„რუსეთმა ყველაფერი დაარღვია - ამ ომს სამართლებრივი ნაწილი აღარ აქვს და კითხვა - გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს, ან აქვს თუ არა გამოყენების საფუძველი? - უკვე არაადეკვატურია“

„რუსეთმა ყველაფერი დაარღვია - ამ ომს სამართლებრივი ნაწილი აღარ აქვს და კითხვა - გამოიყენებს თუ არა ბირთვულ იარაღს, ან აქვს თუ არა გამოყენების საფუძველი? - უკვე არაადეკვატურია“

ნატოს სამიტამდე ერთი დღით ადრე, რუსეთი ნატოს მიმართ მუქარას განაგრძობს. მუქარა კი, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა გააჟღერა. ლავროვმა იმედი გამოთქვა, რომ მის კოლეგებს დასავლეთში ნამდვილად ესმით მათ მიერ ინიცირებული საკითხის მნიშვნელობა.

„იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენმა კოლეგებმა უკვე განაცხადეს, რომ უკრაინაში უნდა გაიგზავნონ მშვიდობისმყოფელები, იმედი მაქვს ესმით, რაზე საუბრობენ. ეს იქნება სწორედ ის პირდაპირი შეტაკება რუს და ნატოს შეიარაღებულ ძალებს შორის, რომელიც ყველას არა მხოლოდ სურს თავიდან აიცილოს, არამედ მიიჩნევს, რომ ეს საერთოდ არ უნდა მოხდეს“, - განაცხადა ლავროვმა.

ცნობისთვის, პოლონეთი გეგმავს ნატო-ს საგანგებო სამიტზე უკრაინაში სამშვიდობო მისიის გაგზავნის საკითხი დააყენოს. გავრცელებული ინფორმაციით, სამშვიდობო მისიაში მონაწილეობის მიღებაზე მზაობა უკვე გამოთქვა დანიამ.

რუსეთის მუქარას ანალიტიკოსები სერიოზულად აღიქვამენ და for.ge-თან საუბრისას აცხადებენ, რომ პუტინს სანქციების ფონზე დასაკარგი არაფერი აქვს. მათ შორის ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ ეს მუქარა კვლავ ბირთვული იარაღის ამოქმედებას უკავშირდებოდეს.

იურისტი ლევან ალაფიშვილი თვლის, რომ სერგეი ლავროვის განცხადება ნიშნავს იმას, რომ რუსეთი ომის მასშტაბის გაზრდაზე ფიქრობს.

„ლავროვის განცხადებას პოლიტიკური ნაწილი შემოვაცალოთ და მივალთ იქამდე, რომ ომი არის და მისი მასშტაბი გაიზრდება თუ არა. თავისთავად, 21-ე საუკუნეში და დემოკრატიულ სამყაროში ომი რომ ცუდია და საშინელებაა, ესაა ჩემთვის მთავარი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც ვიღაცა არა ომის დასრულებაზე საუბრობს, არამედ მცირე საბაბს ეძებს, რომ ომის მასშტაბი გავზარდოთო. ასეთია რუსეთის პოლიტიკა არა მხოლოდ უკრაინის ომის დროს, არამედ საქართველოს აგვისტოს ომის დროსაც. მათი პოლიტიკაა, რომ შეინარჩუნონ მუდმივი ომი და საკუთარ მიზნებს მიაღწიონ.

ლავროვის მხრიდან გაკეთებული განცხადება ნიშნავს თუ არა ნატოსა და დასავლეთის მხრიდან მუქარას, რომ რუსეთი ბირთვულ იარაღს აამოქმედებს?

- უკრაინის ომის დროს, თქვენს მიერ სწორად დასმული კითხვის შინაარსი შეიცვალა. თქვენი კითხვა სწორია, თუ საერთაშორისო სამართალში დამკვიდრებულ ომის წარმოების წესებზე ვისაუბრებთ. ანუ, მხარეები მიუხედავად იმისა, რომ ძალადობის მხრივ აღწევენ მიზნებს, რაღაცას მაინც იცავენ. ამას ომის კანონმდებლობა ჰქვია. თუმცა, რუსეთმა ყველაფერი დაარღვია - ამ ყველაფერს სამართლებრივი ნაწილი აღარ აქვს. შესაბამისად, ამ კონტექსტში უკვე გამოიყენებს თუ არა, ან აქვს თუ არა გამოყენების საფუძველი, კითხვა უკვე არაადეკვატურია. ეს ყველაფერი მის შეხედულებაზეა დამოკიდებული. თუკი ეს ასეა და ვფიქრობ, რომ ასეა, სამსჯელოდ გვრჩება მხოლოდ რა? - რუსეთის მხრიდან სითავხედე სადამდე შეიძლება წავიდეს და წავა თუ არა თვითდაღუპვაზე, რა თქმა უნდა, სხვებთან ერთად. ვფიქრობ, თვითგანადგურებაზე არ წავა, მაგრამ შიდა, გონივრული ნაწილი იზრუნებს იმაზე, რომ ეს ძალადობა უფრო დიდ ძალადობაში არ გადაიზარდოს.

ანალიტიკოსი ლევან ნიკოლეიშვილი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებას მუქარად აღიქვამს. მისივე თქმით, პუტინი იმდენად არაპროგნოზირებადია, რომ არ არის გამორიცხული, თუკი ნატო უკრაინაში მშვიდობისმყოფელებს შეუშვებს, რუსეთმა ბირთვული იარაღი აამოქმედოს. თუმცა, ანალიტიკოსი იმედოვნებს, რომ ეს ასე არ მოხდება.

„რა თქმა უნდა, ლავროვის განცხადება მუქარაა და ერთი მხრივ ეს ბირთვული იარაღით დასავლეთზე ზეწოლაა. თუმცა, არ დაგვავიწყდეს, რომ ბირთვული იარაღი ნატოს სამ ქვეყანას გააჩნია - ეს არის აშშ, ბრიტანეთი და საფრანგეთი. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ბირთვული დაპირისპირება არ იქნება მარტო მესამე მსოფლიო ომი და მარტო ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებები, ეს იქნება დიდი კატასტროფის მომასწავებელი, როგორც ადამიანური თვალსაზრისით, ასევე ინფრასტრუქტურის ნგრევის, ეკოლოგიური თუ გარემოს თვალსაზრისით, ეს ყველაფერი ძალიან სერიოზული კატაკლიზმების მომასწავლებელი უნდა იყოს. მიუხედავად იმისა რომ, პუტინი ამოუცნობი ფიგურაა და არავინ იცის, რას და როგორ განახორციელებს, ვიმედოვნოთ, რომ ამ ნაბიჯამდე არ მივა.

რაც შეეხება ნატოს, იგი უკრაინა-რუსეთის დაპირისპირებაში უშუალოდ არ ერევა. მისი ცალკეული ქვეყნები, რა თქმა უნდა, უკრაინას ტექნიკით და აღჭურვილობით ეხმარებიან. თუმცა, ნატოსთვის მთავარია, მისი ალიანსის წევრი ქვეყნების მოქალაქეების უსაფრთხოება და საზღვრების დაცულობა. შესაბამისად, თუკი ნატო მიიღებს გადაწყვეტილებას, რუსეთსაც ექნება რეაგირება. ასევე, თუკი რუსეთი ნატოსკენ გადადგამს უშუალოდ ნაბიჯს, ნატოსაც ექნება შესაბამისი რეაგირება.

ეს ომი ისეთი კონტექსტით მიმდინარეობს, რომ არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მაგრამ, მაინც იმედი ვიქონიოთ, რომ ასეთ დაპირისპირებამდე საქმე არ მივა და ადრე თუ გვიან, ეს ომი დასრულდება იმ შედეგით, რასაც მშვიდობა ჰქვია“, - განუცხადა For.ge-ს ლევან ნიკოლეიშვილმა.

leviko ხიროსიმასა და ნაგასაკზე ალბათ ადეკვატური იყო ხოდ თავი და თავი ისევ ამერიკაა რუსეთიც მას ბაძავს
2 წლის უკან
dimpi analitikosi analitikosi analitikosi analitikosi
2 წლის უკან
dimpi გამადიდებელი შუშით ეძებთ ამ ანალ იტოკოსებს?
2 წლის უკან
dimpi ძაან ნუ შეაწუხეთ, აცალეთ მეორე გვერდზე გადაბრუნდეს და ძილი გააგრძელოს
2 წლის უკან
dimpi ძაან ნუ შეაწუხეთ, აცალეთ მეორე გვერდზე გადაბრუნდეს და ძილი გააგრძელოს
2 წლის უკან