„გაცილებით სერიოზული რეაგირება გვმართებს, რომ არ მივცეთ საშუალება, ასეთი ტიპის პროვოკაციების ნაპერწკალი რეალური აფეთქების მასშტაბში გადაიზარდოს“

„გაცილებით სერიოზული რეაგირება გვმართებს, რომ არ მივცეთ საშუალება, ასეთი ტიპის პროვოკაციების ნაპერწკალი რეალური აფეთქების მასშტაბში გადაიზარდოს“

„რაც ვნახე უკრაინული სააგენტოების მიერ გავრცელებული, მომეჩვენა, რომ საუბარი შეიძლება იყოს რუსეთის მიერ საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების გამოყენებაზე“, - ანალიტიკოსმა სამხედრო საკითხებში, ვახტანგ მაისაიამ For.ge-სთან ინტერვიუში უკრაინის დაზვერვის განცხადება ასე შეაფასა.

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს ინფორმაციით, რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.  პირველ რიგში, აღნიშნული ბრალდების შეფასება მინდა გთხოვოთ

- ეს არ არის რეალური ფაქტი და ვფიქრობ, რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. ვიდრე არ იქნება კონკრეტული ფაქტები, ეს სერიოზულად ვერ ჩაითვლება. როდესაც ასეთი განცხადება კეთდება, იქვე უნდა იყოს დაფიქსირებული კონკრეტული ფაქტები და მტკიცებულებები, როდესაც საუბარი არის სპეცსამსახურის დონეზე. რაც ვნახე უკრაინული სააგენტოების მიერ გავრცელებული, მომეჩვენა, რომ საუბარი შეიძლება იყოს რუსეთის მიერ საქართველოს არაკონტროლირებადი ტერიტორიების გამოყენებაზე.

როგორ ფიქრობთ, ასეთი მძიმე ბრალდება რას ემსახურებოდა? „ქართული ოცნება“ აღნიშნულს კვლავ საქართველოს ომში ჩართვის მცდელობად აფასებს.

- ომში საქართველოს ჩაბმა, რომ უნდოდეს უკრაინას, შეეძლო, ეს საკითხი რაიმე ცერემონიის გარეშეც დაესვა. ამაში არაფერი იქნებოდა მოულოდნელი, რადგან საომარ მდგომარეობაში მყოფ ხელმძღვანელობას აქვს უფლება გამოხატოს საკუთარი პოზიციები. ელჩის გაწვევა არ არის სასიამოვნო ფაქტი, არ უწყობს ხელს ორი ქვეყნის ურთიერთობის განვითარებას, ამის გამოკვლევაც უნდა მოხდეს, რა იყო ამის მიზეზი და ხომ არ აქვს ადგილი პროვოკაციულ ქმედებებს რომელიმე ჩვენი მტრულად განწყობილი ქვეყნების მხირდან, რამაც შეიძლება გარკვეულწილად გამოიწვია უკრაინული მხარის ასეთი გადაწყვეტილების მიღება.

ხელისუფლების ადგილას ვეცდებოდი უკრაინის ხელმძღვანელობასთან გამერკვია ურთიერთობები, რომ შემდგომში ასეთი ტიპის პროვოკაციული ქმედებები ყოფილიყო აღმოფხვრილი, რომელიც შესაძლოა, არის გარკვეული ქვეყნების მხრიდან. არ არის დასამალი ისიც, რომ საქართველოში, ურაინისგან განსხვავებით, უფრო პორალიზებულია პოლიტიკური სპექტრი. აქაც მიდის საინფორმაციო-სამოქალაქო ომი, რომელსაც გარკვეული პოლიტიკური ძალის პროპაგანდისტული ტელევიზიები აწარმოებენ.

ჩვენ ვიხილეთ კონკრეტული ოპოზიციონერი, ხატია დეკანოიძეს ვგულისხმობ, რომელიც უკრაინულ მედიაში უაპელაციოდ აკეთებდა განცხადებას, რომ თურმე საქართველო აწვდიდა სამხედრო შეიარაღებას რუსეთს. როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებ, ჯერ კეთილი ინებე და ამის კონკრეტული ფაქტები ანახე.

საქართველოს ხელისუფლების ბრალდება იყო, რომ უკრაინასთან ურთიერთობა მას შემდეგ გამაწვავდა, რაც უკრაინაში ვიზიტით „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები იმყოფებოდნენ. რამდენად იზიარებთ ამ მოსაზრებას?

- როდესაც უკრაინის კონტრდაზვერვის უფროსის მოადგილედ ინიშნება ისეთი სუბიექტი, როგორიც არის ლორთქიფანიძე, ასეთი ტიპის ინფორმაციის გავრცელება არ არის გამორიცხული.

მოვლენების როგორ განვითარებას ელოდებით, თუნდაც საქართველო-უკრაინის ურთიერთობის პროცესში? მე როგორც ვხედავ, შიდა დაპირისპირების მეტი საფრთხე არსებობს დღეს, ვიდრე რუსეთიდან მომავლი...

- აბსოლუტურად ვიზიარებ ამ მოსაზრებას. აშკარად ჩანს, რომ ვიღაც შეგნებულად უკიდებს ფითილს საქართველოსა და უკრაინას შორის. ამიტომ, მოვუწოდებდი ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ უფრო აქტიურები იყვნენ და ნუ იქნებიან პასიურები. ასეთი განცხადებების გავრცელების შემდეგ, მე უფრო სერიოზულად მივუდგებოდი და უფრო ადეკვტურ რეაქციას გამოვხატავდი, განცხადებას მარტო საბაჟოს და სუს-ის დონეზე არ გავაკეთებდი. ალბათ, ამაზე საჭირო იყო განმარტება პირველი პირების მხრიდან. სავადაუდოდ, მივავლენდი სპეციალურ წარმომადგენელს და მოვახდენდი პირდაპირ დაკავშირებას უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან, რომ უშუალოდ გამერკვია და მყისიერი რეაგირება მომეხდინა.

როგორც ჩანს, ჩვენი სტრატეგიული მეგობრის მოწინააღმდეგების მიერ კარგად არის გათვლილი ყველაფერი და შესწავლილი აქვთ დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლების ქმედებები. ამას შესაძლოა კიდევ უფრო სერიოზული პროვოკაცია მოჰყვეს. ჩვენი მხრიდან ასეთი რეაგირების შემდეგ, მეორე მხარეს გაუჩნდება საკმოდ ადეკვატური ეჭვის საფუძვლები. საუბარია ომში ჩართულ მხარეზე, რომელსაც არ აქვს იმდენი დრო და შესაძლებლობა, რომ ადეკვატური რეაგირება მოახდინოს ასეთი ტიპის ინფორმაციაზე. ჩვენ გაცილებით სერიოზული რეაგირება და პასუხისმგებლობა გვმართებს, რომ არ მივცეთ საშუალება ასეთი ტიპის პროვოკაციების ნაპერწკალი მართლაც რეალური აფეთქების მასშტაბში გადაიზარდოს.

trampi ნეტავ ვინააა ომში საქართველოს ,, ვაჟკაცურად,, ჩაბმა რო უნდათ??......ჰააააა??
........ ნეტა ის ვინაააააა?/ (ვითომ არ ვიციიი)
ხალხნოოო ...................... რად უნდა ამას მკითხაობა??
ეს მარტო ,,უკრაინელი ნაცების,, ნაჩალიჩარი რო არააა,..... ვერა ხედააავთ??
მისი სახელია .......................................................................................... მაჰმუდი მაჰმუდი .......მაჰმუდი
და ის მაჰმუდი თავიდანვე იმას ჩალიჩობდა რომ საქართველო ამ ომში აუცილებლად ყოფილიყო ჩართული
უფრო მეტი რეზონანსი და უფრო მეტი არგუმენტი ექნებოდათ რუსეთის წინაააღმდეგ
მერე რაააა რო საქართველოში ქვა--ქვაზე არ დარჩებოდა--------------------- იქაც ბანტიიიი........
......მთავარია რო თავიააანთ საქმეს უფრო კარგად გაააკეთებდნენ......საქართველოს ბედ იღბალი ასეთ ,,დიდ საქმეში,, რა მოსატანია
ძროხა დაკლეს ზედ დაააკლესო........... ცხვარი დაკლეს ზედ დაააკლესო ...... ღორი დაკლეს და იქაც ქათამს დედა უტირესო
ეგრეა რაღა ........
2 წლის უკან