The Times: ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს ზაფხულში გააკეთებენ

The Times: ფინეთი და შვედეთი ნატოში გაწევრიანებაზე განაცხადს ზაფხულში გააკეთებენ

ფინეთი ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადს 2022 წლის ივნისში გააკეთებს, მის შემდეგ კი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანების სურვილის შესახებ კი შვედეთი გამოაცხადებს. ამის შესახებ The Times-ი წერს.

გამოცემა აშშ-ის მთავრობაში წყაროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ამ ქვეყნების ალიანსში გაწევრიანება ნატოს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკებებზე განიხილებოდა. ისინი ვარაუდობენ, რომ ახალი წევრების დამატება ნატოს შესაძლებლობებს გააფართოებს, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის შეგროვების თვალსაზრისით.

ნეიტრალური სტატუსი მქონე ფინეთისა და შვედეთის ბლოკში გაწევრიანება რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ აქტიურად განიხილება.