, ბოდიშს მოიხდიდნენ იმ გაუგონარ ბრალდებებთან მიმართებაში, რომელიც წაუყენეს ქართულ ხელისუფლებას?! ჩვენ ჩვენი საქმე გავაკეთეთ, სტეფანჩუკი შეეცადა თავისი საქმე გაეკეთებინა. მას კვლავ ჰქონდა მცდელობა, რომ ეკონომიკური სანქციების თემა დღის წესრიგში დაეყენებინა მაშინ, როდესაც თვით უკრაინა დღემდე არ წყვეტს ტვირთბრუნავას რუსეთთან. ამიტომ, ჩვენი პოზიცია რომელიც გააჟღერა პრემიერ-მინისტრმა, უცვლელია. ჩვენ ჩვენი რეალური შესაძლებლობებიდან რაც შეგვიძლია, ვაკეთებთ.
მერე თუკი ეგენი იცი, ზემდგომების დალაგებულ გეგმებს ლეპენს ვინ ააარევინებს??
მასე გამოვა რომ მთელი ეს უკრაინის ამბები წყალში ჩაეყრებაათ ?/ მერე ვინ დაუშვებს მაგას??.........
შენ მართლა დემოკრატია ხო არა გგონია ?? ........................... ტრამპი მობოლტეს, ტრამპი და ლეპენის გასატრაკებელი სადააა??
უკრაინას კი არა, შენ ეხლა ტაივანს უყურე ტაივანს