„გია ლორთქიფანიძეს „ალალოს“ ეძახდნენ და ის იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, არ დაიჯეროთ, რომ ამ ბერკეტებს რუსული სპეცსამსახურები არ იყენებენ“

„გია ლორთქიფანიძეს „ალალოს“ ეძახდნენ და ის იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო, არ დაიჯეროთ, რომ ამ ბერკეტებს რუსული სპეცსამსახურები არ იყენებენ“

უკრაინის ხელისუფლება საქართველოს მიმართ არახელმწიფოებრივ ნაბიჯებს დგამს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო ამ დრომდე არ აქვეყნებს ინფორმაციას, რას ეფუძნებოდა ბრალდება, რომლის მიხდვით რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც, მათ შორის, საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის.

სკანდალურ ბრალდებას არ იმჩნევენ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც რუსეთთან ომის პარალელურად, პოლიტიკურ ომში იმყოფებიან საქართველოსთან. უკრაინის ხელისუფლება რომ საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკურ ომშია ჩართული, ამას ბოლო რამდენიმე განცხადება, თუ გადაწყვეტილება ადასტურებს. პრეზიდენტ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა, ძებნილი გია ლორთქიფანიძე, რომელიც 2016 წლამდე ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას იკავებდა.

დიდი ალბათობით, გია ლორთქიფანიძის შედევრია უკრაინის დაზვერვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ რუსეთი სანქციების ქვეშ მოქცეული სამხედრო დანიშნულებისა და სხვა სახის პროდუქტის კონტრაბანდის არხებს ქმნის, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ქვეყნის ხელისუფლების თანხმობის საფუძველზე გაივლის. ეჭვგარეშეა, რომ ამ ბრალდების მიზანია ქართულ-უკრაინული ურთიერთობების კიდევ უფრო გამწვავება.

ვინ არის ძებნილი გია ლორთქიფანიძე? - ეს არის ადამიანი, რომელიც ბრალდებულია უმძიმეს დანაშაულებში. საუბარია 26 მაისის დარბევის საქმეზე, სადაც 2 ადამიანის მკვლელობა მოხდა, 250 ადამიანმა მიიღო უმძიმესი დაზიანება. ასევე 800-მდე ადამიანს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება. ასევე, ლორთქიფანიძე ბრალდებულია კონტრაბანდული გზით მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოპარვის საქმეზე.

საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ვაჟის, გიორგი გამსახურდიას განცხადებით, ის ძალა საუბრობს პრორუსულობაზე, ვისი შს მინისტრის მოადგილე და ახლა მათი რეკომენდაციით უკრაინის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, გია ლორთქიფანიძე, იგორ გიორგაძის მარჯვენა ხელი იყო. მისი თქმით, ზედმეტ სახელად გია ლორთქიფანიძეს „ალალოს“ ეძახდნენ და ის იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირი იყო.

„ორი ადამიანი იყო, პაპუკაშვილი და ლორთქიფანიძე, ვისაც გიორგაძე ბოლომდე ენდობოდა. ლორთქიფანიძე იყო იგორ გიორგაძის ნდობით აღჭურვილი პირი. შეგიძლიათ მიმართოთ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს, ან სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს, ეს პირადი საქმე ინახება.

ჩემი ცხოვრების ნახევარზე მეტი ძალოვან უწყებებში სამსახურს შევალიე და არ დაიჯეროთ, რომ ამ ბერკეტებს რუსული სპეცსამსახურები არ იყენებენ, ეს არის ჩვენი მხრიდან მიამიტობა. ეს არის მეხუთე კოლონა, ზუსტად იციან რასაც აკეთებენ და გათვითცნობიერებული აქვთ შედეგები. უნდათ ქართული სახელმწიფოს ჩამოშლა და, რა თქმა უნდა, არსებული ხელისუფლების შეცვლა“, - განაცხადა გიორგი გამსახურდიამ.

სამართლებრივი რეაგირების მიზნით, მტკიცებულებების დაუყოვნებლივ გადმოცემას ითხოვს სუს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩაითვლება, რომ გავრცელებული განცხადება წინასწარ განზრახული დეზინფორმაციაა და წარმოადგენს უკიდურესად არამეგობრულ და პროვოკაციულ ნაბიჯს და მიზნად ისახავს საქართველოში შიდა არეულობის პროვოცირებას, რომელიც, ნებსით თუ უნებლიეთ, ემსახურება მხოლოდ საქართველოსადმი მტრულად განწყობილი ძალების ინტერესებს.

საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს საქართველოში უკრაინის დროებითი რწმუნებული, თუმცა როგორც მოსალოდნელი იყო, ანდრეი კასიანოვი უწყებაში მტკიცებულებების გარეშე მივიდა. უკრაინის დროებით რწმუნებულს განუმარტეს, რომ ხსენებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და, რომ მსგავსი ტიპის განცხადებები ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობებს აზარალებს, ისევე როგორც საფრთხის შემცველია საქართველოს უსაფრთხოებისთვის.

შეხვედრაზე უკრაინელ დიპლომატს გადასცეს საქართველოს შესაბამისი უწყებების - უსაფრთხოების სასმსახურის და ფინანსთა სამინისტროს პოზიციები აღნიშნულთან დაკავშირებით. მათ შორის დიპლომატს გადაეცა ქართული მხარის მოთხოვნა შესაბამისი მტკიცებულებების წარმოდგენის თაობაზე.

პოლიტიკიკური ომი უკრაინასა და საქართველოს შორის 2012 წლიდან დაიწყო, როდესაც უმძიმეს დანაშაულში ბრალდებულმა ყოფილმა მაღალჩინოსნებმა უკრაინის ხელისუფლებაში მაღალი თანამდებობები დაიკავეს. საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელის საელჩოც უკრაინაში ამ დრომდე აგრძელებს მუშობს. მიუხედავად ბრალებებისა, საქართველო ამ ეტაპზე არ აპირებს ელჩის გამოწვევას.

ანალიტიკოსი დავით ზარდიაშვილი ამბობს, რომ ბრალდებები უნდა შეფასდეს, მაგრამ ომში მყოფი ქვეყნის წინააღმდეგ მკვეთრი ნაბიჯების გადადგმა არ ღირს.

„ცხადია, მშვიდობიან პერიოდი რომ იყოს, ამას მოჰყვებოდა დიდი დიპლომატიური სკანდალი, ელჩის გამოწვევა და ცხადია, დიპლომატიური ურთიერთობის შეჩერებაც კი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. რასაკვირველია, აქ პირდაპირ იკითხება ნაციონალების კვალი და მცდელობა იმისა, რომ ჩაერიონ საქართველოს საშინაო საქმეებში. როგორც ირაკლი კობახიძემ თქვა, უნიკალური მდგომარეობაა იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოს ექსტრემისტული ოპოზიცია უკრაინაში რეალურად არის ხელისუფლებაში,

უმაღლესი თანამდეობები უკავიათ და ბუნებრივია, მოქმედებენ საქართველოს წინააღმდეგ. ცხადია, ეს უნდა შეფასდეს და უნდა გაფრთხილდეს უკრაინის ხელისუფლება, რომ მომავალში ასეთი რამე არ გაიმეორონ. კატეგორიულად უნდა მოსთხოვონ უკარაინის ხელისუფლებას, რომ მსგავსი განცხადება არ გააკეთონ მტკიცებულების გარეშე. თუ მტკიცებულებები არ იქნება, მაშინ უკრაინამ ბოდიში უნდა მოიხადოს“, - აცხადებს დავით ზარდიაშვილი.

ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში დავით კუხალაშვილი ამბობს, რომ უკრაინის სახელმწიფო არა მარტო საომარი მოქმედებების დროს, არამედ საომარ მოქმედებამდე, პრაქტიკულად, ჩართული იყო საქართველოს კონსტიტუციური წყობილიების წინააღმდეგ საქმიანობაში. მისი თქმით, ამ ქვეყანას არამარტო თავშესაფარი ჰქონდა მიცემული იმ პირებისთვის, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობით იძებნებოდნენ, არამედ ეკავათ მაღალი თანამდებობები უკრაინაში.

„ამიტომ, მოჩვენებითია ყველა ის საუბარი, რომ უკრაინა და საქართველო სტრატეგიული პარტნიორები არიან. უკრაინა და საქართველო არ შეიძლება იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები იმ პირობებში, რასაც უკრაინა სთავაზობს საქართველოს. სასურველია და აუცილებელია სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა მოჰყვეს ისეთი ტიპის განცხადებებს, რომელიც არის დაუსაბუთებელი და რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს, როგორც სახელმწიფოს კომპრომენტაციასთან. პრაქტიკულად, სახეზე გვაქვს დეზინფორმაციული და მაკომპრომიტირებელი მასალების უწყვეტი ჯაჭი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მოქმედი და ყოფილი მოქალაქეები, რომლებიც მოღვაწეობენ საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ“, - აღნიშნა დავით კუხალაშვილმა.

რაც შეეხება პოლიტიკურ გადაწყვეტილებას, მისი თქმით, ამ ეტაპაზე ძალიან ძნელია კონკრეტული და აქტიური ნაბიჯის გადადმა, რადგან მაღალი ალბათობით ეს გამოყენებული იქნება როგორც საერთაშორისო, ასევე ქვეყნის შიგნით მადესტაბილირებელი ძალების მიერ ქვეყნის წინააღმდეგ.

„ვფიქრობ, რომ მაქსიმალური თავშეკავებულებლობა მართებს ხელისუფლებას. სამწუხაროდ, თუ ასე გაგრძელდა და უკრაინის ხელისუფლება გამოაცხადებს ნეიტრალიტეტს, ამ შემთხვევაში, ვფიქრობ, რომ ზელენსკის საკუთარი მოსახლეობა მოსთხოვს პასუხს - რატომ ახლა და რატომ თავში არ გათვალა ხელისუფლებამ და სპეცსამსახურმა, რომ ასეთი გადაწყვეტილება თავიდანვე ყოფილიყო მიღებული, რომ ამდენი მსხვერპლი, ნგრევა და მსხვერპლი არ მიეღო უკრაინას“, - აცხადებს დავით კუხალაშვილი.