„უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში რომ 24 საათი ზის „ნაცმოძრაობის“ დესანტი, გასაგებია, ამ განცხადებებს ვინ წერს“

„უკრაინის ხელისუფლების მაღალ ეშელონებში რომ 24 საათი ზის „ნაცმოძრაობის“ დესანტი, გასაგებია, ამ განცხადებებს ვინ წერს“

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის ალექსეი დანილოვის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ინტერესების სფეროში სხვა ქვეყნების ტერიტორიებზე დამატებითი ფრონტების გახსნა დიდად დაეხმარება უკრაინას რუსეთის თავდასხმასთან ბრძოლაში.

თუ დნესტრისპირეთი(?) და საქართველო, დღეს ყველანი დაკავებულნი იქნებიან თავიანთი ტერიტორიების დაბრუნებით, უფრო მეტიც, პოლონეთს ჯერ ოფიციალურად არ გამოუთქვამს პრეტენზია კალინინგრადის რეგიონზე, ეს აუცილებლად დაგვეხმარება, რადგან რუსებს ექნებათ რაიმე გასაკეთებელი გარდა ჩვენი ქალაქებისა და სოფლების განადგურებისა, ჩვენი ბავშვებისა და ქალების მკვლელობისა.

როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება, საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“, - აღნიშნა დანილოვმა.

უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა მთიანი ყარაბაღიც ახსენა და განაცხადა, სომხეთი რუსეთს მიმართავს ჯარით დაეხმაროს. „მაგრამ მათ (რუსებმა) იქიდან ჯარები გაიყვანეს და გასულ კვირას გამოაგზავნეს ჩვენს ქვეყანაში. გვესმის, რომ დახმარება, რომელსაც რუსეთის ფედერაცია დაჰპირდა მთიან ყარაბაღსა და სომხეთს, ალბათ, ნაკლებად სავარაუდოა, რომ იქ გამოჩნდეს“, - განმარტა დანილოვმა.

უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის განცხადება, ერთნაირად მიუღებელია როგორც ხელისუფლებისთვის, ასევე ოპოზიციისთვისაც.

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივნის, ალექსეი დანილოვის განცხადებას სოციალურ ქსელში ეხმაურება. „უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანმა კი არა, ვინც არ უნდა მოგვიწოდოს, საქართველოს ხელისუფლება მისი გაცხადებული სამშვიდობო პოლიტიკიდან გადახვევას არ აპირებს. ასე იყო აქამდე და ასე იქნება მომავალშიც.

სწორედ ამაზე ვსაუბრობდით, რომ არიან სუბიექტები, ქვეყანაშიც და მის ფარგლებს გარეთაც, რომლებიც დაინტერესებული არიან, ცდილობენ და ყველაფერს აკეთებენ საომარი მოქმედებების გეოგრაფიული არეალის გასაფართოვებლად და საქართველოს ომში ჩასათრევად. მოსალოდნელიც იყო, რომ ისინი დიდხანს ვერ დამალავდნენ მათ ჩანაფიქრს და ამოცანებს. ძალიან სამწუხაროა, რომ ამის გაჟღერება მოხდა უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივნის მხრიდან, რაც ჩვენთვის არის მიუღებელი და შოკისმომგვრელი.

უკრაინელ ხალხს ვუსურვებ მშვიდობას, დანილოვს კი მეტ წინდახედულობას და რაციონალურობას.

საქართველოს ხელისუფლების მოქმედებები სრულად ეფუძნება ჩვენი ქვეყნის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოებას, მათი უფლებების დაცვას და კეთილდღეობას და არასოდეს გადავდგამთ ისეთ ნაბიჯებს, რაც რისკის ქვეშ დააყენებს ამ ყველაფერს“, - განაცხადა ირაკლი ბერაიამ.

პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, გამართლებული არაა ომისკენ მოწოდება. მისივე თქმით, საქართველო ახლა ისეთ ვითარებაში არაა, რომ ომში ჩაერთოს.

„აბსოლუტურად მესმის საომარ მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის წარმომადგენლის განცხადება. ის არის თავის ქვეყნის პატრიოტი. უკრაინისთვის, რა თქმა უნდა, სტრატეგიულად კარგია, თუ რესურსების მობილიზება არ იქნება მხოლოდ უკრაინაზე და სხვაგანაც იქნება რუსული ძალები მიმართული. პრაგმატულად, რა თქმა უნდა, სწორია, მაგრამ ჩვენ ვართ ჩვენი ქვეყნის პატრიოტები, შესაბამისად, ამ შემთხვევაში გამართლებული არ არის არც საომარი რიტორიკა, არც ომისკენ მოწოდება. საქართველო არ არის იმ მდგომარეობაში, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები მიიღოს. საქართველოს არ აქვს რესურსი, რომ თავდასხმითი, ანუ შეტევითი ოპერაციები განახორციელოს“,- განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, საქართველომ აფხაზეთში ომი არ უნდა დაიწყოს იმ შემთხვევაშიც კი, თუ გამარჯვებაში იქნება დარწმუნებული.

„ერთი მხრივ, მესმის, რომ უკრაინაში ახლა მძიმე სიტუაციაა, ბევრი ადამიანი იღუპება და ადამიანებს შეიძლება, უცნაური იდეები მოსდიოდეთ თავში, ლოგიკურად გასაგებია ომის დროს თუ ვიღაც გეხმარება, მათ შორის იარაღით, ეს შეიძლება იყოს, ვინც ომობს იმისთვის კარგი. ჩემთვის ეს მიუღებელი განცხადებაა, მორალურად მიუღებელი, რადგან ჩვენ აფხაზეთში ომი არ უნდა დავიწყოთ მაშინაც კი, თუ ჩვენ დარწმუნებულები ვიქნებით, რომ გავიმარჯვებთ ამ ომში, რადგან საბოლოოდ, ჩვენი მიზანია, ამ ხალხთან ერთად ვიცხოვროთ ერთიან ქვეყანაში და მხოლოდ მშვიდობიანი გზით უნდა მოვაგვაროთ ჩვენი პრობლემები. ამაზე უნდა იყოს მიმართული ჩვენი მთავრობა და ჩვენი მეგობრები თუ ხვდებიან საერთოდ სიტუაციას, რა სიტუაციაში არის საქართველო ასეთ რჩევას არ მოგვცემდნენ“, - განაცხადა რაქვიაშვილმა.

დანილოვის მოწოდება მიუღებელია ქართველი ანალიტიკოსებისთვისაც.

ექსპერტი დავით ქართველიშვილის განცხადებით, ეს არის უცხო ქვეყნის საქმეში ყველაზე უხეში ჩარევის მაგალით. მისივე თქმით, ეს არის ღია მცდელობა საქართველო მოლდოვასთან ერთად ჩაიყოლიონ, ჩაითრიონ რუსეთთან ახალ დაპირისპირებაში.

„2008 წელს საქართველო, ფაქტობრივად, ერთი-ერთზე პირისპირ იყო დარჩენილი არანაკლებ აგრესიულ რუსეთთან, ამის მიუხედავად საქართველოს არანაირი მცდელობა არ ჰქონია ან ვინმე ნამუსზე აეგდო, ან ვიღაცისთვის ეკარნახა, თუ როგორ უნდა წარმართოს თავისი პოლიტიკა აგვისტოს ომთან მიმართებაში.

თავხედობასაც ვეღარ უწოდებ, რადგან ეს არის უცხო ქვეყნის საქმეში ყველაზე უხეში ჩარევის მაგალითი. ასევე, ეს არის ღია მცდელობა საქართველო, მოლდოვასთან ერთად, ჩაიყოლიონ, ჩაითრიონ რუსეთთან ახალ დაპირისპირებაში. ამ ყველაფერს იმით ხსნიან, რომ მეორე-მესამე დამატებითი ფრონტის გახსნა, დღეს უკრაინის ინტერესებში შედის. უხეშად რომ ვთქვათ, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანს ასეთი მათემატიკური ფორმულა გამოჰყავს - ორ ჩვენს მსხვერპლს, თითო-თითო მსხვერპლი თქვენც დაამატეთო. აქედან გამომდინარე, უკრაინის გამარჯვების ფორმულას ასე ხედავს.

ის რომ, უკრაინის ხელისუფლების მაღალი ეშელონები ჩამოსხმულია და 24 საათი იქ ზის „ნაციონალური მოძრაობის“ დესანტი, ე.წ. ჩვენი მეხუთე კოლონა და ომის პარტია, გასაგებია საიდან მოდის ეს ტექსტები, ამ განცხადებებს ვინ წერს, უკრაინის ხელისუფლებას საითკენ უბიძგებს, რათა რუსეთმა განახორციელოს სამხედრო შეტევა ამჯერად უკვე საქართველოს მიმართებაში“, - განუცხადა დავით ქართველიშვილმა for.ge-ს.

ანალიტიკოსი გია აბაშიძე for.ge-თან საუბრისას ალექსეი დანილოვის განცხადებას ბრიყვულს უწოდებს. მისივე თქმით, აღნიშნულ განცხადებას უპასუხისმგებლო პოლიტიკოსები აკეთებენ.

„ეს იყო ძალიან უპასუხისმგებლო განცხადება, რომელიც არ შეეფერება არც ერთი ქვეყნის პოლიტიკოსს, მით უმეტეს უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელს. როდესაც ის მოუწოდებს უკრაინის მეზობელ ქვეყნებს და საქართველოს, რომ მოაგვარონ კონფლიქტები და რუსეთთან ომი დაიწყონ იმ მიზნით, რომ რუსეთი დასუსტდება, არის ძალიან ბრიყვული განცხადება. მან ასევე მოუწოდა პოლონეთს, ნატოს წევრ ქვეყანას, რომ თავს კალინინგრადს დაესხას და ამით რუსეთს ომი გამოუცხადოს, რაც კიდევ უფრო მეტი უპასუხისმგებლობაა. ვფიქრობ, საქართველოს რომელსაც საერთაშორისო ვალდებულებები აქვს აღებული, რომ კონფლიქტები მშვიდობიანი გზით მოაგვაროს, არ მოუსმენს ასეთ ცალკეულ უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს.

მე მესმის, რომ ომის დროს ემოციები ძალიან დიდია, ქართველი ხალხი უკრაინის გვერდით დგას, თუმცა ომის დროს უდიდესი პასუხისმგებლობა ეკისრებათ პასუხისმგებლიან პოლიტიკოსებს. მე მინდა, რომ ალექსეი დანილოვის განცხადება ემოციური და გაუთვლელად მივიჩნიო, მაგრამ თუ ასე გაგრძელდა, ეს ნიშნავს იმას, რომ უკრაინაში ზოგ-ზოგერთი თანამდებობის პირი სრულიად უპასუხისმგებლოა.

ლაზი ამათ უნდათ შექმნან პრეცედენტი - "მარტო ჩვენ ხომ არ დაგვანგრიეს ქვეყანა თავზე, სხვებიც ჩვენს დღეში არიან"-ო.
ომის შემდგომი პერიოდი ხელისუფლებისათვის ყოველთვის პრობლემურია. ბევრ კითხვაზე იქნება პასუხი გასაცემი, თორემ რეალურად, მათ ძალიან კარგად იციან, რომ საქართველოს ომში ჩართვა, რუსეთისათვის ბევრს არაფერს ნიშნავს. უკრაინა მთელი ევროპის ტოლაა და მისი მოცვა უჭირს რუსეთს, თორემ საქართველოს ან მოლდოვის, ციცქნა ტერიტორიებმა რა დიდი, ძალების დაქსაქსვის, პრობლემა უნდა შეუქმნას. გასაგებია, რომ მხარდაჭერა სჭირდებათ და ყველა დონეზე, პოლიტიკურად და ჰუმანიტარულად, ვუჭერთ კიდეც მხარს, მაგრამ ამდენი ძალდატანება, უბრალოდ უხერხულია.
2 წლის უკან
DDDzia ლაზი
კიი, მხარდაჭერა არ მოაკლო, არ მოშივდეთ და არ შეცივდეთ.
იარაღიც დროულად მიაწოდეთ, თორე გავიდა რუსი ბოლოში.
განსაკუთრებით ამათ ბმული /> სად ხართ უკრაინოლოგებო?
რას იტყვით ამ ვიდეოებზე?
დადგმულია ალბათ, ხომ?
მიდით, მიდით, გაამართლეთ. აბა სულიერად ერთნი ხართ და სხვა როგორ?
2 წლის უკან
ლაზი ამ ბმულზე კომენტარი ზედმეტია. ვინც ასე მოექცევა ადამიანებს, მისი საქმე წასულია, ვინც არ უნდა იყოს. იარაღის მიმწოდებელს კი არც ერთი ენაღვლება და არც მეორე. ორივეს თავის საქმეს აკეთებინებს. ხალხი კი მაინც ცოდვაა.
2 წლის უკან
არაგველი641 "როგორ დასრულდება ეს ვითარება, ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ თუ რუსეთის ფედერაციისთვის გაიხსნება მეორე ფრონტი, ეს ძალიან დაგვეხმარება, საქართველო, რბილად რომ ვთქვათ, არც თუ ისე სწორად იქცევა“, - აღნიშნა დანილოვმა.

მელია რომ იმალებოდა და კუდი კი გარეთ ქონდა დარჩენილი, ისეა ნაცბოზბანდის საქმე. ბარეღამ მიაწერეთ რომელი ნაცი კარნახობდა ამ ტექსტს დანილოვს
2 წლის უკან
trampi არაგველინა

ეგ ნაცების ტექსტი არააა
კარგად დააკვირდი და ტექსტის ავტორს უცებ იპოვნი
2 წლის უკან