ვინ იფიქრებდა, რომ მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელი კორეული სოჯუ აღმოჩნდებოდა? ავტორიტეტული ბრიტანული ჟურნალის Drinks International-ის მიერ დასახელებული საუკეთესო სასმელთა სია ალკოჰოლური ბაზრის გლობალური განვითარების მთავარ მიმართულებებზე სერიოზულად დაფიქრების საბაბს იძლევა.
ჟურნალი იმ ალკოჰოლური ბრენდების ყოველწლიურ რეიტინგს ამზადებს, რომელთა გაყიდვებიც ერთ მილიონ 9 ლიტრიან კეისს აღემატება. გასული წლის მანძილზე ელიტურ “მილიონერთა კლუბში“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების 162 ბრენდი შევიდა.
მსოფლიოს ყველაზე პოპულარული ალკოჰოლური სასმელების ათეული ასეთია:
1. სოჯუ Jinro (Jinro Limited) - 63.98 მილიონი კეისი
2. არაყი Smirnoff (Diageo) - 24.00 მილიონი კეისი
3. სოჯუ Lotte Liquor BG (Lotte Liquor) - 21.10 მილიონი კეისი
4. კაშასა Pirassununga 51 (Companhia Muller de Bebidas) - 19.50 მილიონი კეისი
5. რომი Bacardi (Bacardi) - 18.60 მილიონი კეისი
6. ფილიპინური რომი - 16.92 მილიონი კეისი
7. ინდური ვისკი Bagpiper (United Spirits) - 16.26 მილიონი კეისი
8. შოტლანდიური ვისკი Johnnie Walker (Diageo) - 14.50 მილიონი კეისი
9. ინდური ვისკი McDowell`s №1 (United Spirits) - 13.52 მილიონი კეისი
10. ინდური ვისკი Officer`s Choice (Allied Blenders&Distillers) - 12.00 მილიონი კეისი
ამგვარად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ მსოფლიო ალკოჰოლური ბაზარი დღეს ძირითადად ინდოეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში სპირტიანი სასმელების მოხმარების ზრდის ხარჯზე ვითარდება. ალკოჰოლური სამყაროს (ისევე, როგორც ზოგადად სამყაროს) ცენტრი სულ უფრო დამაჯერებლად ინაცვლებს დედამიწის სწორედ ამ ნაწილისკენ.