„ომის დაწყება იოლია, მაგრამ ომის დასრულებაა რთული“

„ომის დაწყება იოლია, მაგრამ ომის დასრულებაა რთული“

უკრაინის კრიზისი არ არის ის, რისი ხილვაც სურს ჩინეთის პრეზიდენტს. როგორც სი ძინპინმა სახელმწიფო მედიას განუცხადა, კონფლიქტი და დაპირისპირება არავის ინტერესში არ შედის, მშვიდობა და უსაფრთხოება არის ის, რაც საერთაშორისო საზოგადოებამ ყველაზე მეტად უნდა დააფასოს. ეს არის პირველი კომენტარი, რომელიც ჩინეთის ლიდერმა რუსეთ-უკრაინის ომის შესახებ გააკეთა. იმის მიუხედავად, რომ მსოფლიო ლიდერები ომის შეჩერების მექანიზმზე მუშაობდნენ, ჩინეთი ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა.

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებიდან 23-ე დღეს ვლადიმერ პუტინი პირველად გამოჩნდა საჯარო სივრცეში. ომის პარალელურად მოსკოვში „ლუჟნიკის“ სტადიონზე ყირიმის „დაბრუნების“ მე-8 წლისთავისთვის მიძღვნილი აქცია-კონცერტი გაიმართა. სიტყვით მიმართვისას რუსეთის პირველმა პირმა აღნიშნა, რომ ყველა გეგმას აუცილებლად აღასრულებენ და მათ იციან შემდგომში რა, როგორ და რის ხარჯზე უნდა გააკეთონ. პუტინმა უკრაინაში შეჭრა „დონბასში მცხოვრები მოსახლეობის გენოციდით“ გაამართლა და აღნიშნა, რომ „სამხედრო ოპერაციის“ მიზანია ამ ადამიანებს „ეს საფრთხე მოაშოროს“.

„დონბასში მცხოვრები მოქალაქეები 2014 წელს სახელმწიფო გადატრიალებას არ დათანხმდნენ, რის გამოც მათ წინააღმდეგ სადამსჯელო სამხედრო ოპერაციები დაიწყო, თანაც არაერთი. ისინი უმალვე ბლოკადაში მოაქციეს, ქვემეხებით სისტემატური სროლებისა და საავიაციო დაბომბვის მსხვერპლი გახადეს. სწორედ ამას ეწოდება გენოციდი. ჩვენი ოპერაციის მიზანია, რომ ადამიანებს ეს ყველაფერი მოვაშოროთ.

ამას ყველაზე კარგად ადასტურებს ის, თუ როგორ ომობენ ჩვენი ბიჭები ამ სამხედრო ოპერაციის დროს - ისინი ერთმანეთის მხარდამხარ იბრძვიან. ისინი ეხმარებიან, გვერდში უდგანან ერთმანეთს და, თუ საჭიროა, როგორც საკუთარ ძმას, ისე აფარებენ საკუთარ სხეულს თანამებრძოლის მიმართ ნასროლ ტყვიებს. დიდი ხანია, ასეთი ერთობა არ გვქონია. ასე გამოვიდა, რომ ოპერაციის დაწყების თარიღი დაემთხვა ჩვენი ერთ-ერთი გამორჩეული სარდლის, ფიოდორ უშაკოვის დაბადების დღეს, რომელსაც ბრძოლა არასდროს წაუგია. ერთხელ მან თქვა: „ეს ჭექა-ქუხილი რუსეთის დიდებამდე მივა“. ასე იყო მაშინ, ასეა ახლაც და ასე იქნება ყოველთვის!“, - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

რუსეთის პრეზიდენტი რომ ომის შეჩერებას არ გეგმავს, ამის შესახებ საუბრობს აშშ-ის სახელმწიფო მდივნი, ენტონი ბლინკენი, რომლის განცხადებით, ვაშინგტონი ვერ ხედავს იმის ნიშნებს, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ომის შეჩერებას აპირებს.

„მე ახლა ვერ ვხედავ ნიშნებს, რომ პუტინი მზად არის, შეჩერდეს. პირიქით, თუ მოუსმენთ მის კომენტარებს, იმაზე მეტყველებს, რომ ის საპირისპირო მიმართულებით მოძრაობს. ჩვენ ვაფასებთ ქვეყნების, მათ შორის საფრანგეთის, გერმანიის, ისრაელის, თურქეთის და სხვათა ძალისხმევას, მაგრამ დიპლომატია მოითხოვს ორივე მხარის კეთილსინდისიერ ჩართულობას დეესკალაციისთვის. ქმედებები, რომლებსაც ჩვენ ვხედავთ, რომ რუსეთი ყოველდღე, პრაქტიკულად, ყოველ წუთს ახორციელებს, სრულიად ეწინააღმდეგება ომის დასრულების ნებისმიერ სერიოზულ დიპლომატიურ ძალისხმევას“, - აღნიშნა ენტონი ბლინკენმა.

მოვლენების განვითარების ანალიზი ადასტურებს, რომ რუსეთ-უკრაინის ომი გაგრძელდება. მოლაპარაკებებში უკრაინის პოზიციები უცვლელია - ცეცხლის შეწყვეტა, ჯარების გაყვანა და უსაფრთხოების ძლიერი გარანტიები კონკრეტული ფორმულებით. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსული მხარის განცხადებები მხოლოდ მათი მოთხოვნილი პოზიციებია და ყველა განცხადება მიზნად ისახავს, მათ შორის, მედიაში დაძაბულობის პროვოცირებას.

რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი ვლადიმერ მედინსკი აცხადებს, რომ ნეიტრალური სტატუსისა და უკრაინის ნატოში გაუწევრიანებლობის საკითხები მოლაპარაკებებში მნიშვნელოვანია და ეს ის პუნქტია, რაზეც მხარეებმა მაქსიმალურად დააახლოვეს პოზიციები, შემდეგ იწყება ნიუანსები.

„ნიუანსები უკავშირდება იმას, თუ რა უსაფრთხოების გარანტიებს იღებს უკრაინა არსებულთან დამატებით, ნატო-ში გაწევრიანებაზე უარი თქმის შემთხვევაში. რაც შეეხება დემილიტარიზაციას, ამ საკითხზე მოლაპარაკებები დაახლოებით, შუა გზაზეა“, - აცხადებს ვლადიმირ მედინსკი.

იმის მიუხედავად, რომ აშშ მხარს უჭერს უკრაინის ძალისხმევას დიპლომატიური გზით მიაღწიოს დეესკალაციას, ცეცხლის შეწყვეტას და რუსული ძალების გაყვანას, პოლიტოლოგი სოსო მანჯავიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე დიპლომატიური რესურსი არ არსებობს. მისი თქმით, მოლაპარაკებები, რომელსაც მხარეები აწარმოებენ, თავისი დატვირთვა აქვს. რუსეთის მიზანია მსოფლიოს აჩვენოს, რომ ის მოლაპარაკებებს აწარმოებს და ცდილობს, დიპლომატიური გზით გადაწყვიტოს საკითხი.

„რაც შეეხება უკრაინას, მისი სტრატეგია არის გაწელოს საბრძოლო მოქმედებები; მიიღოს რაც შეიძლება მეტი დახმარება და მეტი ზიანი მიაყენოს რუსეთს, რათა რუსეთში შიგნით მოხდეს ისეთი მოვლენები, რომელიც რეჟიმის ცვლილებებს გამოიწვევს. ამ შემთხვევაში ეს არის უკრაინის და დასავალეთის სტრატეგია. არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მხარეების განწყობა არის აბსოლუტურად შეუთავსებელი. რუსეთის განწყობები და მოთხოვნები ვიცით, რასაც უკრაინის ვერც ერთი ხელისუფალი ვერ იზამს, თუ არ იქნება გარდაუვალი აუცილებლობა, თუ არ იქნება სამხედრო მარცხი, როგორიც მაგალითად, გერმანიამ განიცადა, გერმანიისგან საფრანგეთმა განიცადა, ან ერაყმა აშშ-ისგან“, - აცხადებს სოსო მანჯავიძე.

პოლიტილოგი დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე, როცა ომი მიმდინარეობს, ნეიტრალიტეტზე შეთანხმება ვერ გახდება ომის შეწყვეტის საფუძველი. მისი შეფასებით, ომის დაწყებამდე შეიძლებოდა ამ პირობებზე ლაპარაკაკი. ახლა უკვე თამასამ აიწია და რუსეთი ამაზე არ მიდის, მას შემდეგ, რაც ელენერის და დეენერის დამოუკიდებლობა სცნო დონეცკისა და ლუგანსკის საზღვრებში, რაც გაცილებით დიდია.

„წარმოდგენა რომ ვიქონიოთ, დონეცკის და ლუგანსკის ოლქების ფართობი არის 54 ათასი კვადრატული კილომეტრი. ამ ოლქის საზღვრებში ხვდება ისეთი სტრატეგიული ტერიტორიები და ქალაქები, როგორიც არის დონეცკი და ლუგანსკი, მარიოპოლი, ყირიმი და მთელი სამრეწველო ზონა.

რუსეთი არ წავა იმგვარ მშვიდობაზე, თუ უკრაინა არ ცნობს ყირიმს და ამ ოლქებს. ბუნებრივია, რომ უკრაინა ამას არ გააკეთებს. აქედან გამომდინარე, ომის შეჩერება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე მოიპოვებს გადამწყვეტ უპირატესობას და ერთ-ერთ მხარეს არ დარჩება სხვა გამოსავალი, თუ არა კაპიტულაციაზე ხელის მოწერა. სამწუხაროდ, ასეთი ჩიხური ვითარებაა. ომის დაწყება იოლია, მაგრამ ომის დასრულებაა რთული“, - ამბობს for.ge-სთან საუბრისას სოსო მანჯავიძე.

ანალიტიკოს თამარ კიკნაძის განცხადებით, საომარი მოქმედებების ფონზე მიმდინარეობს მოლაპარაკებები და პოლიტიკური ვაჭრობა. იმ შემთხვევაში, თუკი რუსეთი მოიგებს საომარ მოქმემდებებს, რუსეთი მაქსიმუმს მოითხოვს. შესაბამისად, ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როგორ დამთავრდება საომარი მოქმედებები.

„დასავლეთი მხოლოდ სანქციებით, ფინანსური და სამხედრო კუთხით ეხმარება ზელენსკის. კარგია თემთა პალატაში და კონგრესში ტაშის დაკვრა და ნობელის პრემიაზე წარდგენა, მაგრამ ქვეყანას როგორ წარადგება ეს ყოველივე? მორალური მხარდაჭერა, ალბათ, ვერ იხსნის უკრაინას დაყოფისგან და იმ მძიმე შედეგისგან, რაც შეიძლება მოჰყვეს რუსეთ-უკრაინის ომს.

რუსეთი მიდის ვა-ბანკზე და როგორც პუტინი ამბობს: „რად გვინდა ისეთი სამყარო, სადაც არ იქნება რუსეთის ადგილი“, - ამ პრინციპით მოქმედებს. ულტიმატუმის ენით ელაპარაკება დასავლეთს, არად გიდებს სანქცებს. პუტინი აპირებს ბოლომდე გავიდეს და როგორც ვხედავთ, მისი მიზანია კიევის აღება“, - ამბობს თამარ კინკაძე.

მისი თქმით, ახალი მსოფლიო წესრიგის ფორმირების მომსწრენი გავხდებით, სადაც რუსეთს თავისი ადგილი ექნება. მისი ძირითადი მიზანია, დიდ მოთამაშეებს შორის დაიკავოს თავისი ადგილი.

„ალბათ, იქნება სფეროების გადანაწილება და მათ შორის სავალუტო ზონების გადანაწილება. დასავლეთი არ აპირებს საომარ მოქმედებებში ჩარევას. ლიდერები ამბობენ, რომ ეს გამოიწვევს მესამე მსოფლიო ომს. ნახეთ, როგორია პუტინის რიტორიკა - ის ამბობს, რომ სამხედრო მზადყოფნაში ჰყავს მოყვანილი ატომური იარაღი. ანუ, მიდის ვა-ბანკზე. შესაბამისად, ვიღაცა უნდა წავიდეს დათმობაზე. ჯერჯერობით დათმობაზე მიდის დასავლეთი. თუ ასე გაგრძელდა, ამ მსოფლიო წესრიგის ფორმირების პროცესში, რუსეთი, ალბათ, თავის პირობებს დააყენებს. რა მოთხოვნები იქნება ეს, ბევრწილად დამოკიდებული იქნება რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე“, - აცხადებს for.ge-სთან საუბრისას თამარ კიკნაძე.

ლაზი ძალიან საშიში სიტუაციაა შექმნილი. რუსეთი ფაქტიურად ანგრევს უკრაინას, მაგრამ არ ახდენს მის მასშტაბურ ოკუპაციას. რადგან დამპყრობლის ჩექმა კიევში არ ჩანს, უკრაინის ხელისუფლება თვლის რომ იმარჯვებს. შესაბამისად არც ერთი მახარე არ წავა დათმობაზე. ომის დასრულებისათვის არც მესამე მხარე იკლავს თავს.
უკრაინელმა, მერე რუსმა და მერე სხვა, ამ ომთან ასოცირებული ქვეყნების ხალხებმა იკითხონ თორემ ხელისუფლებები სახის შენარჩუნებას როგორმე მოახერხებენ.
აგერ გაერო უკვე გვაფრთხილებს, ეს ომი მსოფლიოს შიმშილამდე მიიყვანსო.
60 მილიონიან ქვეყანაში, რომელიც ხორბლის მსხვილი ექსპორტიორია, თუ არ დაითესა და მოიმკა, ან ამ ხალხს ვინ გამოკვებავს და ან მასზე ხორბლით დამოკიდებულ ქვეყნებს?
დროა, ამბიციებიდან, სიტუაციის რეალურ შეფასებებზე და პრაგმატულ ქმედებებზე იფიქრონ, ვისაც ჭკუა მოეკითხება.
2 წლის უკან
trampi ლაზი
რეალურად და პრაგმატულად იფიქრებ და............... გახდები რუსის
2 წლის უკან
trampi რეალურად და პრაგმატულად იფიქრებ და ,,გახდები,, ................................ რუსის აგენტი
შენც ბენდერას ლოზუნგი უნდა იძახო და ............................გახდები პროგრესული და პერო გაყრილი
ესააა მააააააშ....!!
უკუღმა ასინეთა უკუღმა და ................ წაღმა გამოვა
გინათ თუ არა ყველანაირად ეცადო რომ პუტინმა საქართველოს დაგვცხოსო....
მაშ ეს სიგიჟე არააა???
იმიტომ ვიძახი ვისი ვისსაშია კაცი (ვერც ქალი) ვეღარ გაიგებს მეთქი...
ხოოოდა...................... ხო გადაყარეს იქაურ ,,მტკვარში,, კოლუმბის ძეგლები ?? და ზედ დესერტად ვაშინგტონ ჯეფერსონის ძეგლებიც ხო მიაყოლეს?
2 წლის უკან