ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს დაკრძალვა

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედროს დაკრძალვა

ავღანეთში თავდასხმის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო, კაპრალი ვლადიმერ შანავა წალენჯიხის რაიონში დღეს დაკრძალეს. დაკრძალვის ცერემონიალს საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის წარმომადგენლები, ასევე აშშ-ის თავდაცვის ატაშე საქართველოში, პოლკოვნიკი ჯეფრი ჰარტმანი დაესწრნენ და დაღუპული ჯარისკაცის ოჯახს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.

კაპრალი ვლადიმერ შანავა სამხედრო პატივით დაკრძალეს. ცერემონიალში IV ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, საპატიო ყარაულმა და სამხედრო საჩვენებელმა ორკესტრმა მიიღო მონაწილეობა.

ვლადიმერ შანავა (01.04.1989) საქართველოს შეიარაღებულ ძალების ძალების IV ქვეითი ბრიგადის 42-ე მსუბუქ ქვეით ბატალიონში 2007 წლიდან მსახურობდა. მას მიღებული აქვს მედალი „სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის“. ქართველი სამხედრო ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენზეა წარდგენილი.

წალენჯიხის საკრებულოს გადაწყვეტილებით, რაიონში მდებარე სპორტულ დარბაზს დღეიდან კაპრალ ვლადიმერ შანავას სახელი მიენიჭა.