„საქართველოში სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმს არ გავაპარპაშებთ“

„საქართველოში სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმს არ გავაპარპაშებთ“

საპარლამენტო უმცირესობა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკური ოპონენტებისდევნაში ადანაშაულებს. მმართველი ძალა კი, ყოფილი ჩინოვნიკების მიმართ პოლიტიკურ ანგარიშსწორებას კატეგორიულად გამორიცხავს და ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება თავისუფალი და ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება.

ყოფილი ჩინოვნიკების სასამართლო პროცესი ქუთაისში გაიმართება. თუმცა, მანამდე, მერაბიშვილისთვის და ჭიაბერაშვილისთვის ბრალის წაყენება მოხდება.

როგორც for.ge-ს უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ნუგზარ წიკლაურმა განუცხადა, ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების ჩამოცილებას მდარე დაპრიმიტიული ხერხებით ცდილობს.

„ივანიშვილმა განაცხადა, რომ პროკურატურასთან რიგები მას შემდეგ შეწყდება, რაც „ნაციონალური მოძრაობა“ პოლიტიკურ აქტიობას შეწყვეტს. აქედან გამომდინარე, მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის დაკავება პოლიტიკური დევნის გამოხატულებაა. განსაკუთრებით ცინკურია ის ფაქტი, რომ ამ ადამიანებს დასაქმების პროგრამისთვის ის ხელისუფლება აკავებს, რომლის პირობებშიც სამუშაო ადგილები ყოველდღიურად იკარგება. მიუხედავდა იმისა, რომ ჩვენი ლიდერების დაკავება ძალიან მძიმეა, ეს არის ჩვენი შემდეგი კონსოლიდაციის მიზეზი და საფუძველი, რადგან ვერავითარ შემთხვევაში, იმ ადამიანებს ვერ დავემორჩილებით, რომლებიც რუსეთისადმი მონურად არიან განწყობილნი და რომელნიც საოკუპაციო ძალებს კოჭს უგორებენ. ხელისუფლება ქართული პატრიოტული მოძრაობის გატეხვასა და „ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებას ვერ შეძლებს. ყველაფერს გავეკეთებთ იმისათვის, რომ სამარცხვინო ივანიშვილის რეჟიმი საქართველოში არ გაპარპაშდეს და იმ ადამაინებს არ აკავებდეს, რომელთა სახელთან ქვეყნის შენება არის დაკავშირებული“, - განაცხადა წიკლაურმა.

წიკლაურის მსგავსად, გოკა გაბაშვილიც მიიჩნევს, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა.

როგორც for.ge-ს გაბაშვილმა განუცხადა, პრემიერმა მისი უშუალო ოპონენტი - მერაბიშვილი დააკავა.

„მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკური პროცესია და მას არანაირი კავშირი არ აქვს სამართალთან. ივანიშვილმა არაერთხელ განაცხადა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ განადგურებას აპირებს. როგორც ჩანს, მერაბიშვილის დაკავების ბრძანება სწორედ მან გასცა, თუმცა, პრემიერმა უნდა იცოდეს, რომ ამით ოპოზიციას ვერ გაანადგურებს, რადგან ბრძოლას გავაგრძელებთ და თანამეგობრობას ავუხსნით - თუ როგორც რეჟიმთან გვაქვს საქმე. ოპონენტების დაკავება ივანიშვილს უკან დაუბრუნდება, რადგან ამ მთავრობამ ტრაგიკული შეცდომა დაუშვა“, - აცხადებს გაბაშვილი.

უმცირესობის ერთ-ერთი ლიდერი გიორგი თევდორაძე მიიჩნევს, რომ მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის მიმართ წაყენებული ბრალდებები „შეთითხნილი“ და „საფუძველს მოკლებულია“.

როოგრც for.ge-ს თევდორაძემ განუცხადა, ხელისუფლება აზრზე არ არის - თუ რა უნდა გააკეთოს.

„ეს საქმე შეთითხნილი და საფუძველს მოკლებულია. მართსაჯულების წინაშე ყველა ის ადამიანი აგებს პასუხს, ვინც ამ აბსურდის თეატრში მონაწილეობდა“, - აცხადებს კანონმდებელი.

ნაციონალების განცხადებების პათოსს, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი არ იზიარებს და ირწმუნება, რომ ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება თავისუფალი და ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება.

მისი თქმით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანთა საქმეში თავის სიტყვას სწორედ სასამართლო იტყვის.

„როდესაც განსაკუთრებული ინტერესის შემცველი საქმეები არსებობს, სამართალდამცავი ორგანოები თითოეულ ასეთი საქმის გამოძიებაზე განსაკუთრებული გულმოდგინებით უნდა მუშაობდნენ. ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება რამდენიმე თვის განმავლობაში წარიმართა, რაც განპირობებული იყო იმით, რომ სამართალდამცველები თავად დარწმუნებულიყვნენ, ჰქონდათ თუ არა საკმარისი საფუძველი და მკიცებულებები. ახლა ჯერი სასამართლოზეა. დარწმუნებული ვარ, რომ სამართლიანი და ობიექტური სასამართლოს პირობებში მოხდება საქმის გარჩევა და სასამარლო თავის სიტყვას იტყვის. უნდა დავამკვიდროთ ქვეყანაში იმის ტრადიცია, რომ კანონი კანონობს და საკითხი იმის შესახებ, ვინმემ დაარღვია თუ არა კანონი, არის სასამართლოს გადასაწყვეტი. ამიტომ, ყველას მივმართავ, თავი შევიკაოთ იმ განცხადებებისგან, რომ დამნაშავეები დაიჭირეს და ასევე იმის თქმისგან, რომ უსაფუძვლოდ მოხდა ვიღაცის დაკავება. ამ ყველაფერს სასამართლო გაარკვევს“, - აღნიშნავს უსუფაშვილი.

ამ დროისთვის, ყოფილი ჩინოვნიკები ქუთაისის წინასწარი დაკავების ნომერ პირველ იზოლატორში იმყოფებიან, რომლებიც იქ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურის შენობიდან გადაიყვანეს. ყოფილი ჩინოვნიკების გამოსაყვანად სპეციალური კორიდორი ჰქონდათ გაკეთებული, თუმცა, მას შემდეგ რაც ცნობილი გახდა, რომ მერაბიშვილი და ჭიაბერაშვილი დააკავეს, ოპოზიციონერთა განწყობები მხოლოდ იმაში დაგარწმუნებდათ, რომ „დრონი მეფობენ და არა მეფენი“.