საქართველს ხელისუფლების წინააღმდეგ უკრაინის მხრიდან ბრალდებების და თავდასხმების ჯაჭვი გრძელდება. მას შემდეგ რაც უკრაინა-რუსეთის ომი დაიწყო, საქართველოს ხელისუფლება უკრაინი მაღალჩინოსნების მხრიდან მუდმივი თავდასხმის ობიექტი ხდება. ამჯერად უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“, - წერია განცახდებაში.
ოპოზიციის ნაწილი ხელისუფლებას მოუწოდებს უკრაინულ მხარეს მტკიცებულებების წარმოდგენა მოსთხოვოს და თვლის, რომ პროცესში დასავლელი ექსპერტებიც უნდა ჩაერთონ.
განცხადებას აკეთებს თეა წულუკიანიც, ვიცე-პრემიერი დაზვერვის სამსახურის განცხადებას დეზინფორმაციას უწოდებს, მიმართავს მის უკრაინელ კოლეგას და ამბობს, რომ საქართველოს საზღვრები კონტროლდება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორი გიორგი საბედაშვილი კი აცახდებს, რომ უკრაინელი კოლეგებისგან არ მომხდარა ინფორმაციის გაზიარება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. მან ასევე განმარტა, რომ საქართველოს ოფიციალურ წარმომადგენლებს მუდმივი მჭიდრო კომუნიკაცია აქვთ უკრაინელ კოლეგებთან და ელოდებიან, რომ საკითხი უახლოეს პერიოდში იქნება გადაწყვეტილი.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ ბრიფინგზე, „მთავარი არხის“ ჟურნალისტის კითხვაზე, რომელიც უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს განცხადებას ეხებოდა,განაცხადა, რომ იმ პოზიციაში არ არის, აღნიშნულ საკითხზე ისაუბროს, თუმცა ხაზგასმით აღნიშნა:
„ქართველ ხალხს კარგად ახსოვს, რას ნიშნავს რუსეთის აგრესია. ჩვენ ვხედავთ, რომ ქართველი ხალხი და საქართველოს მთავრობა საერთაშორისო თანამეგობრობის გვერდით დგას, მათ შორის აღსანიშნავია გაეროში მნიშვნელოვანი კენჭისყრები, რომელსაც საქართველომ მხარი დაუჭირა. მჭიდრო კონტაქტი გვაქვს საქართველოში ჩვენს კოლეგებთან უკრაინაში არსებულ სიტუაციაზე და ეს კონტაქტი გვექნება“.
ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის დაზვერვის ინფორმაციას ლოგიკურად თუკი მივუდგებით, ბევრ პასუხგაუცემელ კითხვებს მივადგებით. ანჯაფარიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ უკრაინელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არ არის სუაბარი იმაზე, რომ მათ ეს ბრალდებები რაიმეთი გამყარებული და დადასტურებული აქვთ. ისინი მხოლოდ რაღაცა წყაროებზე დაყრდნობით საუბრობენ, რაც ბრალდებებს არასერიოზულს ხდის.
„ეს ინფორმაცია რაღაცა უცნობ წყაროებზეა დაყრდნობილი და მხოლოდ სავარუდო მონაცემებზე საუბრობენ. მათი დასკვნის ერთ ნაწილში საუბარია, რომ თითქოს რუსეთს და საქართველოს შორის რაღაცა მოლაპარაკებები მიდის და შემდეგ აბსოლუტურად ყველანაირი მტკიცებულებების მოშველიების გარეშე ამბობენ, რომ თითქოს საქართველოს სპეცსამსახურებმა მითითება მიიღეს, რომ ე.წ. კონტრაბანდას ხელი არ შეუშალონ. იმისთვის, რომ ყველა კითხვა მოიხსნას, საქართველოს ხელისუფლებამ უკრაინულ მხარეს უნდა მიმართოს. როგორც ჩანს, ეს პირველადი კომუნიკაცია უკვე შედგა. ქართულმა მხარემ უკრაინას უნდა მოსთხოვოს, რომ ეს ინფორმაცია ან ფაქტებით დაადასტუროს, ან უარყოს. ამ განცხადების უკან შესაძლოა პოლიტიკური მოტივი იმალებოდეს. უკრაინის სპეცსამსახურებს შეეძლოთ, რომ თუკი ასეთი ეჭვი არსებობდა, სახელმწიფოს დონეზე, კომუნიკაცია მოეხდინათ. ხომ არსებობს შიდა უწყებები და მომხდარიყო ჩვენს უსაფრთხოების სამსახურთან კომუნიკაცია. დაერეკათ ან მეილი მიეწერათ და ეკითხათ, რას ნიშნავს ეს ინფორმაცია. თუმცა ასე არ მოიქცნენ და მოგვარების მაგივრად ეს საჯაროდ გაახმაურეს“,-ამბობს ანჯაფარიძე.
მისივე თქმით, უკრაინულმა მხარემ ჩვენს ქვეყანასთან მშვიდობიანად სიტუაციის მოგვარების მაგივრად მისი გამწვავება გადაწყვიტა. მათი ვიცე-პრემიერი ერთ-ერთ უკრაინულ არხზე გამოდის და ამ ყველაფერს საჯაროდ ისე აცხადებს, როგორც უკვე შემდგარ და დადასტურებულ ფაქტს. ისეთ განცახდებებს აკეთებს, რომელიც ქართველ საზოგადოებას აპირისპირებს საკუთარ ხელისუფლებასთან. სხვა ქვეყნის მაღალჩინოსანი ქართველებს მოუწოდებს, რომ მათ მიერ არჩეულ ხელისუფლებას ჭკუა ასწავლონ. ეს ყველაფერი კი სრულიად ლოგიკას და აზრს მოკლებულია.
„ეს აჩენს ეჭვებს, რომ უკრაინის ხელისუფლებაში მყოფი ცალკეული პიროვნებები საქართველოში სიტუაციის შერყევას ცდილობენ. ამას კი ოპოზიციის სასარგებლოდ აკეთებენ. ხომ არ არის ეს ხელის წაბიძგება იმისკენ, რომ აქ ანტისახელმწიფოებრივი გამოსოვლები მოხდეს? ყველამ კარგად იცის უკრაინასთან დაკავშირებით ქართველი ხალხის დამოკიდებულება როგორი სენსიტიურია. არ არის გამორიცხული, რომ ამის უკან იდგნენ ის ადამიანები, რომლებიც სააკაშვილის ხელისუფლებაში იყვნენ და ახლა უკრაინის ხელისუფლებაში მოკალათდნენ და ასევე, აქ, საქართველოში მოქმედი ოპოზიციის ერთი ნაწილი, რომლებიც ერთი კვირის წინ უკრაინაში იმყოფებოდნენ. სწორედ ამ ვიზის შემდეგ ელჩის საბოლოო გაწვევა მოხდა. მანამდე კი ხატია დეკანოიძემ უკრაინულ ტელეარხთან საქართველოს ხელისუფლებას ბრალი მსგავს დანაშაულში დასდო. მოქმედებების მთელი ეს ჯაჭვი აჩენს ეჭვს, რომ ამ ყველაფერში ხელი აქაურ ოპოზიციას ურევია. ეს ყველაფერი დროში ისე მიეწყო, რომ ეჭვები ლოგიკურად ჩნდება“, - ამბობს ანალიტიკოსი.
ანჯაფარიძის თქმით, საქართველო რომ ასეთ ნაბიჯზე წავიდეს, გამოდის, საკუთარ თავს ხარაკირს უკეთებს და მიიჩნევს, რომ სანქციების გვერდის ავლა და სხვა „შავი ხვრელების“ ძებნა, ადრე თუ გვიან, გამოვლინდება. წარმოუდგენელია, რომ საქართველოს ხელისუფლება ამას ისე აკეთებდეს, დასავლეთი ვერ ხედავდეს. რა სახის ზეწოლაც არ უნდა ხდებოდეს რუსეთის მხრიდან, ჩვენი ქვეყანა ყველაზე დიდი დაკვირვების ქვეშ არის და მაშინ გამოდის, რომ „ოცნების“ ხელისუფლება თავის თავს განაჩენს თვითონ გამოუტანს. ანალიტიკოსი მიიჩნევს, რომ მსგავსი გულუბრყვილობა თავში არც ერთ ჭკუათმყოფელს არ მოუვა.
კონფლიქტოლოგი მამუკა არეშიძე მიიჩნევს, რომ უკრაინის მიერ გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე მნიშვნელოვანი დეტალია, რომელზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ. არეშიძე for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ასეთი ტიპის განცხადებების მტკიცებულებების გარეშე გამოქვეყნება მეგობარი ქვეყნის მიმართ დაუშვებელია, რადგანაც მასში არანაირი მტკიცებულებები არ არის მოყვანილი. მეორე მხრივ კი ჩანს, რომ მიუხედავად უკრაინაში ომისა, უკრაინის დაზვერვა საქართველოს ტერიტორიაზე მუშაობს.
„მტკიცებულების გარეშე ასეთი რამის გაკეთება არ შეიძლება. თუ ეს სხვა მესამე ქვეყნის დაზვერვის მიერ არის მიწოდებული, მაშინ ამაზე თავად განცხადება დასავლელმა პარტნიორებმა უნდა გააკეთონ. თუ უნდათ საქართველოსა და უკრაინას შორის დაძაბულობა იყოს, ეს კიდევ სხვა საუბრის თემაა. გარდა ამისა სასაცილოდ გამოიყურება ეს ბრალდებები, რადგანაც გამორიცხულია რუსეთს საქართველოს მხრიდან რაიმე ტიპის იარაღი მიეწოდოს. რაც შეეხება კომპონენტებს, ანუ ნაწილებს, რომლის მეშვეობითაც იარაღის აწყობა ხდება, რატომ უნდა მიეწოდებინათ საქართველოდან, როცა მისი მიღება ჩინეთიდან და ინდოჩინეთიდან შეუძლიათ? ასეთი ტიპის დახმარებას, მაგალითად, ტაილანდიდან ღებულობს. რათ უნდათ საქართველო გამტარ ქვეყანად აირჩიონ? თუმაც არ გამოვრიცხავ, რომ გარკვეულ პროვოკაციას ადგილი ჰქონდეს. ვიღაცას ამ კომპონენტების ტრანსპორტირება საქართველოს მეშვეობით მოეხდინა. რამდენად ხვდება ასეთი კომპონენტები სანქციების ქვეშ არ ვიცი, მაგრამ არ გამოვრიცხავ, რომ მისი გატანის მცდელობა ვიღაცას ჰქონოდა და საქართველოს დისკრედიტაცია მომხდარიყო. ეს ყველაფერი შესაძლებელია, მაგრამ აქაც მტკიცებულებაა საჭირო. ასე საუბარი უკრაინის ხელისუფლების მხრიდან დემარშს ნიშნავს, რასაც ამ ბოლო დროს უკვე მიგვაჩვიეს. დააკვირდით განცხადებების ქრონოლოგიას. თავიდან რბილი განცხადებებით დაიწყეს და, საბოლოო ჯამში, საქართველოს მძიმე დარტყმა მიაყენეს“, - ამბობს არეშიძე.
მხოლოდ ამაზე საუბარი, რომ ეს არის იქ ჩაბუდებული რიგი „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი მაღალჩინოსნების ნამოქმედარი, ანალიტიკოს უკვე არასერიოზულად მიაჩნია. არეშიძე ამბობს, რომ, როგორც ჩანს, აქ უკვე სხვა ძალები არიან ჩართულები, რომელსაც უნდათ, რომ უკრაინა-საქართველოს შორის გაუცხოვება მოხდეს, მეორე მხრივ კი, ჩვენი ქვეყანა ომში იყოს ჩაბმული.
„საქართველოს ხელისუფლების პოზიცია ჩემთვის უკვე ყოვლად გაუგებარია. მიმაჩნია, რომ აქ უკვე ბევრად მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადასადგმელი. პრაისის განცახდება არის დიპლომატის განცახდება, სადაც არც დაადასტურა ეს ინფორმაცია და არც უარყო. უფრო მკაფიოდ რომ ეთქვა ჩვენს დაზვერვას ასეთი ინფორმაცია არ აქვს და ეს ტყუილიაო, უკვე საქმე იქნებოდა. ასეთი საქმე კი არ გაუკეთებია.
მიუხედავად იმისა, საქართველოს ხელისუფლებას დეკლარილებული აქვს, რომ უკრაინა ომშია და მასთან ექსცესების დრო არ არის, მე მაინც მივიჩნევ, რომ სულ მცირე, ელჩის გამოწვევა უნდა მოხდეს. თუ ესეც არ მოხდება, მაშინ არსებობს საერთაშორისო პლატფორმები, სადაც ეს ამბავი უნდა გაირკვეს, მაგალითად, - გაეროს და ევროკავშირის პლატფორმა. ბოლოს და ბოლოს უცხოურ პარტნიორებთან ერთად უკრაინელებთან შეხვედრა მოხდეს და გავარკვიოთ რა ბრალდებებზეა საუბარი. ამ საქმის ასე მიტოვება არ შეიძლება. საქართველოს ხელისუფლების ეს ზღვარგადასული დელიკატურობა ეჭვებს უფრო აჩენს. მესმის, ცოტა დროა გასული და საქართველოს ხელისუფლებაც ცდილობს გაარკვიოს ვინმემ რამე პროვოკაცია მოაწყო თუ ტყუილია, მაგრამ ამასობაში ქვეყნის იმიჯი ილახება“, - ამბობს არეშიძე for.ge-სთან.
........ ნეტა ის ვინაააააა?/ ჰააა?? (ვითომ არ ვიციიი)
ხალხნოოო ...................... რად უნდა ამას მკითხაობა??
ეს მარტო ,,უკრაინელი ნაცების,, ნაჩალიჩარი რო არააა,..... ვერა ხედააავთ??
მისი სახელია .......................................................................................... მაჰმუდი მაჰმუდი .......მაჰმუდი
და ის მაჰმუდი თავიდანვე იმას ჩალიჩობდა რომ საქართველო ამ ომში აუცილებლად ყოფილიყო ჩართული
უფრო მეტი რეზონანსი და უფრო მეტი არგუმენტი ექნებოდათ რუსეთის წინაააღმდეგ
მერე რაააა რო საქართველოში ქვა--ქვაზე არ დარჩებოდა--------------------- იქაც ბანტიიიი........
......მთავარია რო თავიააანთ საქმეს უფრო კარგად გაააკეთებდნენ......საქართველოს ბედ იღბალი ასეთ ,,დიდ საქმეში,, რა მოსატანია
ძროხა დაკლეს ზედ დაააკლესო........... ცხვარი დაკლეს ზედ დაააკლესო ...... ღორი დაკლეს და იქაც ქათამს დედა უტირესო
ეგრეა რაღა ........