ერთობლივი სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე - უკრაინამ საქართველოს ოკუპაცია არ შეიმჩნია

ერთობლივი სამხედრო აღლუმი წითელ მოედანზე - უკრაინამ საქართველოს ოკუპაცია არ შეიმჩნია

ერთიან დელეგაციაზე შეთანხმება ვერ შედგა. საქართველოს პარლამენტიდან უკრაინაში ორი დელეგაცია გაემგზავრება. მიმდინარე კვირის ბოლოს, უკრაინაში გაემგზავრება პარლამენტის თავმჯდომარე. თუმცა, ამ ეტაპზე, ცნობილი არ არის, ვინ გაყვება შალვა პაპუაშვილს უკრაინაში. როგორც ოპოზიციის წევრები აცხადებენ, უკრაინაში გამგზავრების მიზნით, ცალკე საპარლამენტო დელეგაცია ჩამოყალიბდება, რომელიც პარლამენტში წარმოდგენილი პოლიტიკური ჯგუფებით იქნება დაკომპლექტებული.

უკრაინის რადას თავმჯდომარემ, რუსლან სტეფანჩუკმა შალვა პაპუაშვილი უკრაინის ქალაქ ბუჩაში მიიწვია. უკრაინაში ვიზიტამდე პარლამენტის თავმჯდომარემ მის უკრაინელ კოლეგასთან ონლაინშეხვედრა გამართა. რუსლან სტეფანჩუკმა საქართველოს მადლობა გადაუხადა გაწეული დახმარებისთვის, აგრეთვე, საქართველოში მყოფი უკრაინელებისადმი გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის.

„გვესმის, რომ უკრაინაში ომია და ვიზიტის ფორმატი არის სხვაგვარი. შესაბამისად, დელეგაციების ვიზიტი არის მოკლევადიანი და შემჭიდროვებული, მე ეს ჩემს უკრაინელ კოლეგასაც ვუთხარი. ამ ვიზიტისთვის დავაკომპლექტებ ჯგუფს, რომელიც იქნება ინტერპარტიული იმისთვის, რომ სხვადასხვა ფრაქციები იყვნენ წარმოდგენილი. ეს იქნება ჩვენი სოლიდარობის ადგილზე გამოცხადება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

იმის მიუხედავად, რომ აგრესორთან ომის პირობებშია, უკრაინის ხელისუფლება იცლის საქართველოსთვის და პოლიტიკური ომს უცხადებს. ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე უყენებს ბრალდებებს; გაუგებარი მოტივით ქვეყნიდან გაიწვია ელჩი და ცდილობს საქართველო ჩაითრიოს რუსეთთან ომში. ეს მაშინ, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან დღედმდე, საქართველო უკრაინის გვერდით დგას. სამწუხაროდ, ანალოგიური ნაბიჯი არ გადაუდგამს უკრაინის ხელისუფლებას მაშინ, როდესაც საქართველო იყო აგრესოთან ომში ორჯერ.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, უკრაინის რადა მხოლოდ 1 თვის თავზე შეიკრიბა, მაგრამ არც მაშინ და არც შემდგომ - საქართველოს მხარდამჭერი რეზოლუცია არ მიუღია. პირიქით, სექტემბერში დარეგესტრირებულ სხვადასხვა რეზოლუციებში და მათ შორის საქართველოსადმი არამეგობრული შინაარსის, საქართველოს მხარი დაუჭირა დეპუტატთა მხოლოდ 15%-მა, საქართველოს წინააღმდეგ ხმა მისცეს დეპუტატთა 45%-მა, ხმის მიცემისაგან თავი შეიკავეს უკრაინის რადის 450 დეპუტატმა.

გარდა ამისა, საქართველოს ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის სამხედრო ინტერვენციის დაგმობის შესახებ N3053 დადგენილების პროექტს მხარი მხოლოდ 65 დეპუტატმა. იმავე წარმატებით, დეპუტატებმა ჩაშალეს „რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესიის შესახებ“ No3054 რეზოლუციის პროექტი, რომელსაც მხარი მხოლოდ 66-მა დეპუტატმა დაუჭირა. აგრეთვე ჩაიშალა „საქართველოს სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ რუსეთის ფედერაციის აგრესიის აქტის დაგმობის შესახებ“ No3082 რეზოლუცის პროექტი, რომელმაც მხოლოდ 70 ხმა მიიღო.

გარდა ამისა, 2009 წლის 9 მაისს, საქართველოში მომხდარი ტრაგედიის, სამხედრო აგრესიისა და გაფორმებული ოკუპაციის 9 თვის თავზე უკრაინამ რუს ოკუპანტებთან ერთად მოსკოვის წითელ მოედანზე ერთობლივ საზეიმო აღლუმში მიიღო მონაწილეობა თავისი შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობით. პოსტსაბჭოთა სივრცეში საქართველო იყო პირველი რომელმაც რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესია გამოიარა, მაგრამ საქართველოს არ მიუღია უკრაინისგან მტკიცე მხარდაჭერა.

ამის მიუხედავად, ანალიტიკოსის დავით ქართველიშვილის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლების მიერ გაკეთდა უკრაინის მხარდამჭერი მრავალი საჯარო განცხადება, სადაც დაგმობილი იყო რუსეთის სამხედრო აგრესია სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ. ასევე, საქართველოს პარლამენტი იყო ერთ-ერთი პირველი, რომელმაც მიიღო რეზოლუცია „უკრაინაში შესაძლო სამხედრო ესკალაციის შესახებ“.

„ხაზი მინდა გავუსვა ძალიან საინტერესო დეტალებს. თავი დავანებოთ იმას, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან ერთ თვეში შეიკრიბა უკრაინის საკანონმდებლო ორგანო და არც ერთი მხარდამჭერი რეზოლუცია არ იყო მიღებული, ეს შეიძლება გადააბრალო იმას, რომ წინა ხელისუფლება ძირითადად დაკომპლექტებული იყო პრორუსული პარტიებით. ეს იყო „რეგიონების პარტია“, რომლის ლიდერი იყო ვიქტორ იანუკოვიჩი და „კომუნისტური პარტია“, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალებია - იმ პარლამენტში წარმოდგენილი იყო ლიბერალური ფრთა. მაგალითად მიხეილ სააკაშვილის პირადი მეგობარი და დაქალი იულია ტიმოშენკოს ბლოკი, საიდანაც საქართველოს მხარდამჭერ დადგენილების პროექტებს მხარი დაუჭირა მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, დანარჩენებმა თავი შეიკავეს. სააკაშვილის მეორე მეგობარმა, იმ დროინდელმა სპიკერმა არსენინ იაცენუნკმა, რომელიც არც პრორუსი იყო და არც კომუნისტი, მან არც ერთი დადგენილების პროექტს, რომელშიც საქართველოს ინტერესები იყო გათვალისწინებული, მხარი არ დაუჭირა. საინტერესოა ის, რომ ყველაზე ანტიქართულ რეზოლუციებში და ანტიქართულ პროექტებში იყო ზუსტად ის „რეგიონების პარტია“ და ის ვიქტორ იანუკოვიჩი, რომელსაც ეტყობა, დაუფასდა ეს ანტიქართულობა და მიხეილ სააკაშვილმა ეს პოლიტიკოსი დააჯილდოვა ბრწყინვალების ორდენით“, - აცხადებს დავით ქართველიშვილი.

როგორც ანალიტიკოსი აცხადებს, არც ერთი პროქართული რეზოლუციის ფონზე, კენჭისყრაზე გაიტანეს დადგენილების პროექტი, რომელიც გულისხმობდა სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობა, რასაც 167-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი.

„რამხელა ცინიზმია ისეთი დადგენილების კენჭისყრაზე გატანა, როგორიც არის საქართველოს აგრესია სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის წინააღმდეგ, რომელსაც 197-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი. ცინიზმი იყო 9 მაისის აღლუმი, როდესაც თავიც კი არ შეიკავეს, პროტესტიც კი არ გამოთქვეს და შეუერთდნენ ოკუპანტ და აგერესორ რუსეთს და ერთად იზეიმეს გამარჯვების დღესასწაული. დიახ, ერთად მიიღეს მონაწილეობა სამხედრო აღლუმში იმ ძალებთან, რომლებიც დღეს ადუღებენ უკრაინას და მის მოსახლეობას.

რატომ ხდება ეს ყველაფერი საქართველოსთან მიმართებაში - ეს თავხედობა, დანაშაულებრივი რიტორიკა, შეურაცხმყოფელი ბრალდებები საქართველოსთან მიმართებაში, მაშინ, როდესაც შენ ომი გაქვს, ყოველდღე გეღუპება მშვიდობიანი მოსახლეობა, მაგრამ შენ იცლი იმისთვის, რომ პოლიტიკური რიტორიკით ერთ-ერთი ყველაზე აგრესიული იყო საქართველოსთან მიმართებაში?!

დღეს უკრაინის ხელისუფლებას ის კორპორაცია მართავს, რომელიც ჩვენი ოპოზიციის ყველაზე რადიკალურ და დესტრუქციულ მხარეს წარმოადგენს, რომელთა მიზანია ნებისმიერი ხერხით ხელისუფლებაში დაბრუნდეს აგრესიული ოპოზიცია. ეს ამოძრავებს დღეს კიევის ხელისუფლებას. ჩვენი ურთიერთობა სახელისუფლებო დონეზე აუცილებლად დალაგდება, როგორც კი უკრაინელი ხალხი მიხვდება, რომ უკარაინელი ნაცები ჩამოსაშორებელი ჰყავთ ქვეყნის სათავედან, როგორც ეს 2012 წელს გააკეთა ქართველმა ხალხმა“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას დავით ქართველიშვილმა.

პოლიტოლოგ რამაზ საყვარელიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ ორი ომი აწარმოა რუსეთთან, უკრაინის სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი ნაბიჯები არ გადადგმულა. მისი თქმით, არა თუ მხარი არ დაუჭირა, არამედ საერთოდ არ შეიმჩნია საქართველოს პრობლემები.

„ერთადერთი იუშჩენკო ჩამოვიდა 2008 წელს და, ალბათ, უფრო თავისი კოლეგების ხათრით. სხვა რაიმე კონკრეტული ნაბიჯები არ გადადგმულა. ეს იუშენკოც ერთ-ერთი ის რგოლი იყო, რომელიც საბჭოთა კავშირიდან გამოყოფილი უკრაინის გაძლიერებაზე და დამოუკიდებლობაზე ფიქრობდა. უკრაინას, იუშენკოს ეტაპზეც კი, ჯერ არ ჰქონდა გათვიცნობიერებული რას ნიშნავს რუსეთთან ურთიერთობა.

მოგეხსენებათ, უკრაინა იყო პრორუსი ქვეყანა. ენაც კი, რუსული იყო გავრცელებული, ვიდრე უკრაინული. პუტინის ძალიან დიდი დამსახურებაა ის, რომ უკრაინელების ეროვნულმა თვითმყოფადობამ გაიღვიძა. თუ დავაკვირდებით, სწორედ, ომის მერე გამოჩნდა, რომ უკრაინელი-უკრაინელია და მიუღებლობა აქვს რუსული გავლენის მიმართ“, - აცხადებს რამაზ საყვარელიძე.

როგორც პოლიტოლოგი აცხადებს, ამ ფონზე ნაციონალებზე შეკედლება გამოწვეულია იმით, რომ „რუსეთთან მებრძოლი“ გუნდია.

„დასავლეთშიც ანალოგიურად მიაჩნიათ, რომ ნაციონალები რუსეთთან მებრძოლი ხალხია და „ქართული ოცნება“ თუ ფიზიკურად არ იბრძვის, უკვე მიაჩნიათ, რომ „ოცნება“ პრორუსულია და ამ ვერსიებს ხელს უწყობენ ნაციონალები, რომლებსაც უფრო აქტიური კონტაქტები აქვთ, ვიდრე ხელისუფლებას. ვფიქრობ, ნაციონალების სიახლოვე გარკვეულ გავლენას ახდენს პროცესებზე“, - აღნიშნა for.ge-სთან საუბრისას რამაზ საყვარელიძემ.

Maverick რა გიკვირთ?!
განა ნიკიტა ხრიუშა უკრაინელი არ იყო, რომელიც ქართველების გადასახლებას და გენოციდს აპირებდა?! ყველას თუ არა ჩვენ 50-ან წლებში კარგად გვახსოვს ნიკიტა ხრუშას მიე ქართველებისათვის მოწყობილიღორობები. შავი პურის რიგები, თათრი პურის მხოლოდ ექიმების მიერ გაცემული რეცეპტები და კიდევ ყველაზე საშინელი 1957 წელი.

დღევანდელი უკრაინის ხელისუფლება არაფრით განსხვავდება ნიკიტა ხრუშაგან, ზელენსკის ხელისუფლება საკუთრ ერს უტარებს დაგეგმილ გენოციდს, იგი თანამედროვე ხრუშებით, იგივე ლიბერასტებით (მე ამის თქმის უფლება მაქფს, რადგან ეს თიკუნი პირველად მე მივუძღვენი ქართველ ლიბერასტებს!) არის დაკომპლექტებული!

საქართველო არავისზე ნაკლები არ არის, ქართველი ერი თავისი წარსულითა და მომავალით რუსებს, უკრაინელწბს, ევოპელ მატრაკვეცებს ასაკით, სახელმწიფოებრიობით, ქრისტიანული მორალით, თანადგომით, სიეკთით, სიყვარულით, მებრძოლი სულისკვეთებით, ბრძო0ლისუნარიანობით, დაუმორჩილებლობით, უმართაობით, გაჭირვების დროს ურთიერთგატანით (თუმცა, ამ მიმართებით კარგა ხანია მოვიკოჭლებთ), და რაც მთავარია ყოველთვის ჩაგრულის მხარის ერთობლივი მხარაჭერით ბარეორ დიდ იმპერიებს ოველთვის იტოვებს უკან!!!!!
2 წლის უკან