„ზელენსკი და რეიგანი სულ სხვა კატეგორიებია, რეიგანი იყო სახელმწიფოს ლიდერი, ზელენსკი კი რეგიონული ძალის მქონე ქვეყნის ლიდერია, რომელიც ომშია ჩართული“

„ზელენსკი და რეიგანი სულ სხვა კატეგორიებია, რეიგანი იყო სახელმწიფოს ლიდერი, ზელენსკი კი რეგიონული ძალის მქონე ქვეყნის ლიდერია, რომელიც ომშია ჩართული“

რასაც ვერ ახერხებენ პოლიტიკოსები, იმას აღწევენ ხელოვანები. ერთმა მსახიობმა რეიგანმა საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა, მეორე მსახიობი -­ ზელენსკიც, სავარაუდოდ, ჩაუკლავს იმპერიაზე მეოცნებე რუსეთს თავის ზრახვებს.

ზელენსკის ქარიზმა ოფისებში მომუშავე დასავლელი კლერკებისთვის გადამდები აღმოჩნდა. დღეს პარალელებს ავლებენ ჯანღონით სავსე, ახალგაზრდა ზელენსკისა და 70 წლის მუმია პუტინს შორის, ზელენსკიმ გააერთიანა მთელი უკრაინა, პუტინმა კი ერთადერთი თავშესაფარი ბუნკერში ჰპოვა.

ზელენსკის მიმართ სიმპათიებში ყველაზე მეტად ბორის ჯონსონი შეიმჩნევა. ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის ლიდერს უინსტონ ჩერჩილს, მის პოლიტიკურ გმირს, ადარებს. ეს არცაა გასაკვირი, მსახიობმა ზელენსკიმ შესანიშნავად მოახერხა არაერთი ქვეყნის პარლამენტარების აყოლიება, მათ შორის, ინგლისელებისაც, როცა მათ წინაშე შექსპირის „ჰამლეტიდან“ ცნობილი ფრაზა მოიხმო: „ყოფნა, არყოფნა? საკითხავი აი, ეს არის“... „ო, არა, ეს შექსპირის შეკითხვაა, 13 დღის განმავლობაში შეიძლებოდა ამ შეკითხვის დასმა უკრაინისთვის, მაგრამ ახლა შეგვიძლია ვთქვათ გარკვეულად „დიახ, ყოფნა!“

ზელენსკის ემოციები იმდენად გადამდები აღმოჩნდა, რომ მას ფეხზე წამოდგომით ხანგრძლივ ტაშს უკრავდნენ ნებისმიერი ქვეყნის პარლამენტში და მის კრიტიკულ გამოსვლებსაც კი ტაშით პასუხობდნენ.

ზელენსკი გახდა მსოფლიოსთვის რუსულ დათვთან მებრძოლი გმირი, ამდენად, საინტერესოა, გახდება თუ არა უკრაინა რუსეთისთვის „სლავური ავღანეთი?“

პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე მიიჩნევს, რომ ჩერჩილის გენია სულ სხვა იყო, ჩერჩილი სათავეში ჩაუდგა დიდ კოალიციას, ჩერჩილი, რომელიც მთელი სიცოცხლე საბჭოთა კავშირის ლანძღვაში იყო, იმაზეც კი წავიდა, რომ რადიოთი გამოვიდა და თქვა, „მე უკან არ მიმაქვს რუსეთის წინააღმდეგ ნათქვამი არც ერთი ჩემი სიტყვა, მაგრამ მე დღეს რუსეთის ჯარისკაცებთან ერთად ვარ“. გარდა ამისა, დიდი ბრიტანეთი და უკრაინა სხვადასხვა განზომილებებია, მაგრამ ის, რომ ზელენსკიმ მთელი თავისი შესაძლებლობები თითქმის მაქსიმალურად გამოიყენა, ესეც აშკარაა.

„სულ ბოლოს ზელენსკიმ ნორვეგიის პარლამენტს მიმართა და ნორვეგიული საზოგადოებრივი აზრი უკვე თავის სასარგებლოდ გადაწონა. ევროპაში მოსახლეობის აზრს დიდი მნიშვნელობა ენიჭება, ევროპა დემოკრატიული სამყაროა, იქ ხალხს გავლენა აქვს, ამიტომ თუ ხალხი ზელენსკის მხარეზეა, უკვე ხელისუფლებაც ზელენსკის მხარეზეა. ეს რესურსების ომია, რუსეთი კი ამ დროს რას აკეთებს? უკრაინას რესურსებს უნადგურებს. ბოლო დღეებში ყველაზე ხშირად ნავთობბაზები იბომბება, რადგან იარაღს რომ მიიღებს ზელენსკი, ნავთობზე ხელი აღარ მიუწვდებოდეს. გერმანია რატომ დამარცხდა? ნავთობი აღარ ჰქონდა, ტანკებში ვეღარ ასხამდა ბენზინს“,-აღნიშნა სოსო ცინცაძემ for.ge-სთან საუბრისას.

მანვე განმარტა, ზელენსკის დახმარება თუ ექნება, პუტინის იმპერიის დასუსტებას მოახერხებს. ხოლო, თუ დახმარება არ ექნა, შეიძლება სკეპტიკური ფინალი დადგეს.

ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია ჩვენთან საუბრისას აცხადებს, რომ საბჭოთა კავშირის დაშლა დააჩქარა საბჭოთა კავშირის არაეფექტურმა ეკონომიკურმა სისტემამ და არა ავღანეთმა.

„ვთვლი, რომ საბჭოთა კავშირი გორბაჩოვმა დაშალა და შევარდნაძემ, ვიდრე გარე ძალებმა, თუნდაც რეიგანმა. საბჭოთა კავშირს ჰქონდა მოუქნელი ეკონომიკური სისტემა. გორბაჩოვმა დაიწყო გაუაზრებელი რეფორმები და არა ისეთი, როგორიც ჩინეთმა განახორციელა, როცა მოახდინა კომუნისტური ჩინეთის ტრანსფორმირება საკმაოდ ძლიერ სოციალისტურ ჩინეთად. ასეთი რეფორმები რომ გაეტარებინა გორბაჩოვს, დღეს სულ სხვა სიტუაცია იქნებოდა. გარდა ამისა, თვითონ სახელმწიფოს სისტემა არ იყო ადეკვატური იმ პროცესების, რომელიც გორბაჩოვის დროს ვითარდებოდა. დღეს კი რუსეთში მეტ-ნაკლებად საბაზრო ეკონომიკა მოქმედებს, იქ არ არის სოციალური სისტემა, საბაზრო ეკონომიკის პრინციპებით იმართება რუსეთი. ასე თუ ისე, რუსეთმა შექმნა სამხედრო პოტენციალი“, - აღნიშნა ვახტანგ მაისაიამ.

მანვე განმარტა, რომ ზელენსკი და რეიგანი სულ სხვა კატეგორიებია, რეიგანი სულ სხვა პიროვნება იყო, ის იყო სახელმწიფოს ლიდერი, ზელენსკი კი რეგიონული ძალის მქონე ქვეყნის ლიდერია, რომელიც ომშია ჩართული. გააჩნია, ვინ როგორ შეხედავს. დღეს უკრაინა ფინეთის მდგომარეობაშია, უბრალოდ, მაშინ საბჭოთა კავშირი იყო, დღეს რუსეთის იმპერიაა. ჯერჯერობით პუტინის რეჟიმი არ განიცდის რაიმე პრობლემას.

 

არაგველი641 "ჯერჯერობით პუტინის რეჟიმი არ განიცდის რაიმე პრობლემას"- ამბობს მაისაია და ეს უნდა დავიჯეროთ?
2 წლის უკან