ინგრედიენტები
1 ცალი ბადრიჯანი
1 ცალი პამიდორი
1 თავი ხახვი
1/4 ცალი მწარე წიწაკა
1 ცალი წითელი ბულგარული წიწაკა
2 კბილი ნიორი
4 ცალი კვერცხი
50 გრამი ნაღების კარაქი
2 ს/კ მცენარეული ზეთი
მარილი და პილპილი გემოვნებით
მწვანილი
მომზადება
ბადრიჯანი, ბულგარული და ხახვი დაჭერით თხელ ზოლებად. შეწვით ბოსტნეული მცენარეულ ზეთში. დაამატეთ წვრილად დაჭრილი პამიდორი და მწარე წიწაკა, მოაყარეთ მარილი გემოვნებით და განაგრძეთ შეწვა კიდევ 2 წუთი.
კვერცხი კარგად ათქვიფეთ და მოაყარეთ მარილი.
1 ჩ/კ ნაღების კარაქი გაალღვეთ ტაფაზე, დანარჩენი დარბილებული კარაქი კი დაუმატეთ კვერცხის მასას. შეწვით ომლეტი ძალიან დაბალ ცეცხლზე.
როდესაც ომლეტი მზად იქნება, მის ნახევარზე მოაწყვეთ შემწვარი ბოსტნეულის მასა, ზემოდან მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და გადაკეცეთ.
მოაყარეთ წვრილად დაჭრილი მწვანილი და გაიტანეთ სუფრასთან. გემრიელად მიირთვით !