აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ მომხდარს გენოციდი უწოდა.
„ეს გენოციდია“, - განუცხადა დონალდ ტრამპმა Fox News-ის წამყვანს, შონ ჰანიტის.
„ის, რაც უკრაინაში ხდება, მსგავსი არაფერი გვინახავს აქამდე“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა გაზის ტარიფის ზრდაზე საუბრისას უკრაინაში მიმდინარე ომი გენოციდად შეაფასა.
12 მარტს, აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრა კაცობრიობის წინააღმდეგ დანაშაულია, რომელიც მალე უნდა დასრულდეს.
2 მარტს, დონალდ ტრამპმა უკრაინაში რუსეთის შეჭრას ჰოლოკოსტი უწოდა და რუსეთს საომარი მოქმედებების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
„რუსეთმა უნდა შეწყვიტოს ხალხის მოკვლა. ახლავე უნდა შეაჩერონ. თუმცა, ისინი არ სცემენ პატივს შეერთებულ შტატებს. ეს არის ჰოლოკოსტი. საშინელებაა, რაც იქ ხდება. ამის მოწმენი ვართ და ამას ყოველ საღამოს ტელევიზორით ვუყურებთ“, - აღნიშნა აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა.