ინგრედიენტები
1 1/3 კგ. საქონლის ხორცი
3 ჩ/კ მარილი
4 ს/კ ზეითუნის ზეთი
1 თავი საშუალო დაჭრილი ხახვი
2 ღერი წვრილად დაჭრილი ნიახური
4 ჭიქა საქონლის ხორცის ბულიონი
4 ჭიქა წყალი
800 გრამი დაჭრილი პომიდორი
2 ცალი დაფნის ფოთოლი
1 ჩ/კ დაფქული ქინძის მარცვლები
1 ჩ/კ შებოლილი პაპრიკა
2 კბილი დაკეპილი ნიორი
1/2 ჭიქა უმი თეთრი ბრინჯი
2 ს/კ ლიმონის წვენი
1/4 ჭიქა დაჭრილი ოხრახუში
1/4 ჭიქა დაჭრილი კამა
მომზადება
დაჭერით საქონლის ხორცი, მოაყარეთ 3 ჩ/კ მარილი და ამოურიეთ. დიდი ქვაბი საშუალო ტემპერატურაზე გააცხელეთ და ჩაასხით 2 ს/კ ზეთი. როცა ზეთი გაცხელდება, საქონლის ხორცი ორ ნაწილად გავაყვით და ქვაბში მოათავსეთ. თითოეულ ჯერზე თუშეთ ისე, რომ ყველა მხრიდან შეიბრაწოს. ხორცი ქვაბიდან ამოიღეთ და გადადგით.
ამავე ქვაბში მოათავსეთ დაჭრილი ხახვი და ნიახური, ზეთი საჭიროებისამებრ. თუშეთ 5 წუთით, დარბილებამდე.
დაუმატეთ წვრილად დაჭრილი პომიდორი, 4 ჭიქა ბულიონი, 4 ჭიქა წყალი, 2 ცალი დაფნის ფოთოლი და შებრაწული საქონლის ხორცი. აადუღეთ, შემდეგ შეამცირეთ ტემპერატურა, დააფარეთ და ადუღეთ დაბალ ტემპერატურაზე 1.5–დან 2 საათამდე, ან ხორცის დარბილებამდე.
დაუმატეთ ½ ჭიქა ბრინჯი, 2 ს/კ ლიმონის წვენი, 2 კბილი დაკეპილი ნიორი, 1 ჩ/კ ქინძი, 1 ჩ/კ პაპრიკა. დააფარეთ და ადუღეთ 20 წუთით ან ბრინჯის დარბილებამდე.
გადმოდგით გაზქურიდან და დაუმატეთ ¼ ჭიქა დაჭრილი ოხრახუში და ¼ ჭიქა დაჭრილი კამა. დააფარეთ თავსახური და მირთმევამდე 10 წუთით ასე დატოვეთ. შეაზავეთ მარილითა და პილპილით და მორთეთ მწვანილით. გემრიელად მიირთვით!