თურქეთი რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას სომხეთთან ურთიერთობების მოგვარებისთვის ცდილობს

თურქეთი რუსეთის კეთილგანწყობის მოპოვებას სომხეთთან ურთიერთობების მოგვარებისთვის ცდილობს

რუსეთ–თურქული კავშირები წელსაც იზრდება. ენერგეტიკულ სექტორში თანამშრომლობა და პარტნიორობა ორივე ქვეყნის პროგრამებებში პრიორიტეტია.  

მოსკოვმა ოსტატურად გამოიყენა თურქეთის სურვილი ენერგეტიკული კვანძი გამხდარიყო, და ბოლო წლების განმავლობაში თავის სამხრეთელ მეზობელთან მთელ რიგ ენერგეტიკულ შეთანხმებებს მოაწერა ხელი; თუმცა თურქეთს და რუსეთს შორის გრძელდება კონკურენცია ფეთქებადსაშიშ სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ორივე ქვეყანას ესაზღვრება.

სავაჭრო ბრუნვის მოცულობამ რუსეთთან, თურქეთის უმსხვილეს პარტნიორთან გერმანიასთან ვაჭრობის მაჩვენებლებს გაუსწრო. სავარაუდოდ 2010 წლის ბოლოს ორმხრივი ვაჭრობის მოცულობამ 40 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. თურქეთის ბუნებრივი აირის 67 პროცენტი და ნავთობის იმპორტის 20 პროცენტი რუსეთზე მოდის. თურქეთს ყოველწლიურად დაახლოებით 3 მილიონი რუსი ტურისტი სტუმრობს და ახლახანს ქვეყნებმა ხელი მოაწერეს სავიზო რეჟიმის გაუქმებას ორივე მხრიდან. გარდა ამისა, თურქეთმა რუსეთი საგარეო საფრთხეების სიიდან ამოშალა, რაც ჩრდილოელი მეზობლის მიმართ ნდობის აშკარა გამოხატულებაა.

2010 წლის მაისში პრეზიდენტ დიმიტრი მედვედევის ვიზიტმა თურქეთში, ამ ქვეყნებს შორის ორმხრივი ურთიერთობები უფრო მაღალ რეგისტრში აიყვანა და ის მნიშნელოვნად გასცდა წარსულში არსებულ შეზღუდვებს. რუსეთი და თურქეთი ტურისტების უვიზო გადაადგილებაზეც შეთანხმდნენ. მათ ანკარაში ხელი მოაწერეს ჩვიდმეტ ხელშეკრულებას სხვადასხვა სფეროში, რომელთაგან ყველაზე მნიშვნელოვანი სავიზო რეჟიმის შესახებ შეთანხმება იყო. ამ დოკუმენტის თანამხად, ტურისტებს ერთიდან მეორე ქვეყანაში თავისუფლად გადაადგილება ვადით 30 დღემდე შეუძლიათ.

გარდა ამისა, რუსეთმა და თურქეთმა ხელი მოაწერეს კონტრაქტს მერსინის პროვინციაში პატარა სანაპირო ქალაქ აკუიუში პირველი თურქული ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაზე. ამ კონტრაქტის თანახმად, რომელიც მედვედევის მაისის ვიზიტის დროს გაფორმდა, ქვეყნები ითანამშრომლებენ ელექტროსადგურის მშენებლობის და მომსახურების პროცესში. აკუიუში ელექსტროსადგურს ააგებს კონსორციუმი რუსული სამშენებლო კომპანიის „ატომ–სტროი–ექსპორტის“ ხელმძღვანელობით, ის მშენებლობის ყველა ხარჯს დაფარავს, რაც სავარაუდოდ 20 მილიარდ დოლარს შეადგენს.

სომხეთთან ურთიერთობებში სრული მარცხია; აზერბაიჯანთან ურთიერთობები შედარებით გაუმჯობესდა.

ასწლეულების განმავლობაში ურთიერთმტრობის მიუხედავად, თურქეთმა და სომხეთმა შარშან ხელი მოაწერეს წინასწარი საერთაშორისო შეთანხმებების ორ ოქმს; თუმცა ქვეყნებმა ვერ გამოავლინეს საკმარისი პოლიტიკური ნება ამ ოქმების ცხოვრებაში რეალიზაციისთვის; კენჭს ორივე მეზობლის ბაღში ისვრის. 2010 წლის დასაწყისში, სომხეთის საკონსტიტუციო სასამართლომ განაცხადა, რომ ეს ოქმები სომხეთის დამოუკიდებლობის დეკლარაციის 11 პუნქტის ფარგლებში ვერ თავსდება და დანართში მცირე შესწორება შეიტანა: „სომხეთის რესპუბლიკა მიისწრაფვის ოტომანურ თურქეთსა და დასავლეთ სომხეთში სომხური გენოციდის ფაქტის საერთაშორისო აღიარებისკენ“.

იმის გამო, რომ თურქი ჩინოვნიკები შეშფოთდნენ, სომხური გენოციდის შესახებ ეგრედწოდებულ რეზოლუციაზე კენჭისყრა 4 მარტისთვის გადაიდო, რაც თურქულ–სომხურ კავშირებზე აისახა და ფაქტობრივად ხელი შეუშალა ოქმების განხორციელებას. სომხეთის ნაციონალისტური ოპოზიცია თავიდანვე აპროტესტებდა ამ ოქმებს, აცხადებდა რა, რომ თურქეთთან დაახლოება შეასუსტებდა გენოციდის ფაქტის აღიარებაზე სომხეთის მოთხოვნას სხვა ქვეყნებშიც. სომხეთს შეეშინდა, რომ აშშ–ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა არ ახსენებდა სიტყვა „გენოციდს“ პირველი და მეორე მსოფლიო ომების მსხვერპლთა ხსოვნისადმი მიძღვნილ გამოსვლაში 24 აპრილს. დიდწილად ამის გამო, 22 აპრილს სომხეთმა განაცხადა, რომ ოქმების რატიფიკაციის პროცესს აჩერებს.

ამ სიტუაციაში დიპლომატია ჩიხში მოექცა. მართალია, დავითოღლუმ და თავად პრეზიდენტმა აბდულა გიულიმაც არაერთხელ განაცხადეს სომხეთთან არაფორმალური დიპლომატიური კავშირების არსებობაზე, თუმცა სომხეთმა ეს განცხადებები უარყო, აღნიშნა რა, რომ წარმოდგენა არ აქვს არანაირ არაფორმალურ ურთიერთობებზე. თურქეთის ოფიციალურ წარმომადგენლებს არ დაუკონკრეტებიათ, გულისხმობდნენ თუ არა ისინი არაოფიციალურ კონტაქტებსა და მზარდ კავშირებს ორივე ქვეყნის სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის.

ცხადია, ბოლო წლებში თურქულ–აზერბაიჯანულ ურთიერთობებში ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად იქცა დიდი ხნის ნანატრი სამი შეთანხმება ბუნებრივი აირით მომარაგებაზე, ასევე თურქეთის პოლიტიკა აზერბაიჯანული ბუნებრივი აირის ტრანზიტთან დაკავშირებით. ივნისის დასაწყისში, თითქმის ორწლიანი ინტენსიური მოლაპარაკებების შემდეგ, რაც 39 სესიის განმავლობაში გაგრძელდა, მიღწეულ იქნა შეთანხმება იმ ბუნებრივ აირზე ფასების რეგულირების თაობაზე, რომლის იმპორტიც თურქეთში აზერბაიჯანიდან ხორციელდება. აირის ზუსტი ფასები გასაიდუმლოებულია, თუმცა, თურქი ჩინოვნიკების განცხადებით, ისინი საბაზრო ფასების შესაბამისად დადგინდა და მანამდელ ფასზე (ათასი კუბომეტრი – 120 დოლარი) ოდნავ მაღალია. ამ შეთანხმების შესაბამისად განისაზღვრა ასევე აზერბაიჯანული გაზის სატრანზიტო ვადები ევროპულ ქვეყნებში და განხილულ იქნა ფასების დარეგულირების საკითხი თურქეთისთვის.

აზერბაიჯანთან მეორე მნიშვნელოვანი გარიგება გაფორმდა უმალ მას შემდეგ რაც რუსეთმა და სომხეთმა უსაფრთხოების შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 19 აგვისტოს რუსეთმა სომხეთთან ძალიან მნიშვნელოვანი შეთანხმება გააფორმა, სადაც მისი საზღვრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა უცხოელი აგრესორებისგან საკუთარ თავზე აიღო. ერევანში მედვედევის აგვისტოს ვიზიტამდე რამდენიმე დღით ადრე, თურქეთმა ანალოგიური შეთანხმება გააფორმა ნავთობით მდიდარ მუსულმანურ ქვეყანასთან. 2010 წლის ივლისის ბოლოს რუსეთმა სომხეთში მისი არმიის (შეფასებებით, 4 000 კაციანი პირადი შემადგენლობა, ასევე ანსიტისარაკეტო თავდაცვის რამდენიმე სისტემა S-300) ყოფნის ვადა 2049 წლამდე გაახანგრძლივა. 16 აგვისტოს, აზერბაიჯანში გიულის ორდღიანი ვიზიტის დროს, თურქეთმა და აზერბაიჯანმა სტრატეგიულ პარტნიორობასა და ურთიერთდახმარებაზე შეთანხმება გააფორმეს.
[foreignpress.ge]