„უცნაურია, ევროპა დღეს ორივე მხარეს ეხმარება - რუსეთს ყოველდღე მილიარდ დოლარს უხდის ენერგომატარებლებში, უკრაინას კი იარაღს აწვდის“

„უცნაურია, ევროპა დღეს ორივე მხარეს ეხმარება - რუსეთს ყოველდღე მილიარდ დოლარს უხდის ენერგომატარებლებში, უკრაინას კი იარაღს აწვდის“

როცა პუტინი უკრაინაში ავანტიურას დაამთავრებს, გაუღებს თუ არა დასავლეთი მას კარს და შეუნდობს თუ არა „უძღები შვილივით“?!

დღემდე დასავლეთი რუსეთს ყველაფერს პატიობდა, აპატია აფხაზეთის ომი, ჩეჩნეთის ომი, აპატია კავკასიელი ხალხების გენოციდი, ათასობით ბავშვის და მშვიდობიანი მოსახლეობის ამოხოცვა, აპატია აგვისტოს ომი, ყარაბაღი, დნესტრისპირეთი და ამ ყველაფრის მპატიებელმა დასავლეთმა საბოლოოდ პუტინი გააოცა, როცა მას ერთობლივი სანქციები შეუფარდა.

როგორც ჩანს, დასავლეთში გაიღვიძა ჩერჩილის ნათქვამმა, „თქვენ გქონდათ არჩევანი ომსა და სირცხვილს შორის, თქვენ აირჩიეთ სირცხვილი, ამიტომ მიიღებთ ომს“. მართლაც, ჩერჩილის სიტყვები სულ მალე ახდა და ჰიტლერი, რომელიც არ შეაჩერეს პრაღასა და ვენაში, ტანკებით მიადგა პარიზს.

დღეს დასავლეთი გამუდმებით აპელირებს, რომ რუსეთს სანქციებს სანქციებზე უწესებს, მაგრამ დღემდე უწყვეტად მიედინება უკრაინის ტერიტორიიდან ევროპაში გაზი, რომლითაც ევროპა რუსული ბუნებრივი აირით მარაგდება.

იმთავითვე, როგორც კი დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, გაჩნდა ეჭვი, კომფორტის მოყვარული ევროპელები მალევე ხომ არ შეურბილებდნენ და მოუხსნიდნენ რუსეთს სანქციებს, თუკი ეს უკანასკნელი უკრაინაში შეჭრის შემდეგ თავის აგრესიას უკან წაიღებდა? ხომ არ იქნებოდა ეს სანქციები დროებითი და რუსეთს სულის მოთქმას ხომ არ დააცლიდნენ მორიგი მსხვერპლის მოსახელთებლად?! მერყევი დასავლეთის პირობებში ასეთი სცენარი გამოსარიცხი არ არის.

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი დღემდე ირწმუნება, რომ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა მათი მხრიდან დაწესებული სანქციების მოხსნის საფუძველი ვერ გახდება, რადგან აუცილებელია პუტინზე ზეწოლის გაძლიერება, რათა რუსეთმა სრულიად შეცვალოს თავისი კურსი.

უწყვეტი, თუ შერბილებული სანქციები?!

ანალიტიკოსი ნიკა ჩიტაძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ დასავლეთმა არანაირად არ უნდა შეარბილოს სანქციები, პირიქით, დასავლეთმა უნდა იმუშაოს, რომ საბოლოოდ უარი თქვას რუსულ ნავთობსა და ბუნებრივ აირზე. ამ მიმართულებით მუშაობა კი უკვე მიმდინარეობს, რადგან რუსეთის ნდობა არ შეიძლება, რუსეთს რამდენჯერმე მიეცა შანსი, ყოფილიყო დემოკრატიული სამყაროს ნაწილი. 90-იანი წლების დასაწყისში დასავლეთი ყველანაირად ცდილობდა, რუსეთი დემოკრატიული საზოგადოების შემადგენელი ნაწილი გამხდარიყო, რუსეთი მიიღეს ევროსაბჭოში, 2008 წელს საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის შემდეგ გადატვირთვის პოლიტიკაც შესთავაზა დასავლეთმა რუსეთს, მაგრამ დავინახეთ, რომ ეს პოლიტიკა არ მუშაობს.

„აქედან გამომდინარე, რუსეთი ბოლომდე უნდა დააჩოქო, რომ უკვე დასუსტებულს არანაირი პრეტენზია მომავალში არ ჰქონდეს. თავის დროზე ზუსტად ასე დაასუსტეს იაპონია, რომელმაც გერმანიასთან ერთად დაიწყო მეორე მსოფლიო ომი. იაპონიას დაუწესეს კონკრეტული რეჟიმი, რომ იაპონიის მთლიანი შიდა პროდუქტის 1%-ზე მეტი თავდაცვაზე არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული. იგივე უნდა განხორციელდეს რუსეთის მიმართ“, - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე ფიქრობს, რომ რუსეთს სანქციები არათუ არ უნდა მოუხსნან, არამედ არც უნდა შეურბილონ. შემონახული რომ აქვთ სათადარიგო სანქციები, ისიც უნდა აამოქმედონ. იგივე „სვიფტი“ ჩახსნეს, მაგრამ მხოლოდ 7 ბანკს შეეხო, არადა, რუსეთში 50 ბანკია. ყველაზე დიდ ბანკებს, ნომერ პირველ ბანკს - „სბერბანკს“ არ შეეხო, ნომერ მესამე ბანკს „გაზპრომბანკს“ არ შეეხო. გარდა ამისა, რუსების გემები შედიან ევროპის, ამერიკის ყველა ნავსადგურში, მიმდინარეობს ვაჭრობა და ამას არ შეხებია სანქციები. ეს მაშინ, როცა ყველასთვის ცნობილია, თუ სანქციები დიდხანს იქნება, რუსეთს ფული აღარ ექნება.

„იმ სანქციებშიც, რომელიც რუსეთს დაუწესეს, უამრავი გამონაკლისია. ეს იმის ანალოგიურია, საქართველოში რაღაც კანონს რომ მიიღებდნენ და კანონზე უფრო მეტი იყო გამონაკლისები იმ კანონიდან. ვაშინგტონშიც და ევროპაშიც თავს იმართლებენ, შემონახული გვაქვს სანქციები იმ შემთხვევისთვის, თუკი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს რუსეთიო. ყველას გამორჩა მხედველობიდან, რომ სულ ახლახანს ძალიან საინტერესო განცხადება გააკეთა ფინეთის პრეზიდენტმა, ეს იყო ისტორიული განცხადება. მან თქვა, რომ მე მქონდა ხანგრძლივი შეხვედრა ნატოს გენერალურ მდივან სტოლტენბერგთან, სადაც განვიხილეთ ალიანსში გაწევრიანების პროცედურები. ეს ნიშნავს, რომ ნეიტრალური ფინეთიც უკვე შედის ნატოში. ჩვენი ნეიტრალიტეტის მომხრეებისთვის ამაზე მეტი კონტრარგუმენტი რა უნდა იყოს, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ნეიტრალური ფინეთიც კი შედის ნატოში. მეორე ქვეყანა კი, ასევე, ნეიტრალური შვედეთი, ღიად აწვდის იარაღს უკრაინას. უფრო მეტი იარაღი მიაწოდა შვედეთმა უკრაინას, ვიდრე ალიანსის წევრმა საფრანგეთმა“, - აცხადებს სოსო ცინცაძე for.ge-სთან საუბრისას.

პოლიტოლოგის განმარტებით, სანქციების ეშხი ისაა, რომ მის შედეგს რუსეთი 4-5 თვეში იგრძნობს. ჯერ რუსეთს ფული აქვს, მას აქვს იმდენი ფული, რომ ე.წ. მოხალისე სირიელებსაც დაურიგოს, თავის მოსახლეობასაც დაურიგოს, იმ სოფლებსაც არგუნოს თანხა, რომელიც რუსეთმა დაიკავა უკრაინაში, პენსიებს, დახმარებებს ურიგებს უკრაინელებს, რუსებს, მაგრამ 4-5 თვეში რუსეთს ფული აღარ ექნება.

სოსო ცინცაძის განმარტებით, ცოტა უცნაურად გამოდის, რომ ევროპა დღეს ორივე მხარეს ეხმარება - რუსეთსაც და უკრაინასაც. რუსეთს ეხმარება იმიტომ, რომ ყოველდღე დაახლოებით მილიარდ დოლარს უხდის ენერგომატარებლებში, უკრაინას კი ეხმარება, რომ იარაღს აწვდის.

„ამიტომაც ითხოვს ზელენსკი ემბარგოს. თუ ევროპამ მოახერხა, რომ 2/3-ით შემცირდეს წლის ბოლომდე ევროპის დამოკიდებულება რუსეთზე, მაშინ რუსეთისთვის ახალი რეალობა დადგება. ახალი პოლიტიკით, გერმანია უკვე გადავიდა გაზის ეკონომიაზე. კი, ნავთობზე არის მოთხოვნილება, მაგრამ რუსეთი ნავთობს ამ ფასად ვერსად ვერ გაყიდის. ჩინეთი, ცხადია, ისარგებლებს რუსეთის მდგომარეობით და რასაც ევროპელები უხდიან რუსეთს, იმის ნახევარსაც არ გადაუხდის“, - აღნიშნა სოსო ცინცაძემ.

 

ლაზი უძველესი მეთოდია. გლადიატორებს საუკეთესოდ კვებავდნენ.
2 წლის უკან
ლევკოთეა ვის, ვის და სოსო ცინცაძეს აქვს იმხელა გამოცდილება, რომ ეგ არ გაუკვირდეს.
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ოტო ფონ ბისმარკი (გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი.) უკრაინელების შესახებ -
"არაფერია ეგრეთ წოდებულ "უკრაინელებზე" უფრო საზიზღარი და ამაზრზენი! პოლონელების მიერ რუს ხალხიში არსებული ყველაზე ამაზრზენი ნაძირლებისგან (მკვლელები, კარიერისტები, ინტელიგენციის ხელისუფლების წინაშე მცოცავი) გამოზრდილი ეს ღელე მზადაა მოკლას საკუთარი მამა და დედა ძალაუფლებისთვის და მომგებიანი ადგილისთვის!
ეს ხისთავიანები მზად არიან გაანადგურონ თავიანთი თანატომელები და არა მოგების მიზნით, არამედ თავიანთი ძირეული ინსტინქტების დაკმაყოფილების მიზნით, მათთვის არაფერია წმინდა, ღალატი მათთვის ნორმაა, ისინი გონებით უბედურები არიან, მანკიერი. , შურიანი, განსაკუთრებული ეშმაკობით ცბიერი. ამ არაადამიანებმა ისე შთანთქეს რუსების, პოლონელებისა და ავსტრიელების ყველა უარესი და საზიზღარი თვისებები, რომ მათ სულში კეთილი თვისებების ადგილი აღარ დარჩა. ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე.
მათ არ აქვთ რაიმე სერიოზულის გაკეთების უნარები და შეუძლიათ მხოლოდ პრიმიტიული საქმის შესრულება. ისინი ვერასოდეს შექმნიან საკუთარ სახელმწიფოს. ბევრი ქვეყანა მათ აბურთავებდა მთელ ევროპაში, მონური ინსტინქტები ისე იყო ჩადებული მათში, რომ მთელი მათი არსი ამაზრზენი წყლულებით დაფარეს!” !!!!
ეს მე არ მითქვამს, ეს ყველაფერი გერმანიის კანცლერმა ფონ ოტტო ბისმარკმა თქვა 150 წლის წინად! თითქმის ყველაფერი რაც აქ მოყვანილ ციტატაშია საოცრად შეესაბამება უკრაინის დღევანდელობას! საქართველოსთან უკრაინის დამოკიდებულებას ზუსტად ეხმიანება შემდეგი პასაჟი - „ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე“.
მგონი ყველაფერი გასაგებია? თუ კიდევ ვერ გამოგიტანიათ სათანადო დასკვნები (ხელისუფლებას, უკრაინის გულშემატკივარ ნაცებს) უიმედო მდგომარეობა გაქვთ, თქვენი ადგილი უკრაინაშია მოხალისეების სახით!
2 წლის უკან