ოპოზიცია რეზოლუციებს რეზოლუციებზე აცხობს. იმ დროს, როდესაც ხელისუფლება უკრაინის მხარდასაჭერად საერთაშორისო ტრიბუნალს მიმართავს და რუსეთის ქმედების გამოძიებას ითხოვს, „ლელო“ რეზოლუციას ამზადებს უკრაინაში სამხედრო და კაცობრიობის წინაშე მიმართული დანაშაულის თაობაზე.
ოპოზიციაში იმთავითვე დარწმუნებულნი იყვნენ, რომ „ქართული ოცნება“ ამ რეზოლუციას დაბლოკავდა, მაგრამ მაინც შემოაგდეს ეს ინიციატივა, რათა უკრაინა-საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბონ.
რა საჭიროა იდენტური დოკუმენტების ფრიალი, ეს ოპოზიციას არ აინტერესებს. ხელისუფლებაში „ლელოს“ რეზოლუცია წმინდა წყლის პოპულიზმად უკვე შეფასდა. მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის“ და მისი პარტნიორების (ამ შემთხვევაში, „ლელოს“) არც ერთ საგარეო ინიციატივას მხარს არ დაუჭერს.
პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ სანამ საერთაშორისო ტრიბუნალი დადებს დასკვნას, „ლელომ“ გადაწყვიტა, თავად გააკეთოს დასკვნის ინიცირება, რაც პოპულისტური ნაბიჯია.
„ევროპული საქართველოს“ წევრი აკაკი ბობოხიძე „ლელოს“ მიერ პარლამენტში რეზოლუციის დოკუმენტის დარეგისტრირებას ეწინააღმდეგება. მისი თქმით, „ლელო“ უნდა მორჩეს ამ ვითომ პარლამენტარობანას თამაშს და თავისი თავის „გაპრავების“ მცდელობას, რადგან ეს უკვე იზრდება პოლიტიკურ მავნებლობაში. აკაკი ბობოხიძის აზრით, რეზოლუცია კი არ არის დღეს რუსეთისთვის საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მთავარი, არამედ მთავარია, რეალურ მოქმედებაში გაატარებენ თუ არა პრორუსულ ინტერესს.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე for.ge-სთან საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუცია ბევრს არაფერს არ გადაწყვეტს, გარდა იმისა, რომ მორიგ წითელ ნაჭერს აუფრიალებს რუსეთს. ჩვენ შეგვიძლია მივუერთდეთ იმ საერთაშორისო რეზოლუციებს, რომლებიც მზადდება რუსეთის და უშუალოდ პუტინის წინააღმდეგ.
„ჩვენ რომ მოწყვლად მდგომარეობაში არ ვიყოთ, რომელშიც ახლა ვიმყოფებით, ალბათ, შეგვეძლო ხელფეხგახსნილი ვყოფილიყავით ასეთ საკითხებში, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ომის აზარტში მარტო უკრაინა კი არ არის შესული, არამედ რუსეთიც ომის აზარტშია და მას შეუძლია საქართველოს მიმართ დამსჯელი ღონისძიებები გამოიყენოს, ასეთი გამაღიზიანებელი პოლიტიკა ჩვენი მოქალაქეების ინტერესებში არ უნდა შედიოდეს“, - გვითხრა ზაალ ანჯაფარიძემ.
„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ, ცხადია, სხვა ქვეყანაზე თავდასხმა, ომის გამოცხადება, ტერიტორიების მიტაცება დანაშაულია და ამ ცალსახა დანაშაულს არც რეზოლუცია სჭირდება, არც არაფერი. უბრალოდ, რეზოლუცია იმიტომ არ სჭირდება ჩვენს ქვეყანას, რომ ჩვენ არ გვჭირდება ომის პროვოცირება.
„ნებისმიერი თავმოყვარე ქვეყანა აცხადებს, ჯერ ჩემი მოქალაქეების ინტერესებია მთავარი და შემდეგ ყველა სხვა ქვეყნის ინტერესები. წითელი ნაჭერი რატომ უნდა უქნიო ხარს, როდესაც იცი, რომ შეიძლება იმ რქებზე წამოგაგოს და გაგხლიჩოს. ღმერთმა დაგვიფაროს, ჩვენ თუ დაგვემუქრება საფრთხე, როგორ უნდა იმოქმედოს ჩვენმა ხელისუფლებამ, ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ის, რომ სადღაც ომი მიმდინარეობს და შენ უქნიო ხარს წითელი იმიტომ, რომ შენთანაც მოხდეს ეს ომი, ეს მიუღებელია. ამიტომ არ არის ეს რეზოლუცია საქართველოს ინტერესებში, თორემ ეს იმას არ ნიშნავს, რომ პუტინს არ ჩაუდენია ის, რაზედაც შეიძლება იმ რეზოლუციაშია საუბარი. რეზოლუცია არ უნდა მივიღოთ, რადგან გავეშებული რუსეთი, რომელსაც დასაკარგი არაფერი აქვს, არ გამოვიწვიოთ, პირიქით, უნდა ვეცადოთ, სიტუაციიდან ისე გამოვიდეთ, ჩვენი ქვეყანა არ დავაზიანოთ. ისედაც 22% ოკუპირებული გვაქვს და კიდევ რაღაც უბედურება არ მოხდეს“, - აღნიშნა ნანა კაკაბაძემ ჩვენთან საუბრისას.
მისივე თქმით, ვინც ამ პოლიტიკას მხარს არ უჭერს და ომს აქეზებს, ის საქართველოს მტერია. პუტინს სულაც არ აინტერესებს, ხაზარაძე რა რეზოლუციას შეიტანს პარლამენტში, ეს იმისთვის კეთდება, რომ გააღიზიანონ და თავზე დაგვამხონ ქვეყანა, ჩამოშლილ-ჩამოქცეული საქართველო უნდათ იხილონ.
შეაგროვეთ, შეაიარაღეთ და გაგზავნეთ უკრაინაში ფრონტის წინა ხაზზე რუსეთის წინააღმდეგ საომრად!
ჰო მართლა, დანა ჩანგლეით შეიარაღება არ დაგავიწყდეთ!
ქ-ნი ნანა სრულ ჭეშმარიტებას ამბობს!