რუსეთ-უკრაინის ომი, რომ ორ ქვეყანას შორის არსებული კონფლიქტის საზღვრებს კარგა ხანია გასცდა, ამაზე უკვე აღარავინ დავობს. დიდი ალბათობით, ეს კონფლიქტი, მესამე მსოფლიო ომის სტატუსით, ისტორიაში არ შევა, თუმცა ფაქტები ფაქტებად დარჩება - რუსეთის წინააღმდეგ ომში ევროპა და ამერიკის შეერთებული შტატები ერთნაირად არის ჩართული. უკრაინასთან ომით დასუსტებული რუსეთი, ერთნაირად მისაღებია მსოფლიოს ყველა დიდი ქვეყნისთვის.
ომის დაწყებისთანავე ექსპერტები ვარაუდობდნენ, რომ შეიარაღებული კონფლიქტი დიდხანს არ გაგრძელდებოდა, თუმცა მოლოდინებმა არ გაამართლა. შესაბამისად, დროში გაწელილი და დაუსრულებელი ომი, ფაქტია, რუსეთის მოწინააღმდეგე ქვეყნებს არაფერში აწყობს. ამიტომ, რუსეთის კიდევ უფრო დასუსტების რეალური შესაძლებლობა ახალი კონფლიქტური კერების შექმნაა, რაც რუსული ძალების ერთ ადგილზე კონცენტრაციას შეუშლის ხელს, ეს კი, დანაწევრებული რუსული ძალების დამარცხების ერთადერთი შესაძლებლობაა. ბოლო პერიოდის დიპლომატიური გზავნილები ამ გეგმას უკვე ეჭვგარეშე აყენებდა, ბოლო აკორდი კი უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ალესეი დანილოვის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც იგი ღიად და დაუფარავად ამბობს, რომ თუ დნესტრისპირეთი(?!) და საქართველო, თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით დაკავდებიან, ეს აუცილებლად დაეხმარება უკრაინას. ამ განცხადებას ერთმნიშვნელოვნად უარყოფითი შეფასებები მოჰყვა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციაც და ხელისუფლებაც ერთ აზრზეა.
კონფლიქტოლოგი პაატა ზაქარეიშვილის შეფასებით, დანილოვის ამ განცხადებას უფრო თემის სიღრმისეულად უცოდინრობად აღიქვამს.
პაატა ზაქარეიშვილი: ამ განცხადებას უარყოფითად ვაფასებ. ჩვენთან საერთოდ სხვა სიტუაციაა. მე მესმის მათი, რუსეთის აგრესია უკრაინის მიმართ არის აბსოლუტურად მიუღებელი და ამორალური. უკრაინაში არის კარგად გამოკვეთილი რუსეთ-უკრაინის ომი, მაგრამ ჩვენთან ასე არ არის. აქ 2008 წელს იყო რუსეთ-საქართველოს ომი, ქართულ-აფხაზური და ქართულ-ოსური კონფლიქტების ფონზე. საქართველოს არა მარტო ომი აქვს რუსეთთან, არამედ მოუგვარებელი კონფლიქტები აქვს თავის ხალხთან, აფხაზურ და ოსურ საზოგადოებებთან. ამიტომ, დანილოვმა უფრო გამოავლინა უცოდინრობა რაშიც ტრაგედია არ არის. ამიტომ, მისი პოზიციის მიმართ არანაირი მიუღებლობა არ მაქვს, მაგრამ ის ფორმულა გადმოიტანო პირდაპირ საქართველოში, არის ყოვლად მიუღებელი. საქართველომ მხოლოდ და მხოლოდ მშვიდობიანი ფორმით უნდა იპოვოს საერთო ენა საკუთარ ხალხთან და ყოველგვარი მინიშნებებიც კი უნდა გამოირიცხოს საომარი მოქმედებების განახლებაზე და კონფლიქტის ამ გზით მოგვარებაზე. რუსეთის ჯარების გაყვანა უნდა მოხდეს მხოლოდ პოლიტიკური ფორმებით და საერთაშორისო მხარდაჭერით. სწორედ ამ სანქციებით უნდა აიძულოს მსოფლიომ რუსეთი, გაიყვანოს თავისი ჯარები მის მიერ აღიარებული და ხელმოწერილი დოკუმენტის შესაბამისად.
ეს იყო პირდაპირი და უხეში ფორმით ნათქვამი განცხადება რომელმაც საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, თუმცა აქამდეც არაერთი არაპირდაპირ გზავნილი ყოფილა. თუნდაც სტოლტენბერგის მიერ გაკეთებული განცხადება, რომ უნდა დაიწყონ საქართველოს შეიარაღება, ამ ფონზე მსგავსი განცხადებები არც თუ დამაიმედებლად გამოიყურება ჩვენნაირი პატარა ქვეყნისთვის.
- მისი ეს განცხადება სწორია. თუ ხარ სახელმწიფო, შეიარაღებაც უნდა გქონდეს. საქართველოს სჭირდება არმია თავისი დანიშნულებებით და ამოცანებით, როდესაც ასეთი დიდი გამოწვევების წინაშე ვართ. ამიტომ, ამ განცხადებებს მე ერთმანეთისგან გამოვყოფდი, ესენი სულ სხვადასხვა განცხადებებია. ჩვენ მივდივართ ნატოსკენ და უნდა გვქონდეს კარგი შეაიარაღება და ჯარი, იგივე, აფხაზები და ოსებიც რომ დავიცვათ მომავალში. თუკი ჩვენ გვინდა ამ ხალხს შევურიგდეთ, ამ შერიგებაში უნდა იყოს მათი უსაფრთხოებაც ჩადებული. საქართველოს სჭირდება „ნატო“-ს სტანდარტების ძლიერი არმია, ჩვენ არ გვჭირდება მრავალრიცხოვანი, საჭიროა თანამედროვე, ფუნქციონირებადი არმია.
თურქეთის პრეზიდენტის, ერდოღანის განცხადებას დიდი გაუგებრობა მოჰყვა, როდესაც მან თქვა, რომ ვლადიმერ პუტინი და ზელენსკი რუსეთ-უკრაინის ომის გადამწყვეტ საკითხებზე შეთანხმებას უახლოვდებიან, რომ შეთანხმება მიღწეულია NATO-ზე, განიარაღებაზე, კოლექტიურ უსაფრთხოებასა და ტექნიკურ ინფრასტრუქტურაში რუსულის ოფიციალურ ენად გამოყენებაზე, ხოლო, ყირიმისა და დონბასის საკითხები ჯერ კიდევ ღიად რჩება. ამ განცხადების შემდეგ აბსოლუტურად საწინააღმდეგო განცხადებები გაკეთდა, რაც ცოტა დამაბნეველია, გამოდის ან ერდოღანი ტყუის და ან უკრაინული მხარე, საერთოდ რა ხდება, რატომ არის ამდენი გაუგებრობა და ურთიერთსაწინააღმდეგო განცხადებები ერთი და იგივე საკითხებზე?
- აქ არანაირი გაუგებრობა არ არის. მე აღტაცებული ვარ თურქეთის აქტიურობით. თურქეთს უნდა ხელი შეუწყოს მშვიდობას და ამიტომაც აკეთებს სამშვიდობო კონტექსტის განცხადებებს. თურქეთი ცდილობს, რუსეთსა და უკრაინას შორის სიტუაცია შეარბილოს. ის თავისი როლიდან გამომდინარე, როგორც შემრიგებელი იქცევა სწორად, ხოლო უკრაინა თავისი როლიდან გამომდინარე, როგორც კონფლიქტის მონაწილე მხარე იქცევა შესაბამისად. ამიტომ, ჩვენ უნდა დავინახოთ, რომ თურქეთი თავისი როლიდან გამომდინარე სწორად იქცევა. თურქეთი არის ჩვენი მეზობელი და აშკარად არ ეპუება რუსეთს და მუდმივად კორექტულად და დიპლომატიურად ეწინააღმდეგება. თურქეთი არ არის კონფლიქტის მხარე და ამიტომ ნუ ვედრებით ნურც თურქეთს და ნურც სხვებს, რომლებსაც არ აქვთ კონფლიქტი რუსეთთან. ჩვენი ტერიტორიები არის რუსეთის მიერ ოკუპირებული და ამიტომაც ჩვენი პოზიცია უფრო პირდაპირი და ცხადი უნდა იყოს, ხოლო თურქეთის პოზიცია უფრო ზომიერი და ნეიტრალური. ქართული პოლიტიკა სწორედ ამაში იჭრება ხოლმე. თურქეთი საქართველოს საზღვრებს და ტერიტორიულ მთლიანობას მილიმეტრებში აღიარებს და ეჭვქვეშ არ აყენებს, ხოლო სომხეთთან და აზერბაიჯანთან დღემდე არ გვაქვს დადგენილი საზღვრები. თურქეთი არის „ნატო“-ს წევრი, ევროპული ინსტიტუტების წევრი, ეს უაღრესად სანდო ინსტიტუტია, როგორც სახელმწიფო. დღეს, თურქეთი არის ძალიან თამამი მოთამაშე რუსეთის წინააღმდეგ. ამ ომიდან სამი სახელმწიფო რომელიც არაფერს არ კარგავს და მხოლოდ იგებს, ეს არის ამერიკა, თურქეთი და ჩინეთი. თურქეთი არის ჩვენი მეზობელი, კეთილი ვინებოთ და დავინახოთ, რომ ის არის სანდო მოკავშირე და ის ასევე სერიოზულ როლს თამაშობს უკრაინაში.
იმ დროს, როდესაც ლამის მთელი მსოფლიო რუსეთის სანქციებით არის დაკავებული, საინტერესოა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტის, მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თურქეთი მზადაა მიიღოს ის რუსი ოლიგარქები, რომელთა წინააღმდეგ სანქციებია დაწესებული, თუკი მათი ბიზნესსაქმიანობა საერთაშორისო კანონმდებლობის ფარგლებში იქნება მოქცეული, თურქეთის ეს პოზიცია როგორ გავიგოთ?
- ხომ ხედავთ, თურქეთი არ უშვებს შანსს ხელიდან და ცდილობს არაფერი არ დაკარგოს, მხოლოდ მოიგოს. რუსეთს რომ ჩვენი ტერიტორიები არ ქონდეს ოკუპირებული და ჩვენთან მეგობრობდეს, შეიძლება ჩვენც ასე მოვქცეულიყავით. მაგრამ ამ მდგომარეობით ჩვენ ამისი უფლება არ გვაქვს, არავითარი მაწვნების გაყიდვაზე მოსკოვში არ უნდა ვოცნებობდეთ. ამიტომ, ჩვენი პოზიცია მკაფიოდ უნდა გამოვკვეთოთ და თუ არ ვკვეთავთ ისე მაინც ნუ მოვიქცევით, რომ თითქოს არაფერი არ მომხდარა ჩვენსა და რუსეთს შორის.
ალბათ ანალოგიურ ჭრილში უნდა განვიხილოთ ჩინეთის პოზიციაც. ამერიკის შეერთებულ შტატებში ეჭვობენ, რომ ჩინეთმა შესაძლოა რუსეთს გარკვეული მხარდაჭრა გაუწიოს რაც უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებზე აუცილებლად აისახება. ჩინეთის განცხადებამ, რომ პეკინი ისტორიის სწორ მხარეს დადგება, აშკარად დაბნეულობა გამოიწვია - გასარკვევია რომელია „სწორი მხარე“. ასევე, „ნატო“-ს სამიტზე მიღებულ კომუნიკეშიც მოუწოდეს ჩინეთს, რომ დაიცვან საერთაშორისო წესრიგი და თავი შეიკავონ ქმედებებისაგან, რომელიც დაეხმარება რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში. ფაქტია, ბოლო პერიოდში ჩინეთის აქტიურობა მართლაც თვალშისაცემია, არ მეთანხმებით?
- მე აქ საეჭვოს ვერაფერს ვხედავ. ჩინეთი მსოფლიოში წამყვანი სახელმწიფოა და ბუნებრივია, უწევს მსგავს საკითხებზე კომენტარები და მოქმედება. მან თავისი პოზიცია აშკარად გამოკვეთა. აშკარად ჩანს, რომ ის მოლოდინის რეჟიმში უფროა. რუსეთის დასუსტება მის ინტერესშია. ჩინეთს რუსეთი სჭირდება როგორც ღარიბი, დაბალი რანგის პარტნიორი. რაც უფრო დასუსტდება და რეპუტაციულად განადგურდება ამ ომში, მით უფრო იაფი იქნება რუსული პროდუქცია და უფრო კარგად გაყიდის ჩინეთი რუსეთში თავის პროდუქციას. თუ ვინმე მოგებულია რუსეთ-უკრაინის ომიდან, პირველ რიგში, ეს არის ჩინეთი. ეჭვი მეპარება, რომ სამხედრო მხარდაჭერა გაუწიოს რუსეთს, ის დაეხმარება მედიკამენტებით და მსგავსი რაღაცებით და დარწმუნებული ვარ, რომ ასეთივე დახმარებას გაუწევს უკრაინასაც. ჩინეთს არ სჭირდება რუსეთის გამარჯვება ამ ომში, დამარცხება ურჩევნია, რასაც ხმამაღლა ვერ იტყვის. ის იქნება ნეიტრალური, ეცდება, რომ რუსეთს არ აწყენინოს და ჰყავდეს როგორც პარტნიორი, ელაპარაკოს როგორც წამყვან პარტნიორს და სინამდვილეში, ეყოლება ისეთი პარტნიორი, რომელიც იქნება მასზე დამოკიდებული. რაც უფრო მკაფიო იქნება რუსეთის წინააღმდეგ მსოფლიოს სანქციები, მით უფრო უკეთესად გამოიყენებს ამას ჩინეთი და, ასე ვთქვათ, შეიკედლებს ამ უპატრონო რუსეთს. რუსეთის ეკონომიკა ძალიან სუსტია და შესაბამისად ჩინეთი ამას ეფექტურად გამოიყენებს, ის შეეცდება რაც შეიძლება დაასუსტოს რუსეთი.
ბოლო თვეების მოვლენების კომენტირებისას, პოლიტოლოგები და ექსპერტები პროგნოზირებენ, რომ მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც აქამდე იყო, რომ დღეს მიმდინარეობს მსოფლიოს დიდი გადანაწილების პროცესი, თუმცა რაიმე კონკრეტულს და ხელშესახებს ვერავინ ვერაფერს ამბობს. და მაინც, როგორი იქნება ახალი მსოფლიო, რამდენი ჰეგემონი გაინაწილებს მსოფლიო წესრიგს და რუსეთი რა ფორმით დარჩება ამ პროცესებში?
- პირველ რიგში, ხელი უნდა მოეწეროს სამშვიდობო ხელშეკრულებას. აქ მნიშვნელოვანია რა პირობებს დათანხმდება რუსეთი და რა პირობებს დათანხმდება უკრაინა, შემდეგ როგორ შეასრულებენ ნაკისრ ვალდებულებებს. ამის შემდეგ მნიშვნელოვანია ის, აიტანს თუ არა რუსეთი პუტინს როგორც მმართველს. რუსეთს ჯერ კიდევ ელოდება კატასტროფული რეპუტაციული და ეკონომიკური ნგრევა. პუტინი კატასტროფულად დამარცხდა, წინ ვერ წაიწია. ამიტომ, გამოწვევები იქნება შიდა რუსულ პოლიტიკაში. გაუშვებენ თუ არა პუტინს და თუ გაუშვებენ როგორ გაუშვებენ, ან რა ფორმით დატოვებენ? ანუ, მრავალი ფაქტორია ერთმანეთზე მიბმული, რაც განაპირობებს მსოფლიოს შეცვლას. ვფიქრობ, რომ მსოფლიო დაიწყებს ლაპარაკს გაეროს რეფორმირებაზე. რადგანაც გაერო აშკარად მოუქნელი აღმოჩნდა და ვერ უზრუნველყოფს მყისიერ რეაგირებას. ალბათ, საჭირო იქნება გაეროში უშიშროების საბჭოს რეორგანიზაცია. უამრავიო საკითხები იქნება განსახილველი, ანუ, თქვენ კითხვაზე პასუხი დღეს არავის არ აქვს. პასუხი არის ის, რომ უნდა შეიცვალოს. შესაძლოა, ლაპარაკი დაიწყოს ბირთვული იარაღის საერთოდ გაუქმებაზეც, იმიტომ რომ არაეფექტური და შანტაჟის მომტანია. მართალია ამით გაიზრდება ომების შანსები, მაგრამ არ იქნება მსოფლიოს განადგურების შანსები. რუსეთი ამით აშანტაჟებს მთელს მსოფლიოს. შესაბამისად, თუ ბირთვული იარაღი არ იქნება, უნდა შეიქმნას გაეროს არმია, ჯარი, რომელიც იქნება გაეროს მიერ დაკომპლექტებული. სადაც ჯარისკაცები იქნებიან არა რომელიმე სახელმწიფოს, არამედ გაეროს წარმომადგენლები და ეს ჯარი იქნება სამშვიდობო ძალები. ამ მიმართულებით შეიძლება მხოლოდ შეიცვალოს მსოფლიო და ეს დღეს მხოლოდ ჩანასახშია, იდეის დონეზეა. აქედან რაღაც განვითარდება, რაღაც არ განვითარდება მაგრამ ეს ლოგიკური ჯაჭვია იმ ყველაფრის რაც დღეს ხდება.
შემთხვევით მეგობარი ხო არაა არააა ის ჩვენი ??? .........
მეგობარი კი არა.......ეგ მეგობრად მოსული მტერია ჩვენი , მტერი......... თანაც ძალიან დიდი მტერი
და ვისაც მაგათი მეგობრობისა სჯერა ისინი კიდევ ........ შტერები
ის რომ უკრაინელები თავისი ტრაკით არ გვიკიჟინებდნენ (გინდათ თუ არა ომში ჩაებითო) ეს თავიდანვე იასნი იყო...
და სინამდვილეში ნიავი თუ საიდან უბერავდა, მაგას მარტო ბრიყვი ვერ მიხვდებოდა.....
და ამ დროს .....თურმე რუსეთს ჩამოვხსენით ნიღაბი
ეიიიი........ ვინც ამას ამბობთ მართლა დებილები ხააართ???
განა რუსეთს როდის ეკეთა რო ნიღაბი?? რა ჩამოხსენით, რააა ?/
არ იცით რუსეთი ვინცააა? არაფერი, არაფერი არ გსმენისთ მის ,,კეთილშობილებაზე,, ??????
თუ მის კეთილმიქინძულობაზე არაფერი წაგიკითხავთ, აფხაზეთი მაინც არ გახსოოოვთ??? (ნამეტნავად ჭუბერი)
ან მის კაი კაცობებზე არაფერი არ გსმენიააათ?? არ გაგიგიათ მაიინც ??
ნიღაბი რუსეთს კი არა ამ ჩვენ მეგობრებს ჩამოუვარდათ, მეგობრებს...... რომელსაც მთელი ჩემი ახალგაზრდობა დიდის ამბით ველოდებოდი და .............................ვნახე დედიჩემისა
,,მტერი მოყვრულად მოსული მტერზედაც ბევრჯერ მტერია,, ...........ო .............მართალი ყოფილა
აი თურმე ნიღაბი ვისა ჰკეთებია ...............
თქვენ კიდევ რუსეთიო ....
.რუსეთი მაგათთან შედარებით პინკი....პინკი--პინკი პონგს თამაშობს (დაჟე პინგპონკიც არ იცის)