„ეს არის საქართველოს ომში ჩათრევის მცდელობა იმ მიზნით, რომ შემდეგ დაიწყოს საუბარი პატიმრების გათავისუფლებაზე, ატყდება ერთი ამბავი, რომ თურმე გამოცდილი უმაღლესი მთავარსარდალი ციხეში ზის, სინამდვილეში, ამ „მთავარსარდალს“ 2-3 დღეში ჩამოეშალა მართვა ომის დროს. ჩვენ არ უნდა ავურიოთ ჩვენი ჯარისკაცების და ოფიცრების გმირობა ბრძოლის ველზე და უწიგნური მმართველები სათავეში“, - აცხადებს ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე for.ge-სთან საუბრისას.
უკრაინის ხელისუფლების ბოლოდროინდელმა დამოკიდებულებამ აჩვენა, რომ უკრაინა ტენდენციური შერჩევის პრინციპით არ წყალობს გარკვეულ ქვეყნებს, მათ შორის, საქართველოს. ამჯერად ჩვენგან ითხოვენ მტკიცებულებებს, რომ საქართველო სანქციების გვერდის ავლით არ ეხმარება რუსეთს. რატომ უნდა იყოს უკრაინის ინტერესში ამდენი ფრონტის გახსნა და გამუდმებული ბრალდებები საქართველოს ხელისუფლების წინააღმდეგ?
- მთელი ამ 42 დღის განმავლობაში მუდმივად არის იმის მცდელობა, საქართველო ომში ჩაითრიონ. ყველა ნაბიჯი, ქმედება და განცხადება, რაც საქართველოსთან მიმართებით გაკეთდა, ამისკენ იყო მიმართული, ძალიან ორკესტრირებულად მოქმედებს უკრაინის ხელისუფლების გარკვეული ნაწილი, მე არ მინდა ყველაზე ვისაუბრო, და ჩვენთან არსებული ე.წ. მთავარი ოპოზიცია. სანამ ასე მწვავე განცხადებებს დაიწყებდნენ, მანამდე ვამბობდი, მინიმუმ, ეს არის საქართველოს ომში ჩათრევა იმ მიზნით, რომ შემდეგ დაიწყოს საუბარი პატიმრების გათავისუფლებაზე, ატყდება ერთი ამბავი, რომ გამოცდილი უმაღლესი მთავარსარდალი ციხეში ზის, სინამდვილეში, ამ „მთავარსარდალს“ 2-3 დღეში ჩამოეშალა მართვა ომის დროს. იქ რა დახმარება უნდა გაუწიოს?! ეს იქნება მინიმუმი ამოცანა, მაქსიმუმი კი იქნება ხელისუფლების შეცვლა. არსებობს უკრაინის ხელისუფლების ინტერესი, რათა რუსეთის ძალისხმევა სხვა მიმართულებით გადაიტანონ. ჩვენ მოვისმინეთ დანილოვის განცხადება, რომელმაც თქვა, რუსეთს გამოუჩნდება სხვა საქმეც, რომ გაანადგუროს საქართველოს სოფლები და ქალაქები და ხოცონ ქალები და ბავშვები. ეს არის ლოგიკური ჯაჭვი მთელი ამ ქმედებების.
ძალიან მიყვარს უკრაინა, ეს იცის ყველა ჩემმა ახლობელმა და უკრაინელმა მეგობარმა, უამრავჯერ ვარ ნამყოფი ამ ქვეყანაში, თუმცა ასეთი სამწუხარო ვითარებაა დღეს, რომელიც, ერთი მხრივ, ვიწრო პარტიულ ინტერესებს ემსახურება საქართველოს შიგნით, მეორე მხრივ, უკრაინის მცდელობას, როგორმე ომით შევეხიდოთ ამ ქვეყანას.
საომარი მოქმედებების სხვა ქვეყანაში გადატანის შემთხვევაში, რამეს მოიგებს უკრაინა, ეს შვება იქნება უკრაინისთვის? თუ რუსეთი მათ ყურადღებას მაინც არ „მოაკლებს“?
- ჩვენ გადავიტანეთ სამი ომი, 90-იანების დასაწყისში, შემდეგ 2008 წელს, გვყავს 100 ათასობით ჯერ კიდევ საცხოვრისით დაუკმაყოფილებელი ლტოლვილი და არავინ არ გვეხმარება ამ საქმეში. მე არ ვიცი, სად წავიდა 2008 წელს გამოყოფილი 5-მილიარდიანი დახმარება, რატომ უწევს დღეს საქართველოს ხელისუფლებას ათასობით ლტოლვილი ოჯახის ბინებით დაკმაყოფილება ბიუჯეტიდან, რატომ ვერ მოხერხდა ეს თავის დროზე, რატომ არ ეყო 5 მილიარდი ამ საქმეს? ამავე დროს, ეს არის ჩვენი ერის დიდი მორალური ტკივილი და დრამა. ამას ემატება ეკონომიკური და სხვა სახის ზიანი, რაც ამ ომებისგან მიადგა ჩვენს ქვეყანას. ნელ-ნელა გამოვდივართ ამ სიტუაციიდან. წელში გამართვაში ხელს გვიშლის კრიზისები, მარტო ამ ხელისუფლების დროს უმძიმესი მესამე კრიზისის წინაშე აღმოვჩნდით. პირველი კრიზისი იყო 2014-16 წლის მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, რომელიც დღეს არავის ახსოვს, როცა ლამის 20 დოლარამდე ჩამოვიდა ნავთობის ფასი და მძიმე დღეში იყო მსოფლიო ეკონომიკა. 2019 წლიდან დაიწყო პანდემია, ხოლო ახლა პანდემიაზე უარესი შედეგები მოიტანა უკრაინის კრიზისმა, ორ თვეში ავარდა ფასები ყველაფერზე. ეს ჩვენს ქვეყანაზე განსაკუთრებულად აისახება, ჩვენ არ გვაქვს დიდი ეკონომიკა, როგორც ევროპის წამყვან და თუნდაც პატარა ქვეყნებს, რომელთაც უზარმაზარი ბიუჯეტი აქვთ. ამ სამი ომის გარდა ჩვენ გამოვიარეთ ყველა საერთაშორისო მისია, საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით ვიყავით ყველგან - კოსოვოში, ერაყში, აფრიკის მისიებში და ბოლოს ავღანეთში, უდიდესი მსხვერპლი გვაქვს გაღებული და ჩვენ არანაირი საფასური არ მოგვითხოვია. ერთხელაც კი საქართველოს ხელისუფლებებს არ უთქვამთ, რომ ჩვენ მცირეოდენი მოსახლეობა გვყავს და თქვენც გამოიყვანეთ ასეთივე თანაფარდობითო. ზოგიერთი ნატოს წევრი ქვეყანა სიმბოლურად მონაწილეობდა. ჩვენ იმას ვაკეთებდით, რაც შეგვეძლო. დღესაც ვაკეთებთ უკრაინასთან მიმართებით, რაც შეგვიძლია. მილიონი ლარი დაიწუნა აქაურმა ოპოზიციამ, ეცოტავათ ეკონომიკურად სუსტი, ამდენი ომგამოვლილი ქვეყნისგან, რომელსაც თავისი გასჭირვებია, მაგრამ როცა მეგობარ სახელმწიფოს უჭირს, საკუთარი პრობლემები უნდა გადადო. უკრაინაში 400 ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარებაა გაგზავნილი, როგორც პრემიერმა განაცხადა. სრულიად შემთხვევით გავიგე, რომ მხოლოდ თბილისის ბიუჯეტიდან მილიონი ლარია გადახდილი ჩვენი მეგობარი ერის მოქალაქეების დასახმარებლად, რომლებიც ჩარჩნენ საქართველოში, მათი სასტუმრო მომსახურებისთვის, კვებისთვის, განათლებისთვის. ამას კი არ ვამადლი ვინმეს, უკრაინის ხელისუფლებისთვის და მოსახლეობისთვის კი არ ვამბობ, არამედ ჩვენს საზოგადოების გარკვეულ ნაწილს მივმართავ, რომლებიც ჩართულნი არიან ჰიბრიდულ ომში, საბოტაჟში სახელმწიფოს წინააღმდეგ. ელემენტარულად, მათ არ გააჩნიათ თავმოყვარეობა, სულაც რომ დამნაშავე ვიყოთ რაიმეში, როცა შენს სახელმწიფოს უტევენ, ე.ი. ყოველ მოქალაქეს უტევენ და ეს შეურაცხმყოფელი უნდა იყოს ყველასათვის, ვისაც სახელმწიფოებრივი, სუვერენული თავმოყვარეობა გააჩნია. რას ითხოვენ ჩვენგან, საერთოდ, უწიგნურობის აღლუმია ე.წ. ოპოზიციაში, რომლებიც სისულელეებს ავრცელებენ, რა უნდა წარადგინოს საქართველოს ხელისუფლებამ? იქნებ, ამოვიღოთ ყველა საბაჟო პუნქტის და (დათვალონ რამდენი საბაჟო პუნქტია) ცენტრალური ორგანოს მთელი დოკუმენტაცია და გავუგზავნოთ უკრაინას?! რას ითხოვენ? თუ მეგობრობასა და სტრატეგიულ პარტნიორობაზეა საუბარი, მით უმეტეს, ვართ გუამის წევრები, ვართ ასოცირების ტრიოს წევრები და ევროინტეგრაციისკენ ერთად მივდივართ ამდენი წელია, რატომ არ მოხდა ინფორმაციის გაცვლა, მოწოდება, როგორც ეს უნდა ხდებოდეს პარტნიორულად და მეგობრულად? მათ უნდა დაერეკათ ან მოეწერათ სათანადო წესით, რომ შესაძლოა, აქ რაღაცას ჰქონდეს ადგილი და გთხოვთ, მიაქციოთ ყურადღებაო, უნდა მოეცათ სრულყოფილი ინფორმაცია. საქართველო საერთაშორისო ხაზით ყველა სტრუქტურასთან, ყველა სახელმწიფოსთან თანამშრომლობს, როგორც ტერორიზმის, ისე კონტრაბანდის, საერთაშორისო დანაშაულების ხაზით. არ არსებობს საკითხი, რომ ჩვენ არ ვიდგეთ საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით. ამ ყველაფრის დადასტურება იყო სამი განცხადება, ერთი, რაც გააკეთა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ბატონმა ნედ პრაისმა, რომელთანაც მიდის ყველა სადაზვერვო ინფორმაცია, არავინ მოერიდებოდა საქართველოს ან მის ხელისუფლებას, აქ რაიმეს რომ ჰქონოდა ადგილი. შესაძლოა, რომელიმე კერძო პირი სადმე რაღაცას საეჭვოდ ცდილობს, ეს დასაშვებია, ადამიანები არიან, ბიზნესმენები არიან თეთრი თუ შავი, ყველაფერი შეიძლება მოხდეს, მათ შორის, რუსეთის მხრიდანაც, მაგრამ მეგობრობა სწორედ ისაა, თუ გაქვს ეს ინფორმაცია, გამოამჟღავნე და მოგვაწოდე. არავინ მოერიდებოდა საქართველოს, რომ ყოფილიყო მცირედი ეჭვი საქართველოს ხელისუფლებასთან მიმართებით. ვინ მოერიდებოდა, ამერიკის შეერთებული შტატები, ევროსტრუქტირები თუ ვინ? ამ დროს გაცხადდა საპირისპირო ინფორმაცია, რომ საქართველოს ხელისუფლება დგას საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით. მეორე განცხადება გააკეთა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში და, ასევე, მკაფიოდ და გასაგებად. იგივე განცხადება გააკეთა კელი დეგნანმა, რომ მსგავსი საკითხები სამთავრობო არხებით უნდა ირკვეოდესო. ამის იქით საუბარი აღარ უნდა იყოს. მილიონჯერ გააკეთეს საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა უკრაინის მხარდამჭერი განცხადებები, ყველა საერთაშორისო რეზოლუციის, გამოძიების თანაინიციატორები, ან თანასპონსორები ვართ. ამიტომ სამარცხვინო, საწყენი და შეურაცხმყოფელია ის ტონალობა, რაც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში. ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ ეს აქამდე არ მისულიყო.
ვიმედოვნებ, პირველ რიგში, უკრაინელები გაერკვევიან საკუთარ მიზნებსა და განცხადებებში და ყველაფერს გააკეთებენ სახის შესანარჩუნებლად. მათ ბოდიში აქვთ მოსახდელი, რადგან საქართველოს ეს არ დაუმსახურებია. რას ნიშნავს განცხადებები, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს ასეთ ხელისუფლებას? ნებისმიერმა ქართველმა, ვისაც განცდა აქვს, რას ნიშნავს სახელმწიფო, ეს განცხადება საკუთარ შეურაცხყოფად უნდა აღიქვას, ეს არის ჩვენს შიდა საქმეებში ჩარევა, ეს არის საქართველოს მოსახლეობის არჩევანში ჩარევა. ოკუპანტ სახელმწიფოსაც კი არ უკადრებია მსგავსი რამ, რომელიც თანაბარი მტერია უკრაინის და საქართველოსი. რაც შეეხება ჩვენს ოპოზიციას, მათ უნდა შეწყვიტონ საბოტაჟი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ.
რაკი ზელენსკის გარემოცვა ვერ ერკვევა იმაში, საქართველო მას ეხმარება თუ ხელს უშლის, ხომ არ აჯობებს, ასეთ დროს საქმეში ჩავრთოთ დასავლელი ლობისტები? იქნებ, დასავლეთმა აუხსნას, რომ არ შეიძლება პარტნიორი ქვეყნის დადანაშაულება?
- ლობისტების საქმეში ჩართვა, ვფიქრობ, საჭირო არ არის, თუმცა მივესალმები, თუ ჩვენი ევროპელი პარტნიორები გააცნობიერებენ, რამდენად მწვავე ფორმა მიიღო ურთიერთრეპლიკებმა. ელჩია გაწვეული და დღემდე ელჩს არ ნიშნავს უკრაინა ასოცირების ტრიოს და გუამის წევრ ქვეყანაში - საქართველოში. ელჩი რომ გაიწვიეს კონსულტაციებისთვის, ჩვენ აღვიქვამთ ამას, რომ მან გაიარა კონსულტაციები, არ აქვს მნიშვნელობა, ელჩთან თუ ვისთან და ამის შემდეგ მოხსნა ის თანამდებობიდან. მოლოდინი მქონდა, რომ ელჩზე გადაიტანდა სიმძიმის ცენტრს, ამ დროს ამას მოჰყვა უარესი განცხადებები ჩვენს ხელისუფლებასთან მიმართებით, იმავე დანილოვის და სხვების. ამიტომ თუ ჩვენი პარტნიორები ამ საკითხში ჩაერთვებიან, ამის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ ამის სურვილი უნდა ჰქონდეს უკრაინასაც. სირცხვილია, უბრალოდ, იმ ქვეყანასთან სხდებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, რომელმაც გადაწვა ნახევარი უკრაინა, სასტიკ მდგომარეობაში ჩააგდო უკრაინის მოსახლეობა, არის უზარმაზარი მსხვერპლი, 1500 ადამიანზეა საუბარი და ათობით ბავშვზე, მსხვერპლი უფრო დიდი იქნება, როცა ომის შემდეგ ამ ყველაფრის აღწერა მოხდება, რუსეთს ოფიციალურად არ უცხადებენ ომს, ამ ქვეყნისგან იღებენ ენერგორესურსებს და ამ დროს საქართველოსთან მიმართებით არის დიპლომატიური ომი. ეს არის დიპლომატიური და საინფორმაციო ომი საქართველოსთან. ვისი ბრალეულობითაა ეს, უკრაინაში მყოფი ჩვენი ოპოზიციონრების, თუ რაღაც სხვა მიზეზით, ეს გასარკვევია. სხვათა შორის, ჩვენი ყოფილი ხელისუფლების უკრაინაში გადაბარგებას ხალხი დასავლეთს აბრალებს, რომ დასავლეთის მხარდაჭერის გარეშე უკრაინა ამას ვერ გააკეთებდა, ამით დასავლეთის რეპუტაციაც ზიანდება და საქართველოს მოსახლეობის განწყობაც დასავლეთისადმი. ესეც კარგად უნდა გაიაზრონ ჩვენი ქვეყნის შიგნითაც და გარეთაც.
"არაფერია ეგრეთ წოდებულ "უკრაინელებზე" უფრო საზიზღარი და ამაზრზენი! პოლონელების მიერ რუს ხალხიში არსებული ყველაზე ამაზრზენი ნაძირლებისგან (მკვლელები, კარიერისტები, ინტელიგენციის ხელისუფლების წინაშე მცოცავი) გამოზრდილი ეს ღელე მზადაა მოკლას საკუთარი მამა და დედა ძალაუფლებისთვის და მომგებიანი ადგილისთვის!
ეს ხისთავიანები მზად არიან გაანადგურონ თავიანთი თანატომელები და არა მოგების მიზნით, არამედ თავიანთი ძირეული ინსტინქტების დაკმაყოფილების მიზნით, მათთვის არაფერია წმინდა, ღალატი მათთვის ნორმაა, ისინი გონებით უბედურები არიან, მანკიერი. , შურიანი, განსაკუთრებული ეშმაკობით ცბიერი. ამ არაადამიანებმა ისე შთანთქეს რუსების, პოლონელებისა და ავსტრიელების ყველა უარესი და საზიზღარი თვისებები, რომ მათ სულში კეთილი თვისებების ადგილი აღარ დარჩა. ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე.
მათ არ აქვთ რაიმე სერიოზულის გაკეთების უნარები და შეუძლიათ მხოლოდ პრიმიტიული საქმის შესრულება. ისინი ვერასოდეს შექმნიან საკუთარ სახელმწიფოს. ბევრი ქვეყანა მათ აბურთავებდა მთელ ევროპაში, მონური ინსტინქტები ისე იყო ჩადებული მათში, რომ მთელი მათი არსი ამაზრზენი წყლულებით დაფარეს!” !!!!
ეს მე არ მითქვამს, ეს ყველაფერი გერმანიის კანცლერმა ფონ ოტტო ბისმარკმა თქვა 150 წლის წინად! თითქმის ყველაფერი რაც აქ მოყვანილ ციტატაშია საოცრად შეესაბამება უკრაინის დღევანდელობას! საქართველოსთან უკრაინის დამოკიდებულებას ზუსტად ეხმიანება შემდეგი პასაჟი - „ყველაზე მეტად მათ სძულთ თავიანთი კეთილისმყოფელები, ისინი, ვინც მათ სიკეთე გაუკეთეს და მზად არიან მუცელზე იხოხონ ამა ქვეყნისა ძლიერთა წინაშე“.
მგონი ყველაფერი გასაგებია? თუ კიდევ ვერ გამოგიტანიათ სათანადო დასკვნები (ხელისუფლებას, უკრაინის გულშემატკივარ ნაცებს) უიმედო მდგომარეობა გაქვთ, თქვენი ადგილი უკრაინაშია მოხალისეების სახით!