„თუ რამე ხდებოდა, უკრაინა უნდა დაკავშირებოდა ქართულ სამსახურებს, მაგრამ ამჯობინა საჯაროდ გაეკეთებინა განცხადება, რადგან ასეთი განცხადების გაკეთება უნდოდა“

„თუ რამე ხდებოდა, უკრაინა უნდა დაკავშირებოდა ქართულ სამსახურებს, მაგრამ ამჯობინა საჯაროდ გაეკეთებინა განცხადება, რადგან ასეთი განცხადების გაკეთება უნდოდა“

ანალიტიკოს რამაზ საყვარელიძის განცხადებით, საქართველომ ორი ომი აწარმოა რუსეთთან ისე, რომ არავისგან უმცირესი დახმარებაც არ მიუღია, მათ შორის არც უკრაინელებისგან. შესაბამისად, ეს მწარე გამოცდილება გვაიძულებს გავჩერდეთ და დაველოდოთ მომენტს - რას მოიტანს მსოფლიო პროცესები.

for.ge რამაზ საყვარელიძეს ესაუბრა.

„შევიკრიბოთ და დავლეწოთ კანცელარია“, - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, მიშა მშვილდაძის ეს მოწოდება რეაგირების გარეშე დარჩა. მსგავსი შინაარსის განცხადება რომ რიგითმა ადამიანმა გააკეთოს, მის წინააღმდეგ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე, მაგრამ ოპოზიციის შემთხვევაში ასე არ არის. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი?

რამაზ საყვარელიძე: არა მარტო მშვილდაძის მოწოდება, იგივე ნაციონალების მოწოდება - „სახელმწიფო უნდა ჩაერთოს უკრაინასთან ომში“ და ა.შ. საქართველოს კანონმდებლობით ომის მოწოდებაც აკრძალულია. მაგრამ ვაკეთებთ რამეს? - ვერ ვაკეთებთ. აშკარად, ხელისუფლებას ნაციონალების ფობია - ურთიერთობაში დაურწმუნებლობის გრძნობა აქვთ. არ ვიცი, ეს იმის ბრალია, რომ სახელისუფლებო ქსოვილში ნაციონალები ისედაც ბევრი არიან, თუ იმის, რომ ეშინიათ ნაციონალების.

რას გულისხმობთ?

- რასაც თვითონ ვერ ახერხებენ, ამას ახერხებენ ნაციონალები. აი, ამ უპირატესობაში აქვთ ნაციონალების მიმართ რიდი. ფაქტია, რომ ნაციონალები უფრო თავისუფლად ამბობენ მათთვის ხელსაყრელ რაიმეს, ვიდრე „ქართული ოცნება“ მათ მიერ ჩადენილ დანაშაულზე საუბრობს, რაც ვიცით, რომ სიმართლეა და ამ სიმართლის შემთხვევაშიც „ოცნებას“ უჭირს თავის დაცვა.

სწორედ ეს აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ხელისუფლებას აწყობს ჰყავდეს ასეთი მარგინალური ოპოზიცია, მაგრამ ეს მარგინალური ოპოზიცია ხომ ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას?!

- იცით, „ქართულ ოცნებას“ ვერ გავამტყუნებთ. ასეთ შანსს, რასაც „ნაციონალური მოძრაობისნაირი“  ოპოზიცია იძლევა, ყველა გამოიყენებდა. როდესაც ბორის ელცინს ირჩევდნენ, მაშინ წამყვანი იყო კომუნისტური პარტია და მთელი კამპანია იმაზე იყო აგებული, რომ თუ ელცინს არ აირჩევთ, კომუნისტები მოვლენო. ასეთია ცხოვრება. ამერიკაში და ინგლისში ორი პარტია არის, მაგრამ ერთმანეთს არ აკლებენ თბილ სიტყვებს. ამერიკულ სინამდვილეში ერთმანეთის შეცდომაზე მუშაობენ. ტრამპმა უამრავი შეცდომა დაუშვა, რაც დაუყოვნებლივ გამოიყენეს დემოკრეტებმა და აქამდე გრძელდება ტრამპიზმის გინება. ასევე „ქართულ ოცნებასაც“ აწყობს ასეთი ოპოზიცია, მაგრამ მიზეზი ცოტა სხვა რამეა. ამერიკელებმა მოისურვეს ორი პარტია ჰყოლოდათ და პრაქტიკულად, სხვა პარტიები სერიოზულ წარმატებას ვერ აღწევენ. საზოგადოებას რაღაცა კარნახი თავისუფლად შეუძლია.

ასეთ შემთხვევაში ქართული საზოგადოება რას ითხოვს?

- ვამბობთ, რომ ქართულ საზოგადოებას არ აწყობს პოლარიცაზია. არ აწყობს, როგორც „ქართული ოცნება“, ასევე „ნაციონალური მოძრაობა“ და ორივეს მიმართ კრიტიკულია. 50% უარს ამბობს მონაწილეობა მიიღოს არჩევნებში. ის, რომ ნაციონალების ამარა ვართ, ეს ჩვენი, საზოგადოების ბრალია, რადგან ვერ შევქმენით ალტერნატივა. იმედი მქონდა, რომ გახარია იქნებოდა ასეთი ალტერნატივა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ტყუილად მქონდა იმედი.

დავუბრუნეთ მშვილდაძის მოწოდებას - ჩნდება მარტივი კითხვა - რატომ დუმს სუს-ი? ძალიან მარტივია, 2012 წლიდან დღემდეგ რამდენჯერმე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის ბრალდებით, მაგრამ არც ერთი ეს საქმე ბოლომდე არ არის მიყვანილი...

- სხვათა შორის, რამდენიმე ტიპის ფრაგმენტში კარგად იმუშავეს. მაგალითად - პანკისის ხეობიდან სირიაში საქართველოს მოქალაქეების წასვლის თემა ისე ჩაქრა, რომ არაფერი გაგვიგია, ეს ხომ სუს-ის საქმე იყო? იგივე ჩინეთთან ურთიერთობა ისე მყარდება, რომ პოლიტიკურ წრეებში ამას ზედმეტი ლაპარაკი არ მოჰყვება.

ამიტომ უნდა ვივარაუდოთ, რომ იქ, სადაც თითქოს ვერ ახერხებენ, უფრო არმოხერხებასთან გვაქვს საქმე. რაში სჭირდებათ მშვილდაძის გაკოჭვა? ეს რომ იყოს ისეთი პოლიტიკური პარტია, რომელიც მოსახლეობას შესთავაზებდა თავის თავს, მაშინ „ქართული ოცნება“ ეცდებოდა, რომ რაც შეიძლება ეფექტური ყოფილიყო, მათ შორის ასეთ ფრაგმენტებში, რასაც სახელმწიფოებრიობის დაცვა ჰქვია. რახან ასეთი პარტია არ არსებობს, „ოცნებისთვის“ უფრო ადვილია გაატაროს.

ამ შემთხვევაში შეიძლება გაატაროს ის ბრალდება, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარმა სამმართველომ გააჟღერა?

- უკრაინას ამ დრომდე არ წარმოუდგენია მტკიცებულება. საერთოდ, არ მგონია, რომ ამ ბრალდებას რამე საფუძველი ჰქონდეს. საქართველოდან თუ რამე შედის რუსეთში, ალბათ, ეს არის ჯონჯოლი. სამხედრო მნიშვნელობის რამე თუ შედის, შეიძლება შედიოდეს ჩინეთიდან, მაგრამ საქართველო რად უნდა ჩინეთს, როცა თავად აქვს საზღვარი რუსეთთან?! მაგრამ ეს ხომ ნაციონალების სტილია - მე ტალახს ვისვრი და მერე შენ ამტკიცე, რომ ჟირაფი არ ხარ.

თუ მტკიცებულება აქვთ, რა დიდი დრო უნდა გამოგზავნას? მაგრამ ამ დრომდე არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენიათ, რაც კიდევ უფრო ცხადყოფს იმას, რომ ეს იყო პროვოკაცია. თუ ასეთი რამ ხდება, წესით, უკრაინას უნდა აეღო ტელეფონი, დაკავშირებოდა ქართულ სამსახურებს და გადამოეცა ეს მასალა, ყოველგვარი ხმამაღალი პოლიტიკური განცხადებების გარეშე, მაგრამ უკრაინამ ამჯობინა საჯაროდ გაეკეთებინა განცხადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ასეთი განცხადების გაკეთება უნდოდა.

ვიმეორებ, ამ სირთულის მოსაგვარებლად მას ჰქონდა სახელისუფლებო არხები, მაგრამ არ გამოიყენა, გამოიყენა საჯარო სივრცე ე.ი. მას აქვს პოლიტიკური მიზანი -საქართველო დაადანაშაულოს და სცადოს მისი წამოკიდება. მოგეხსენებათ, უკრაინის ხელისუფლებაში ბევრი ქართველია, ვისაც ასეთი ინტერესი აქვს. ვხედავთ, რომ საქართველოსთან მიმართებაში უკრაინა არის აგრესიული, ეს გასაკვირი არ არის. უშიშროების საბჭოს მდივანმა თქვა, რომ ომი გვაწყობს საქართველოში და მოლდოვაშიო. რა თქმა უნდა, აწყობთ, რადგან, ასეთ შემთხვევაში, რუსეთს მოუწევს ძალების გადანაწილება და ამიტომ უჩხიკინებენ საქართველოს.

უკრაინის სურვილი და აგრესიულობაც გასაგებია, მაგრამ იგივე აშშ-ის და დასავლეთის რიტორიკაში იგრძნობა პრეტენზიები და საყვედურები საქართველოსთან მიმართებაში?

- არა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა, ელჩმაც და ყველა იმ პერსონამ, ვისაც ევალებოდა ამ საკითხზე პასუხის გაცემა, ხაზი გაუსვა, რომ საქართველო ასრულებს ყველა პარტნიორულ ურთიერთობას, მაგრამ უკრაინა მაინც აგრძელებს საყვედურებს. იგივე პარლამენტის თავმჯდომარის მოპატიჟება არა კიევში, არამედ ბუჩაში, უკვე ეს დაპატიჟება არის პროვოკაციული.

გაუგებარია პაპუაშვილის მოწვევის პოლიტიკური მოტივი. გასაგებია, რომ უმძმესი ტრაგედია მოხდა ბუჩაში, მაგრამ მცდელობის მიუხედავად, ეს ვერ გადაწონის იმას, რაც საქართველოში მოხდა 1992-93 წლებში და შემდეგ 2008 წელს. გზა, რომელსაც უკრაინა დღეს გადის, ეს გზა საქართველომ ორჯერ გაიარა...

- როდესაც საქართველოში ჩამოსულ ადამიანებს ვთავაზობთ და გაგვყავს კონფლიქტის ზონაში, ვაჩვენებთ როგორ არის დარღვეული საქართველოს ტერიტორული მთლიანობა, როგორ ირღვევა საქართველოს მოქალაქეების უფლებები და ვეუბნებით, რომ ამის ავტორი არის რუსეთი, ჩვენ საზღვარზე არ ვპატიჟებთ იმ ადამიანებს, ვპატიჟებთ სახელმწიფოში და მერე მიგვყავს კონფლიქტის ზონაში.

მასპინძელი სტუმარს სახლში ეპატიჟება და არა აბაზანაში. სახელმწიფო არის სახლი და ამიტომ, თუ რამე უნდათ, ჯერ სახელმწიფოში დაპიტიჟონ, მაგრამ მიზანი ცხადია - უნდა ათქმევინონ, რომ რუსეთია დამნაშავე, ის, რასაც თავი აარიდა საქართველომ თავის დადგენილებაში. ალბათ, ადვილი გასაგები იყო რატომ, მაგრამ ჯიუტად არ უნდათ იმის გაგება, რატომ აარიდა თავი.

ურკაინას სჭირდება საქართველოს ომში ჩაბმა, საქართველომ რამდენიმე ომი გამოიარა რუსეთთან. ამიტომ, არავის დასაყვედრებელი არაფერი არ გვაქვს. ორჯერ ვიყავით რუსეთთან ომში, მაგრამ არავისგან უმცირესი დახმარებაც კი არ მიგვიღია, მათ შორის არც უკრაინელებისგან. ეს მწარე გამოცდილება გვაიძულებს, გავჩერდეთ და დაველოდოთ მომენტს რას მოიტანს მსოფლიო პროცესები.

 

mamuka როგორც ყოველთვის, პატივისცემა ბატონ რამაზს!
2 წლის უკან
Aburjga Tasmanieli ოტო ფონ ბისმარკი (გერმანიის სახელმწიფო მოღვაწე, გერმანიის იმპერიის დამაარსებელი და პირველი რაიხსკანცლერი.) უკრაინელების შესახებ -
"არაფერია ეგრეთ წოდებულ "უკრაინელებზე" უფრო საზიზღარი და ამაზრზენი! პოლონელების მიერ რუს ხალხიში არსებული ყველაზე ამაზრზენი ნაძირლებისგან (მკვლელები, კარიერისტები, ინტელიგენციის ხელისუფლების წინაშე მცოცავი) გამოზრდილი ეს ღელე მზადაა მოკლას საკუთარი მამა და დედა ძალაუფლებისთვის და მომგებიანი ადგილისთვის!
ეს ხისთავიანები მზად არიან გაანადგურონ თავიანთი თანატომელები და არა მოგების მიზნით, არამედ თავიანთი ძირეული ინსტინქტების დაკმაყოფილების მიზნით, მათთვის არაფერია წმინდა, ღალატი მათთვის ნორმაა, ისინი გონებით უბედურები არიან, მანკიერი. , შურიანი, განსაკუთრებული ეშმაკობით ცბიერი. ამ არაადამიანებმა ისე შთანთქეს რუსების, პოლონელებისა და ავსტრიელების ყველა უარესი და საზიზღარი თვისებები, რომ მათ სულში კეთილი თვისებების ადგილი აღარ დარჩა. ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე.
მათ არ აქვთ რაიმე სერიოზულის გაკეთების უნარები და შეუძლიათ მხოლოდ პრიმიტიული საქმის შესრულება. ისინი ვერასოდეს შექმნიან საკუთარ სახელმწიფოს. ბევრი ქვეყანა მათ აბურთავებდა მთელ ევროპაში, მონური ინსტინქტები ისე იყო ჩადებული მათში, რომ მთელი მათი არსი ამაზრზენი წყლულებით დაფარეს!” !!!!
ეს მე არ მითქვამს, ეს ყველაფერი გერმანიის კანცლერმა ფონ ოტტო ბისმარკმა თქვა 150 წლის წინად! თითქმის ყველაფერი რაც აქ მოყვანილ ციტატაშია საოცრად შეესაბამება უკრაინის დღევანდელობას! საქართველოსთან უკრაინის დამოკიდებულებას ზუსტად ეხმიანება შემდეგი პასაჟი - „ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე“.
მგონი ყველაფერი გასაგებია? თუ კიდევ ვერ გამოგიტანიათ სათანადო დასკვნები (ხელისუფლებას, უკრაინის გულშემატკივარ ნაცებს) უიმედო მდგომარეობა გაქვთ, თქვენი ადგილი უკრაინაშია მოხალისეების სახით!
2 წლის უკან