ვის ინტერესებში შედის საქართველოში ომის მეორე ფრონტის ხაზის გახსნა და რატომ მიდის, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის გარეთ მოწოდებები აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სამხედრო გზით დაბრუნების შესახებ? ხელისუფლება ამაში „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერას ხედავს და ფიქრობენ, რომ მათი წაქეზებით უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსანი საქართველოს მიმართ აშკარა და ღია უკმაყოფილებას არ მალავს.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის ალექსანდრ დანილოვის მოწოდებას - საქართველოში ფრონტის მეორე ხაზის გახსნასთან დაკავშირებით, თბილისში სხვადასხვა პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა. ამ განცხადებას მმართველი პარტიის თავმჯდომარე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრების უკრაინაში ვიზიტს უკავშირებს. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ განმარტა, რომ საქართველო აფხაზ და ოს თანამემამულეებთან იარაღის ენით საუბარს არასდროს დააპირებს. მმართველი გუნდის ლიდერი რეინტეგრაციის ერთადერთ გზად დიპლომატიას მიიჩნევს და ამბობს, რომ გეოპოლიტიკური კრიზისის დროს, საქართველო მზადაა, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებს სოციალური დახმარებაც კი აღმოუჩინოს.
ომში მყოფი ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივნის მოწოდება „ნაცმოძრაობაში“ ხუმრობად შეაფასეს და საერთოდ, ფიქრობენ, რომ დანილოვის სიტყვების აღქმა ომის ახალ კერებთან დაკავშირებით, ინტერპრეტირებულად მოხდა. უკრაინელი მაღალჩინოსნის განცხადების შინაარსში პრობლემას ვერც „სტრატეგია აღმაშენებელში“ ხედავენ.
ოპონენტების ნაწილისა და უკრაინელი პოლიტიკოსის განცხადებების შინაარსი ანტისახელმწიფოებრივად ჟღერს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისთვის. კანონმდებლებმა დღეს ისიც განმარტეს, რომ დანილოვის გზავნილი საქართველოს ეროვნული ინტერესის ე.წ. მაშველ რგოლად გამოყენების მცდელობა იყო, რაც არამეგობრული ქმედებაა. უმრავლესობაში ამბობენ, რომ ზოგიერთი ქართველი და უკრაინელი პოლიტიკოსი უკვე თვეზე მეტია, საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, რაც კიდევ ერთხელ დადასტურდა.
უკრაინა უკვე თვეზე მეტია ფართომასშტაბიან რუსულ სამხედრო აგრესიას იგერიებს. ორი დღის წინ ქვეყნის უშიშროების საბჭოს მდივანმა პირდაპირ თქვა, რომ უკრაინის მდგომარეობა შესაძლოა საქართველოსა და მოლდოვაში ახალი სამხედრო კერების გაჩენის შემდეგ შემსუბუქდეს.
ამის პარალელურად, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ქართველ ხალხს ხელისუფლების დამხობისკენ მოუწოდა.
მან 7 ნოემბრის საქმეზე გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში. აღნიშნული განცხადების შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესი დატოვა.
„ჩვენ ამ მთავრობას თუ არ მოვაშორებთ, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ ხალხის მობილიზაციას, თუ ჩვენ, ყველანი არ გამოვალთ ქუჩებში, თუ ჩვენ მშვიდობიანად არ შევცვლით საქართველოში სიტუაციას, თუ ჩვენ არ მოვახერხებთ საქართველოში ამათ ჩამოშორებას ხელისუფლებისგან, საქართველო დაღუპულია. საქართველოს ერთადერთი გადარჩენა არის მობილიზაციაში, საქართველოს გამოფხიზლებაში, ერთად დგომაში, ხელის ჩაკიდებაში. დავამთავროთ პარლამენტარობანას თამაში – „ჩვენ ამ მთავრობას ვაიძულებთ“, „ამ მთავრობას გავაკეთებინებთ“... რას გააკეთებინებთ, ვის გააკეთებინებთ, მოღალატეები არიან, რუსების პირდაპირი დასმული შვილები, პირდაპირი აგენტები არიან. მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოშორებით, მხოლოდ ამ მთავრობის ჩამოგდებით, მხოლოდ მასობრივი აქციებით, მხოლოდ მასობრივად ხელის ჩაჭიდებით ვერ დაგარბევენ.
ნუ გეშინიათ პოლიციის. გაისვრიან ერთი-ორჯერ რეზინის ტყვიას, იმ რეზინის ტყვიას შევაჩერებთ. ხალხო, ნუ გეშინიათ, აქ არაფერ შუაშია პარტიები, სააკაშვილი არაფერ შუაში არ არის. დაივიწყეთ ყველაფერი ეს. მიუხედავად მათი რეზინის ტყვიებისა, რუსული მეთოდებისა, ვიქნებით ბევრნი, ვიქნებით ყველგან, არ დავიხევთ უკან. ჩვენ მათ აუცილებლად ჩამოვაშორებთ ხელისუფლებას“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.
პროკურატურაში კი განაცხადეს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდებებთან დაკავშირებით უწყება გამოძიებას დაიწყებს.
ანალიტიკოსი რამაზ საყვარელიძე for.ge-სთან ამბობს, რომ რაც რუსეთ - უკრაინის ომი დაიწყო, იმის შემდეგ მუდმივად არის იმის მცდელობა, რომ ფრონტის ხაზმა საქართველოში გადმოინაცვლოს. საყვარელიძე ამბობს, რომ ამას „ნაციონალური მოძრაობა“ ანტირუსული განცხადებებით, რუსული საქმის კეთებით ცდილობს - ამბობს ერთს და მეორეს მხრივ რუსულ სცენარს მიჰყვება, რადგან საქართველოში არეულობა, დაპირისპირება და სახელმწიფო გადატრიალება აწყობთ.
„კი ბატონო, შესაძლოა, უკრაინის ხელისუფლებაში ვიღაც ფიქრობდეს, რომ თუკი ფრონტის ხაზი სხვაგანაც გაიხსნება, ეს უკრანას ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს, მაგრამ ამის ხმამაღლა თქმა ხომ წარმოუდგენელია. არ გამოვრიცხავ, რომ უკრაინის გარდა ბევრი ფრონტის გაშლა სხვაგანაც აწყობდეთ, მაგრამ ამის მოწოდებას რომ აკეთებ, ეს უკვე დიდ უნამოსუბასთან ერთად, დიდი სისულელეზეც მიუთითებს. უკრაინელები მართლა გმირი ხალხია, რადგან ხელისუფლებაში ასეთი ხალხი ჰყავთ და ომში მაინც გმირულად იბრძვიან.
რაც შეეხება საქართველოში საომარი მოქმედებებისკენ მოწოდებას და ჩვენი ხელისუფლების განცხადებას, პირველ რიგში, ასეთი მოწოდებები აბსოლუტურად მიუღებელია. საქართველოს მოსახლეობაში უკვე მომწიფებულია ის განწყობა, რომ აფხაზებთან და ოსებთან ურთიერთობა უნდა აღდგეს. ხოლო აგრესია მათ მიმართ ქართველებს აღარ აქვთ. ჩვენმა ხალხმა მათთან დაპირისპირების ფურცელი გადაშალა და ძალიან კარგად გავიაზრეთ 90-იან წლებში ჩვენს თავს რაც მოხდა. ამიტომ „ნაციონალების“ მცდელობა, რომ ხალხის ემოციებზე ითამაშონ აღარ გამოვა“, - ამბობს საყვარელიძე.
მისივე თქმით, ამ ფონზე მათთან დაპირისპირებით ისევ 90-იანი წლებს დავუბრუნდებით. საყვარელიძე ფიქრობს, რომ ენმ ცდილობს სანქციების თემა ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ გამოიყენონ და დაჟინებით მოუწოდებენ დასავლეთს, რომ ის რუსი ოლიგარქია და მასაც სანქციები უნდა დაუწესონ. ამის პრალელურად, იმედი აქვთ, რომ ამღვრეულ წყალში თევზს დაიჭერენ და ხელისუფლებაში დაბრუნდებიან. თუმცა ლოგიკას არის მოკლებული, როცა ერთი მხრივ რუსეთის სცენარს თამაშობ და მეორე მხრივ იმედი გაქვს, ამ სცენარში ხელისუფლებაში დაბრუნებას შეძლებ.
„გავიხსენოთ სააკაშვილის ბიძა თემურ ალასანია ამ პროცესებში როგორი ჩართულია. „ნაციონალების“ და რუსების ტანდემში მოქმედება გასაშიფრია. ფაქტია, რომ მათი განცახდებები და ამათი მოქმედებები ერთმანეთს ემთხვევა. რა ინტერესებია და რა მექანიზმი მოქმედებს არ ვიცი, მაგრამ ენმ აკეთებს იმას, რაც რუსეთს აწყობს. „ნაციონალები“ ანტირუსული ლოზუნგებით, რუსების საქმეს აკეთებენ. ანტირუსული ლოზუნგით 2008 წლის ომი დავიწყეთ და ამ ომით ვინ მოიგო? რა თქმა უნდა, რუსეთმა. თუკი ქუჩაში გავალთ და ამ ხელისუფლებას გადავაგდებთ, ვინ მოიგებს? - ისევ რუსეთი. სახელმწიფო გადატრიალება რამდენი ხნით უკან დაგვწევს. მერე ვკითხოთ, აბა, ხალხს, ვის უნდა „ნაციონალების“ უკან დაბრუნება? ისევ სამოქალაქო დაპირისპირება უნდა წავიდეს? ესეც ხომ ისევ რუსების სასარგებლო აბავი იქნება. ამიტომ, როცა ვამბობ, რომ ეს ხალხი რუსების სცენარით მოქმედებენ, ამის მტკიცებულება მათი ანტისახელმწიფოებრივი მოწოდებებია. საქმე ისაა, რომ ჩვენი მოსახლეობა უკვე დიდი ხანია გაიზარდა და ამ რიტორიკას აღარ ჰყვება“, - ამბობს საყვარელიძე.
ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი კი მიიჩნევს, რომ უკრაინის მაღალჩინოსნის მხრიდან ეს ყოვლად ამაზრზენი განცახდება ასე უცბად და მოულოდნელად არ გაკეთებულა. ნიკოლეიშვილი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ ეს არ არის უბრალოდ წამოცდენა, ეს არის ძალიან კარგად დაგეგმილი სცენარი, რომელსაც ამ ხნის განმავლობაში თვალს ვადევნებთ.
„ამ დღეების განმავლობაში მცდელობა, რომ საქართველო ომში ჩათრეული ყოფილიყო, სხვადასხვა ტაქტიკით მიმდინარეობდა. გავიხსენოთ „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან გაკეთებული პროვოკაციული განცხადებები. კერძოდ, ხატია დეკანოიძის მიერ სრულიად ამაზრზენი და სახელმწიფოებრივად მავნებლური ინტერვიუ ერთ-ერთ უკრაინულ არხზე. ეს იყო იმის მცდელობა, რომ ქართველ ხალხში აღშფოთება ყოფილიყო გამოწვეული და ამით საპროტესტო მუხტის აგორება მომხდარიყო. დეკანოიძემ სრულიად უსირცხვილოდ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაღაცა „შავი ხვრელების“ მეშვეობით რუსების დახმარებას ცდილობს.
გავიხსენოთ ყოველდღიური მოწოდებები რუსეთისთვის სანქციების დაწესების შესახებ. თითქოს და ამით უკრაინას დავეხმარებოდით, არადა რეალურად ჩვენი მოსახლეობის ისედაც მძიმე ყოფას უფრო დავამძიმებდით. რა სახის სანქცია უნდა დაგვეწესებინა რუსებისთვის, რომ ისინი დაზარალებულიყვნენ და არა ჩვენ?! მერე ვნახეთ ომისკენ პროვოკაციული მოწოდებები. უკრაინაში მოხალისეების გაგზავნასთან და ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების მიწოდებასთან დაკავშირებით. უკრაინის ზოგიერთი მაღალჩინოსნების მხრიდან ჩვენი ხელისუფლების კრიტიკაც მოვისმინეთ. ჩვენს საზოგადოებასაც ლოგიკურად გაუჩნდა კითხვა, რა დროს ჩვენი კრიტიკაა, როცა მათი მშვიდობიანი მოსახლოება იღუპება და ქვეყანაში ომი აქვთ?!“, - ამბობს ნიკოლეიშვილი.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ პატარა ქვეყანა ვართ, ის სამხედრო პოტენციალი, რაც ჩვენ გაგვაჩნია, ჩვენი ქვეყნის თავდაცვისთვის არის გამიზნული. ნიკოლეიშვილი ამბობს, რომ ჩვენი ხელისუფლების მიზანი სწორედ ისაა, ქვეყანა იმ დიდ უბედურებაში არ გახვიოს, რაც ახლა უკრაინაში ხდება. თუმცა სამწუხარო ისაა, რომ ისევ ჩვენნაირი პატარა ქვეყნისგან ითხოვენ თავგანწირვას და მსხვერპლის გაღებას.
„სამწუხაროა, რომ უკრაინის ხელისუფლება „ნაციონალების“ ყველაზე ცუდი წარმომადგენლების ალყაშია. ამ ხალხმა საქართველოში ხელისუფლების დროს ქვეყანას კარგი არაფერი მოუტანა. შესაძლოა სხვა ქვეყნებიც იყვნენ დაინტერესებული იმაში, რომ აქ ახალი ფორნტის ხაზი გაიხსნას. ასე კონკრეტულად ხელს არავის ვადებ, მაგრამ ვიღაცეები რომ აქ არეულობის მოწყობით არიან დაინტერესებული, უკვე დიდი ხანია ჩანს. მთავარი ისაა, რომ ჩვენმა საზოგადოებამ გაიაზროს, ეს ქვეყანას რას მოუტანს. დასავლეთის ადგილზე ძალიან მკაცრ მითითებას მივცემდი უკრაინის ზოგიერთ მაღალჩინოსანს, რომ საქართველოში უბედურების გადმონაცვლების მცდელობას შეეშვან. დანილოვის ეს განცხადება როყიოდ წარმოთქმული სიტყვები არაა. ეს არის დიდი სცენარის ერთ-ერთი ნაწილი“,-ამბობს ნიკოლეიშვილი.
შემთხვევით მეგობარი ხო არაა არააა ის ჩვენი ??? .........
მეგობარი კი არა.......ეგ მეგობრად მოსული მტერია ჩვენი , მტერი......... თანაც ძალიან დიდი მტერი
და ვისაც მაგათი მეგობრობისა სჯერა ისინი კიდევ ........ შტერები
ის რომ უკრაინელები თავისი ტრაკით არ გვიკიჟინებდნენ (გინდათ თუ არა ომში ჩაებითო) ეს თავიდანვე იასნი იყო...
და სინამდვილეში ნიავი თუ საიდან უბერავდა, მაგას მარტო ბრიყვი ვერ მიხვდებოდა.....
და ამ დროს .....თურმე რუსეთს ჩამოვხსენით ნიღაბი
ეიიიი........ ვინც ამას ამბობთ მართლა დებილები ხააართ???
განა რუსეთს როდის ეკეთა რო ნიღაბი?? რა ჩამოხსენით, რააა ?/
არ იცით რუსეთი ვინცააა? არაფერი, არაფერი არ გსმენისთ მის ,,კეთილშობილებაზე,, ??????
თუ მის კეთილმიქინძულობაზე არაფერი წაგიკითხავთ, აფხაზეთი მაინც არ გახსოოოვთ??? (ნამეტნავად ჭუბერი)
ან მის კაი კაცობებზე არაფერი არ გსმენიააათ?? არ გაგიგიათ მაიინც ??
ნიღაბი რუსეთს კი არა ამ ჩვენ მეგობრებს ჩამოუვარდათ, მეგობრებს...... რომელსაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა დიდის ამბით ველოდებოდი და .............................ვნახე დედიჩემისა
,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერია,, ...........ო .............მართალი ყოფილა
აი თურმე ნიღაბი ვისა ჰკეთებია ...............
თქვენ კიდევ რუსეთიო ....
.რუსეთი მაგათთან შედარებით პინკი....პინკი--პინკი პონგს თამაშობს (დაჟე პინგპონკიც არ იცის)