მევლუთ ჩავუშოღლუ: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუერთდებით, თუ ამას გაერო დაუჭერს მხარს

მევლუთ ჩავუშოღლუ: რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში შევუერთდებით, თუ ამას გაერო დაუჭერს მხარს

თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს მხოლოდ იმ შემთხვევაში დააწესებს, თუ ამას გაერო დაუჭერს მხარს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.

მისივე თქმით, ანკარა საერთაშორისო სამართლის მიხედვით იმოქმედებს და დაბალანსებულ პოლიტიკას გაატარებს.

„თუ გაერო მხარს დაუჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებას, თურქეთი იძულებული იქნება, მათ შეუერთდეს. რაც შეეხება ორმხრივ სანქციებს, ჩვენი პოზიციის გათვალისწინებით ეს არარეალურია. ხშირად გვეკითხებიან, დავხურავთ თუ არა ცას - ჩვენ შუამავლის პოზიცია ავირჩიეთ, რომელიც სიტუაციის სტაბილიზაციაზეა გათვლილი“, - აცხადებს ჩავუშოღლუ.