მაკრონი: უკრაინაში საშინელი დანაშაულებია ჩადენილი - რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე

მაკრონი: უკრაინაში საშინელი დანაშაულებია ჩადენილი - რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს, არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე

უკრაინაში საშინელი დანაშაულებია ჩადენილი, არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე, - განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა.

„უკრაინაში საშინელი დანაშაულებია ჩადენილი. ადგილზე ჩვენი ექსპერტები ეხმარებიან უკრაინელ და საერთაშორისო სასამართლო სპეციალისტებს მტკიცებულებების შეგროვებაში და პასუხისმგებლობის დადგენაში. რუსეთის ხელისუფლებამ პასუხი უნდა აგოს. არ არსებობს მშვიდობა სამართლიანობის გარეშე“, - აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.