დიტო გელოვანი: გეისტრატეგიული ინიციატივა

დიტო გელოვანი: გეისტრატეგიული ინიციატივა

სამივეს პირველად ეს საკმაოდ სასაცილოდ მოგვეჩვენა, მაგრამ მერე გედეონმა ყურადღება მიაქცია იმას, რომ ის უფრო ბალერინას წააგავდა, ვიდრე ფეხბურთელს. ტოგომ იმას მიაქცია ყურადღბა, რომ ძალიან მრუდე ფეხები ჰქონდა, მე კი - ჩემს ჰიპერტროფირებულ ცხვირს. ჩვენ ძალიან გავბრაზდით კარიკატურის დამხატველზე, მაღალ წითურ სლავზე, რომელსაც ხატვისა და პოეზიის გარდა, მწვავე ნევრასტენია ჰქონდა... და ერთი კარგად მივბეგვეთ. მას გამოექომაგნენ უკვე წმინდა პატრიოტული გრძნობის გამო და ნაცემი ხალხის რაოდენობა აღემატებოდა განაწყენებული ხალხის რაოდენობას.

(ოთარ ჩიჯავაძე, „თვითმკვლელები“)

ჩვენ სინამდვილეში სულ ცხელ-ცხელი ანეკდოტი გაეძრო და აბა როგორ არ გითხრათ?! მოკლედ, ერთი ტიპი მეორეს, ასევე ტიპს, ეუბნება, გუშინ თბილისში პიდარასტების პარადი გაიმართაო, მეორე კი შენიშნავს - ბიჭო, გუშინ გეების აღლუმი მოეწყო, პიდარასტების პარადი კი 19 აპრილს იყო, ეგ როგორ დაგავიწყდაო.

ჰა, ჰა, ჰა... სასაცილოა, მაგრამ აქ ერთ ფაქტობრივ უზუსტობას აქვს ადგილი - 17 მაისს შეკრების მცდელობა ჰქონდათ არა სექსუალურ უმცირესობებს, არამედ სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველებს, რომლებიც, სინამდვილეში, სულაც არ არიან სექსუალური უმცირესობების უფლებების დამცველები. ისინი საკუთარ უფლებებს იცავენ. აი, ხომ არსებობს დაუწერელი კანონები? ასევე არსებობს დაუწერელი უფლებები. ამ უფლებებს არავინ არსად არ დაწერს, არავინ არსად არ ჩაწერს და არც ხმამაღლა იტყვის.

უფლება - იყო წერა-კითხვის უცოდინარი და ასწავლიდე წერა კითხვას.

უფლება - იყო უვიცი და ლექციებს კითხულობდე.

უფლება - იყო უზრდელი და სხვას ზრდილობისკენ მოუწოდებდე.

უფლება - იყო უქნარა და შრომის უფლებას მოითხოვდე.

უფლება - იყო ლაჩარი და სხვას ომში აგზავნიდე.

უფლება - თვალები უკანალში გქონდეს და ყველაფრის მონიტორინგს ახორციელებდე.

უფლება - არაფერს წარმოადგენდე, მაგრამ წარმოადგენდე ყველას.

უფლება - იყო არაფერი და გქონდეს ყველაფერი.

ახლა, როდესაც 17 მაისი უკვე ჩავლილია, ერთი რამ ზუსტად შემიძლია ვივარაუდო - ლგბტ ადამიანები სახლებში სხედან და მკვდარს და ცოცხალს აგინებენ, მათი უფლებების ვითომდა დამცველებს.

ერთმა ჩემმა ახლობელმა 18 ათასი დოლარი ისესხა, კანადაში ჩავიდა, მეგზური დაიქირავა, ღამე ნავით ტბები გადალახა, ნიუ-იორკში ჩააღწია, წელებზე ფეხს იდგამს, შრომობს და წვალობს, დაბრუნების უფლებაც აქვს და სურვილიც, უკან დასაბრუნებელი ფულიც აქვს, მაგრამ არ აქვს საშუალება, რომ დაბრუნების შემდეგ იცხოვროს ღირსეულად და ამიტომ შრომობს, ამიტომ წვალობს და ყოველ ღამე თბილისი, საქართველო და ახლობლები ესიზმრება.

შედარებისთვის ავიღოთ „იდენტობის“ რომელიმე წარმომადგენელი. გამოაცხადა, ვიკრიბებითო. უთხრეს, არეულობა მოხდებაო. მაინც შეიკრიბენ. არეულობა მოხდა, მოხდა დაპირისპირება. იყვნენ ორმოცნი, დაუპირისპირდნენ ათასები. ორმოცივემ გააღწია, საკონსულოებში ორმოცი ვიზაა გამოწერილი, წავლენ და აღარ დაბრუნდებიან. ჯანდაბამდე გზა ჰქონიათ, მაგრაამ რა დააშავეს სოდომის „გომორისა“ და გომორის „სოდომის“ ოსტატ ლგბტ გუნდების იმ მოთამაშეებმა, რომელთა უფლებებიც არასოდეს დარღვეულა, მაგრამ ყოველივე იმის შემდეგ, რაც 17 მაისს თბილისში მოხდა, სულაც არ არის გამორიცხული, რომ დაირღვეს, და დაირღვეს ისე, როგორც არსად და არასოდეს.

ჰო, რა ვიცი... ნინა ხატისკაცს რომ კითხო, უმცირესობებს ქუჩაში ცუდი თვალით უყურებენ და ეს აღმაშფოთებელია, ასევე, ნინა ხატისკაცი ამბობს, დაქალმა მითხრა, ჩემმა შვილმა სიტყვა „გეი“ რომ გაიგოს, თვითონაც გეი გახდებაო.

ახლა, როგორ უნდა ვიყურებოდე და რას უნდა ვფიქრობდე, ამაზე ვერც შორენა შავერდაშვილი მიმითითებს, ვერც ნინა ხატისკაცი და ვერც მათი ქათამი დაქალები.

უფლება - იყო ქალი, არ გწამდეს ჯვარი და ხატი, მაგრამ გვარად მაინც ხატისკაცი იყო. უფლება - დედა ერთს წეწავდეს, მამა მეორეს, თვითონ მესამეს, იყოს ქათამი და თავი ფრინველთა მეფედ მოჰქონდეს.

რაღაც, ძალიან უცნაური ქათმები წამოვიდნენ. ნორმალური ქათამი გვაძლევს ხორცს, კვერცხს, ბუნდღას, ეს არანორმალურები კი არაფერს გვაძლევენ (რომც მომცენ, სიმართლე გითხრათ, მაგდენის დამლევი მაინც არ ვარ) და იქით ითხოვენ. ექსპერტობაში ითხოვენ ხორცს, სემინარის ჩატარებაში კვერცხს, მონიტორინგში ბუნდღას.

„სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო ჯგუფის მე-12 ფორუმი გაიმართა. ფორუმის მიზანს, 2013 წლის პროგრამის სამოქმედო გეგმის კოორდინაცია, ცხოველთა დაავადებებზე ზედამხედველობა და კონტროლი წარმოადგენდა... „ქვეყანაში ეპიზოოტიური კეთილსაიმედობის გასაუმჯობესებლად, აუცილებელია კერძო ვეტერინარული სტრუქტურების ჩამოყალიბება და გაძლიერება, ასევე ვეტერინარიის, როგორც პროფესიის ხელშეწყობა და პოპულარიზაცია. ეს საბოლოო ჯამში გააუმჯობესებს და განავითარებს სოფლად ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის, სერომონიტორინგის, სხვადასხვა დაავადებების და ცხოველთა გადაადგილებაზე კონტროლის მექანიზმებს“, - განაცხადა სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძემ“.

არ ვიცი, მაგრამ იმედს ვიტოვებ, რომ სწორედ ამ ფორუმზე მოხდებოდა, ვიღაც-ვიღაცეების იდენტიფიკაცია და აწი, იქნებ, მათი მონიტორინგიც მოხდეს, ხოლო მონიტორინგი არის აუცილებელი, უფრო ზუსტი სიტყვა რომ გამოვიყენოთ, ეს არის საჭირბოროტო. საჭირბოროტო - დიდებული სიტყვაა და მისი სათანადოდ გამოყენების შემთხვევაში, სულ რომც არ დაუმიზნო, ტყვია ტყვიაში მაინც ჯდება.

აი, რას ვგულისხმობ მონიტორინგში:

შევიკრიბოთ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა გადაიჭრას პრობლემა, რომელსაც „სამოქალაქო საზოგადოება“ ქვია. შევადგინოთ და დავაგზავნოთ წერილები, მოვითხოვოთ ციფრები - რომელმა ენჯეომ რა დაფინანსება მიიღო ბოლო 15 წელიწადში, რა პროექტები დაფინანსდა, რომელ პროექტზე რა თანხა იყო გამოყოფილი და როგორ იყო შედგენილი ბიუჯეტი. ასევე, ძალიან საინტერესოა, რომელ სფეროებში გაიცა გრანტები (ადამიანის უფლებების დაცვა, ეკოლოგია, უმცირესობის უფლებები, მედია, გენდერი, სამოქალაქო განათლება...) და ა.შ.

შევიკრიბოთ, დავსხდეთ, დავთვალოთ და შევკრიბოთ. ვნახოთ, რას მივიღებთ. ახლავე შემიძლია ვთქვა, რომ ციფრები იქნება გამაოგნებელი, შედეგები - კატასტროფული: დაიხარჯა ათეულობით მილიონი დოლარი, ადამიანის უფლებები არავის დაუცავს, ერთი ხეც არავის დაურგავს, ერთი ნორმალური სტატიაც არ დაუწერიათ, ერთი ნორმალური სატელევიზიო სიუჟეტიც არ შეუქმნიათ და ერთი ადამიანიც არ გაუნათლებიათ. ყველაზე სავალალო შედეგი კი ის არის, რომ მივიღეთ ათასობით პროფესიონალი უსაქმური და ათიათასობით ახალგაზრდა, რომელთათვისაც ეს უსაქმურები ავტორიტეტებს წარმოადგენენ.

იცით, რომ კვირაში შვიდი დღე ვემეგობრები ჩემს ერთგულ მეგობარს, ალალ-მართალ სააგენტოს და ერთი დღეც არ გავა, ასეთი სიტყვები რომ არ ამოვიკითხო: „...შეხვდა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს“.

გინდათ გითხრათ, თუ ვინ არიან ეს „სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები“? ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც მთელი ცხოვრება სემინარებზე, ტრენინგებზე და ვორქ-შოპებზე აქვთ გატარებული და რომელთათვისაც მთავარი არა ამა თუ იმ პრობლემის გადაწყვეტაა, არამედ, ამ პრობლემის გადაწყვეტის მიზნით გრანტის მოპოვება. გამოცხადდება საგრანტო კონკურსი - გაიხსენებენ პრობლემის არსებობას, ხოლო შემდეგ, არ აქვს მნიშვნელობა, მოიპოვებენ თუ არა დაფინანსებას, ის პრობლემა დავიწყებას ეძლევა.

შესაძლოა, მართლაც პრობლემაა უმცირესობათა უფლებები, თუმცა სახელმწიფოსთვის და საზოგადოებისთვის მათი უფლებების დამცველები უფრო დიდ პრობლემას წარმოადგენენ.

რამდენჯერმე ითქვა, რომ შარშანდელი 17 მაისი იყო გაცილებით მშვიდი. იყო მცირე ექსცესი, მაგრამ ეგეთები არ ითვლება. გამომდინარე იქიდან, რომ „იდენტობის“ აქცია დიდი ხნით ადრე და მრავალჯერადი საეჭვო გულმოდგინებით იყო დაანონსებული, ცხადი იყო, რომ ადამიანების რეაქცია იქნებოდა გაცილებით მწვავე, ვიდრე შარშან. ეს იყო ცხადი ყველასათვის, განსაკუთრებით კი, მათთვის, ვინც ამ ყველაფრიდან იხეირა. იხეირეს „იდენტობამ“ და სხვა „იდენტობებმა“ და იხეირა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ. ვერავინ და ვერასოდეს ვერ გადამარწმუნებს, რომ ეს აქცია ნაცების მიერ არ იყო დაგეგმილი და რომ მათ შედეგებიც წინასწარ განჭვრიტეს: დესტაბილიზაცია, პოლარიზაცია, არეულობა, ეკლესიის ავტორიტეტის შერყევა, საერთო სტრესი და, რა თქმა უნდა, ახალი ხელისუფლების დაკნინება დასავლეთის თვალში.

არც მე, არც სხვა და არც არავინ, გეებს არ ერჩის და არ ერჩის მანამ, სანამ თავიანთი ცხოვრების წესის რეკლამირებას არ იწყებენ. ყოველ შემთხვევაში, შეიძლება ითქვას, რომ „ჰომოფობიის“ წინააღმდეგ მიმართული აქციის მონაწილეთა შორის არ იყვნენ გეები. აქცია დაგეგმეს ნაცებმა და განახორციელეს ენჯეოშნიკებმა, ანუ ზემოთ ანეკდოტი რომ მოგიყევით, იმ ანეკდოტში კიდევ ერთი უზუსტობა აღმოვაჩინე და ახლავე გავასწორებ - 19 აპრილის ნაცური და 17 მაისის ბოზური აქციების დამკვეთებიც, ორგანიზატორებიც და მონაწილეებიც, პიდარასტები იყვნენ, ეს სიტყვა კი (პედერასტისგან განსხვავებით), სულაც არ გულისხმობს ჯანმრთელობის მდგომარეობას და სექსუალურ გემოვნებას. ეს სიტყვა, უფრო, აღზრდაზე, ცხოვრების წესსა მიზნებზე მიუთითებს: იყო წერა-კითხვის უცოდინარი და ასწავლიდე წერა-კითხვას; იყო უვიცი და ლექციებს კითხულობდე; იყო უზრდელი და სხვას ზრდილობისკენ მოუწოდებდე; იყო უქნარა და შრომის უფლებას მოითხოვდე; იყო ლაჩარი და სხვას ომში აგზავნიდე; თვალები უკანალში გქონდეს და ყველაფრის მონიტორინგს ახორციელებდე; არაფერს წარმოადგენდე, მაგრამ წარმოადგენდე ყველას; იყო არაფერი და გქონდეს ყველაფერი.

უფრო სწორად - გქონდეს ყველაფერი, გარდა სინდისისა.

აბა, კახა ბენდუქიძე რომ ამბობდა, ყველაფერს გავყიდით სინდისის გარდაო, სად აქვთ სინდისი ან მაგას და ან მასთან შედარებით გამხდარ-გაჩხიკინებულ მისნაირებს? თავისას ვერ გაყიდიდნენ, მაგრამ ვერ გაყიდიდნენ ვერც სხვისას. ეგ ხომ ეგრეა - შენ სინდისს სხვა ვერ გაყიდის, შენ თვითონ თუ არ მოინდომე.

როცა რაღაცას აკეთებ, აუცილებლად უნდა მოუხმო ჭკუას, მაგრამ სინდისს ვერ მოუხმობ. სინდისი ისეთი რამ არის, რომა თვითონ გკარნახობს რაღაც-რაღაცეებს, თუ გაქვს სინდისი, რასაკვირველია.

და ახლა ერთი ნიუსი:

არასამთავრობო ორგანიზაცია "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოსთვის" ჟურნალისტ გიორგი ფარესიშვილის საქმის დროულად გახსნას და ბრალდებულის პასუხისგებაში მიცემას მიესალმება. ამის შესახებ ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი. ამასთან, "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" მზადყოფნას გამოთქვამს ჩაერთოს, შსს-ს არქივებში არსებული პირადი ცხოვრების ამსახველი მასალების განადგურების პროცესში და სამინისტროს შესაბამისი კონსულტაცია გაუწიოს“.

მზადყოფნას გამოთქვამს, ანუ რა - 100 000-იანი გრანტი აიღეს და ერთი კოლოფი სპიჩკა იყიდეს თუ როგორ? კონსულტაციას გაუწევენ, ანუ რა - ადრეც გაუნადგურებიათ და ძვირფას გამოცდილებას სხვას უზიარებენ?

ხომ ცხადზე უცხადესია, რომ ნაცებს, რომლებმაც მთელი ოქტომბერი წილების გადაფორმება-გადმოფორმებას, მათ ოფშორებში გადატანას და დოკუმენტაციის გადაკეთებ-გადმოკეთებას და განადგურებას მიუძღვნეს, არც პირადი ცხოვრების ამსახველი მასალები დარჩებოდათ, მათ დატოვებას აზრი რომ არ ქონოდა. როგორ ფიქრობთ, ასლები არ ექნებათ შენახული?

კარგი, ვთქვათ შსს-მ გაანადგურა. გავა რამდენიმე დღე და ინტერნეტში ისევ დაიდება რაღაც და ვიღაც იტყვის, რომ მასალები არ განადგურებულა, ისევ წავა წიოკი და დაკა-დაკა, ენჯეოები ისევ მოითხოვენ მონიტორინგს. წიოკით ნაცები ისარგებლებენ, მონიტორინგით - ბუტიკები, რესტორნები და ტუროპერატორები.

ეგეც არ იყოს და, ჩემი მოკლე ჭკუით, ასე მგონია, რომ ის მასალები არის ნაციონალური მოძრაობის მამაძაღლობების და დედაარღნიანობის ნივთმტკიცება, ნივთმტკიცებებს კი ვინ ანადგურებს? ვინ და - თანამზრახველი.

მეც მაგარი ვარ, „საერთაშორისო გამჭვირვალობას“ რომ მივადექი, ჩემი აზრით ყველაზე საქმიან ორგანიზაციას მთელ ამ უსაქმურ ხროვაში, მაგრამ როდესაც ყველაზე კარგს მიადგები, ყველაზე უარესების დედებს შიში იპყრობთ.

ჰოდა, მაგ უარესებშია საქმე. მაგათ დროშას შეცქერის ახალგაზრდობა და... ერთი იდეა მაქვს: პარლამენტმა მიიღოს კანონი, რომელიც ენჯეოებს დაავალდებულებს, რომ დროშაზე თეა თუთბერიძე დაახატონ.

რომელი ნორმალური ახალგაზრდა შეხედავს ამის შემდეგ მაგ დროშას?

ამ ყველაფრის შემხედვარე, სხვა ნიუსებისთვის აღარც შემიხედავს, მხოლოდ თვალი გადავავლე და ყველაზე საინტერესოებს მხოლოდ სათაურებად წარმოგიდგენთ:

მიხეილ სააკაშვილი - დაივიწყეთ, რომ ვარსებობ; ნესტან კირთაძე საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს იყრის; გივი თარგამაძე საგამოძიებო ჟურნალისტიკის სფეროში გააქტიურებას აპირებს; "ნაციონალური მოძრაობის" პრეზიდენტობის ერთ-ერთ სავარაუდო კანდიდატად ზურაბ ჯაფარიძე სახელდება; ნუგზარ წიკლაური - ტრიბუნავ, ტრიბუნავ, იქნებ შენ მაინც გვიპასუხო; ქუთაისის მერობა 71 ადამიანს სურს; მიხეილ სააკაშვილი "A+Awards" გალა ვახშამზე ტიტულით "Patron of the Year" დააჯილდოვეს;

მიხეილ სააკაშვილმა ბილ კლინტონი წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა...

დატკბით, მეგობრებო, ჩვენი სინამდვილით?

ჯერ სად ხართ! აი, კიდევ: „სასტუმრო "ძველ თბილისში" 15–16 მაისს კონფერენცია "სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციათა ფინანსური მდგრადობა" გაიმართება. კონფერენციას დაესწრებიან საქართველოს დედაქალაქისა და რეგიონების სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. აგრეთვე მიწვეულნი არიან, არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრის (ICNL) უცხოელი ექსპერტები, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესის წარმომადგენლები. უცხოელი და ქართველი ექსპერტები მონაწილეებს ჩაუტარებენ ტრენინგებს სამ ძირითად მიმართულებაზე: 1) საჯარო დაფინანსების მოძიება-სახელმწიფო გრანტების მოპოვება და მონაწილეობა სახელმწიფო შესყიდვებში 2) ეკონომიკური საქმიანობა, სოციალური მეწარმეობა 3) დაფინანსების მოპოვება, ქველმოქმედება და მოხალისეთა გამოყენება“.

მე მაგათი საქველმოქმედო საქმიანობა არ გამიგია, მაგრამ თუ მაგაზე მიდგება საქმე, არც „ჟურნალისტი გიორგი ფარესიშვილი“ მსმენია დღემდე. მსმენია - რა... არც წამიკითხავს, არადა ვკითხულობ რაღაცეებს და ხანდახან ისეთს წაიკითხავ, გული რომ გაგიჩერდება და თვალთ დაგიბნელდება. მაგალითი გნებავთ? ინებეთ, ოღონდ სკამებიდან არ გადმოცვივდეთ.

„ბერლინის უნივერსიტეტის თანამშრომელმა, ბრიტანელმა ფილოლოგმა ენდრიუ ჯეიმს ჯონსტონმა მრავალი წელი დაახარჯა რობინ ჰუდზე არსებული ყველა ლეგენდისა და ბალადის შესწავლას. შედეგად, მოულოდნელ დასკვნამდე მივიდა - ინგლისური ეპოსის გმირი გეი იყო. მეცნიერის აზრით, რობინ ჰუდი იმისთვის სულაც არ წასულა შერვუდის ტყეში, რომ უბრალო ხალხი დაეცვა და სასტიკ შერიფზე შური ეძია, არამედ იმიტომ, რომ მაშინ არ სწყალობდნენ არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლებს. ჰოდა, რობინმა სატყეო ბანაკი მოაწყო თანამზრახველებისთვის. გამვლელების ძარცვაც უწევდათ, თავი რომ გაეტანათ შუა საუკუნეების გეებს. შეყვარებული მერიანი კი ჰომოფობებმა გამოუგონეს მოგვიანებით, უკვე შემდგომ ლეგენდებში“.

საერთოდ კი, სააკაშვილიც გეი ყოფილა, ის ისტორიები ჰომოფობებმა გამოუგონეს და ყველაფერი ტყუილია, მხოლოდ არმაგედონის ზანგის ამბავია სიმართლე.

ჩ.შ. (ჩვენს შორისაც) ჩვენს შორის კი, სულ უფრო და უფრო ენთებოდა გედეონი. იგი წრიპინით იმუქრებოდა ყველა მოწინააღმდეგის დასახიჩრებას და რამდენჯერმე მეზობელ გასახდელში შევარდნაც სცადა, მაგრამ შეაკავეს.