„საქართველომ უნდა იფიქროს, რა საკითხს დააყენებს, ვის წინაშე და რა მოთხოვნით, თუ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ წინადადებას კეთილგანწყობილად შეხვდება“

„საქართველომ უნდა იფიქროს, რა საკითხს დააყენებს, ვის წინაშე და რა მოთხოვნით, თუ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ წინადადებას კეთილგანწყობილად შეხვდება“

საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები უკრაინის კონტექსტში ერთ სიბრტყეზე უნდა განიხილებოდეს. ეს მოსაზრება მას შემდეგ ტრიალებს ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში, რაც დასავლეთმა კრემლს სანქციები დაუწესა და მტკიცედ განუცხადა, რომ ეს სანქციები არ მოიხსენება, ვიდრე რუსეთი საკუთარ ჯარს უკრაინის ტერიტორიიდან არ გაიყვანს. საუბარი არის ასევე დონიცკისა და ლუგანსკის ოლქებზეც, რომლებიც რუსეთს აქამდე ოკუპირებული ჰქონდა.

საქართველოში გაჩნდა ერთგვარი პრეტენზია, რომ იგივე ულტიმატუმი ჩვენთან დაკავშირებითაც უნდა გაჟღერდეს. ცივილიზებულმა სამყარომ ოკუპანტს უნდა უთხრას, რომ სანქციების ერთგვარი პაკეტი დაემატება, თუკი რუსეთი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს შიერთებს. ამასთან, დასავლეთმა მტკიცედ უნდა დააფიქსიროს პოზიცია საქართველოს სასარგებლოდ, რომ ვიდრე რუსეთი საკუთარ ჯარს არ გაიყვანს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორებიდან, მის წინააღმდეგ ამოქმედებული სანქციები არ მოიხსნება და რეალურად, კრემლის ფინანსურ-ეკონომიკური დარტყმა უფრო დიდი იქნება, მისი ერთგვარი იზოლაცია კი დიდხანს გასტანს.

თუმცა, დღეს ვხედავთ, რომ საქართველო უკრაინასთან ერთად, ერთ სივრცეში არ განიხილება. მეტიც, ეს ორი ქვეყანა იმდენად დაშორდა ერთმანეთს, რომ სტრატეგიულმა პარტნიორმა, უკრაინამ საქართველოს ელჩიც კი გაიწვია ქვეყნიდან. ამის საფუძველი უკრაინული მხარის მტკიცებით, საქართველოს ხელისუფლების არამეგობრული განცხადებები და დამოკიდებულება გახდა. ამის საპასუხოდ, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებმა გარკვეული კრიტიკისგან თავი შეიკავეს და განაცხადეს, რომ საქართველო კვლავ გააგრძელებს უკრაინის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე.

უკრაინის ხელისუფლების განცხადებებს ჩვენთან მიმართებაში თავი რომ დავანებოთ, დასავლეთის დამოკიდებულების შესახებ საუბრისას კიდევ ერთი რამ ფაქტია, იგი სულ არ ცდილობს, 2008 წლის შეცდომის გამოსწორებას და რუსეთის აგრესიისთვის შესაბამისი პასუხის გაცემას თუნდაც დღეს. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთს მიერ, თითქმის 14 წლის წინ ჩადენილი აგრესიული ქმედება ვერ იქნა სწორად გააზრებული, დასავლეთი არ ფიქრობს საქართველოს საკითხის უფრო აქტიურად განხილვას და უსაფრთხოების გარანტიების მიცემას, როგორც ეს უკრაინასთან მიმართებაში რამდენიმე სახელმწიფომ გააკეთა. აღნიშნულს პოლიტიკოსთა და ანალიტიკოსთა ნაწილი იმით ხსნის, რომ საქართველოს ხელისუფლება დასავლეთს თავს არ ახსენებს და არ აქტიურობს. შესაბამისად, იღებს იმ შედეგს, რაც დღეს გვაქვს.

საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ირაკლი მენაღარიშვილი For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთი დამნაშავე იყო 2008 წელს და მას გაუვიდა ის, რაც 14 წლის წინ გააკეთა. მისი თქმით, მაშინ დასავლეთის მხრიდან იყო სანქციები დაწესებული, თუმცა, არასაკმარისი და რუსეთი, ფაქტობრივად, დაუსჯელი დარჩა. შესაბამისად, ამიტომაც მიეცა საშუალება გაემოერებინა იგივე დანაშაული უკრაინის წინააღმდეგ.

„ეს სერიოზული შეცდომა იყო მთელი მსოფლიოსი, თუმცა უკრინის მოვლენების მასშტაბის შედარება ჩვენთან არ იქნება მთლად კორექტული, მაგრამ არ შეიძლება სიკვდილის რაოდენობა დავთვალოთ იმის მიხედვით, რამდენი მოკლა ბოროტმოქმედმა, რადგან რუსეთი ნამდვილად დამნაშავე იყო 2008 წელს და მას ეს, ფაქტობრივად, გაუვიდა. იყო სანქციები, თუმცა არასაკმარისი და დაუსჯელი დარჩა ამის გამო, ამიტომაც მიეცა საშუალება გაემოერებინა ეს დანაშაული უკვე უკრაინის წინააღმდეგ.

ყველაფრის გათვალისწინებით, საქართველომ უნდა იფიქროს იმაზე, თუ რა საკითხს დააყენებს და ვის წინაშე, რა მოთხოვნით. ასევე შეიძლება იყოს მოთხოვნა საერთაშორისო მეგობრობის წინაშე, ოღონდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი „სამხრეთ ოსეთის“ წინადადებას კეთილგანწყობილად შეხვდება, ეს, ალბათ, ასეც იქნება და ამაზე ფიქრი იქნება საჭირო. რუსეთი იმდენად არაადეკვატური მოთამაშეა საერთაშორისო არენაზე, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მათ შორის მსგავსი ნაბიჯის გადადგმაც. თუმცა, მას უნდა ესმოდეს, როდესაც საერთაშორისო თანამეგობრობა ასე მწვავედ არის მის მიმართ განწყობილი, მისი ეს ნაბიჯი დაუსჯელი არ დარჩება, ეს რუსებმა უნდა გაისიგრძეგანონ“, - განაცხადა ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან.

ანალიტიკოსი საერთაშორისო საკითხებში, ნიკა ჩიტაძე მიიჩნევს, რომ დასავლეთის მხრიდან სანქციების მოხსნის წინაპირობა არ უნდა იყოს მხოლოდ უკრაინის პრობლემა. როგორც მან For.ge-ს უთხრა, ასევე წინაპირობა უნდა იყოს საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია.

„თუკი „სამხრეთ ოსეთი“ გამოაცხადებს, რომ უერთდება რუსეთს, ამ შემთხვევაში დე ფაქტო ვითარება არ შეიცვლება, რადგან საერთაშორისო საზოგადოება აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, ეს არა მხოლოდ ოკუპირებულია, არამედ ანექსირებულია რუსეთის მიერ. თუმცა, საქართველოს მიეცემა შანსი, გამოიყენოს თავისი დიპლომატიური ბერკეტი მაქსიმალურად, საერთაშორისო საზოგადოებაზე მოახდინოს ზეწოლა, რომ დღის წესრიგში დადგეს საკითხი, დასავლეთის მხრიდან სანქციების მოხსნის წინაპირობა არ უნდა იყოს მხოლოდ უკრაინის პრობლემასთან დაკავშირებით, არამედ, წინაპირობა უნდა იყოს, საქართველოს ორი ისტორიული რეგიონის დეოკუპაცია. სანამ არ მოხდება ეს, არ შეიძლება საუბარი სანქციების მოხსნაზე.

ცხინვალის და აფხაზეთის პრობლემა უნდა განიხილებოდეს ერთ სიბრტყეში უკრაინაში არსებულ პრობლემებთან. რუსეთს სურს იმიტაცია შემნას, რომ უკრაინის კონფლიქტის გამო, რუსეთი არ დარჩა მთლად ხელმოცარული, როგორმე ხომ უნდა გაიმართლოს თავი და განაცხადოს, რომ მიზანი იყო დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებისა და ცხინვალის რეგიონის შემოერთება. შემთხვევითი არ არის, რომ ცხინვალის რეგიონმა ეს განცხადება გააკეთა. მანამდეც გაკეთებულა განცხადებები მარიონეტული რეჟიმის მხრიდან, თუმცა ეს არ არის დამთხვევა, ეს შეგნებული ქმედებაა რუსეთის მხრიდან. დე ფაქტორი პრეზიდენტის პირით, რუსეთი ცდილობს საქართველოს ტერიტორიების თითქოსდა იურიდიულად დაკანონებას“, - განაცხადა ნიკა ჩიტაძემ For.ge-სთან.

 

generalserjant მე სააკაშვილი და პუტინი რომ მეზიზღება, არამგონია, რომ ისე ვინმეს ეზიზღებოდეს (ვისაც უფრო მეტად ეზიზღებოდა, ის უკვე მოკლა სააკაშვილმა). მაგრამ ახლა მე ვხვდები, რომ ქართველი ხალხი არ იმსახურებს უკეთეს ხელმწიფეს, ვიდრე სააკაშვილია. მიუხედავად იმისა, რომ სააკაშვილი არის დამნაშავე კაცობრიობის წინაშე, მე ახლა მიმაჩნია, რომ ის უნდა გახდეს საქართველოს ერთპიროვნული დესპოტი მმართველი და მიიყვანოს ბოლომდე ის საქმე, რაც მას რუსულმა უშიშროებამ დაავალა: შეიყვანოს საქართველო რუსეთში ტრუსიკჩახდილ მდგომარეობაში.
მთელი ჩემი ცხოვრება ვიბრძოდი იმისთვის, რომ საქართველოს უკეთესი მომავალი ჰქონოდა. დღე და ღამეს ვათენებდი, რომ რამე ახალი მესწავლა და მერე ქართველებისთვის მესწავლებინა უფასოდ. მიუხედავად ამისა, მივიღე ის, რომ საქართველოში აღარ დამედგომება. ამ ღორმა ქართულმა ოცნებამ დამტოვა უმუშევარი, არავის არ უნდა ჩემთვის ხელფასის გადახდა. თუ უფასოდ ვიმუშავებ, მაშინ ყველა თანახმაა. დიდი მადლობა ამისთვის ძუნგელი არაკაცებით და არაქალებით დაკომპლექტებულ ქართულ ოცნებას. ქალბატონ გუგული მაღრაძის ახლობელი და და ამ ახლობლის თურქი საყვარელი მდევნიან და გასაქანს არ მაძლევენ. და არცერთი ქართველი, რომელიც წესით უნდა გამომსარჩლებოდა (იმიტომ რომ მათზე თან ვარ გადაყოლილი), არ გამომესარჩლა. სიმართლე რომ ვთქვათ, ეს თურქი მართავს დღეს საქართველოს და არა ქართული ოცნება. ქართველები ბინძური ფაშისტები ყოფილან.
ქართველი ხალხი არის უღირსი ხალხი და არ იმსახურებს დამოუკიდებლობას. უკრაინელი ხალხი კი, ქართველებისგან განსხვავებით, ღირსეული ხალხია და იმსახურებს დამოუკიდებლობას. ამიტომაც, გაუმარჯოს საქართველოს რუსეთის შემადგენლობაში და გაუმარჯოს დამოუკიდებელ უკრაინას ევროკავშირის და ნატოს შემადგენლობაში!
2 წლის უკან
დემეტრე ეს კომენტარი არ იმსახურებს პასუხს... თუმცა, მე მგონი, ესეც კომენტარია :))
2 წლის უკან