„თუ ოპოზიციას მართლა უნდოდა, რომ ზელენსკის პარლამენტში ჩართვა, ჯობდა კულუარებში დალაპარაკებოდა ხელისუფლებას“

„თუ ოპოზიციას მართლა უნდოდა, რომ ზელენსკის პარლამენტში ჩართვა, ჯობდა კულუარებში დალაპარაკებოდა ხელისუფლებას“

ოპოზიციამ, საკუთარი რეპუტაციის და იმიჯის ასამაღლებლად, კიდევ ერთი განცხადება გააკეთა - ოპოზიციონერი ლიდერების თქმით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მზად არის, საქართველოს პარლამენტს და ქართულ საზოგადოებას მიმართოს. ოპოზიციის ამ ინიციატივას ანალიტიკურ და პოლიტიკურ წრეებში აზრთა სხვადასხვაობა და შეფასებები მოჰყვა. ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს სახელისთვის მნიშვნელოვანი იქნებოდა, მეორე ნაწილი თვლის, რომ ეს ოპოზიციის მხრიდან მორიგი, პიარული სვლაა.

ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე For.ge-სთან საუბარში აცხადებს, რომ რუსეთს დღეს მეზიზი აღარ სჭირდება, თუკი იგი გადაწყვეტს, საქართველოს კიდევ ერთხელ დაესხას თავს, ამას საბაბის გარეშეც გააკეთებს. მისივე თქმით, დღეს რუსეთმა ყველა „წითელი ხაზი“ გადაკვეთა. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუკი ზელენსკი მართლაც გამოვიდოდა საქართველოს პარლამენტში, ეს გარკვეულწილად, ხელს შეუწყობდა იმ პრობლემების მოგვარებას, რაც ამ ორ ქვეყანას შორის არსებობს.

„რუსეთის პროვოცირება რაღაცნაირად გახდა საფრთხობელა. რუსეთის პროვოცირების შესახებ გაფრთხილება საჭირო იყო 2008 წელს, როდესაც აფრთხილდებდნენ მაშინდელ ხელისუფლებას ჩვენი პარტნიორები - პროვოკაციას არ წამოეგოთ, რადგან ვერ დაგეხმარებით, ეს იქნება ძალიან ცუდიო და ა.შ. ეს ის პერიოდია, როდესაც ხელისუფლებამ მაინც „მოახერხა“ და ამ პროვოკაციას წამოეგო. სარკოზის პუტინთან ზარმა შეაჩერა რუსული ტანკების სვლა თბილისისკენ და შემდეგ კი, პრეზიდენტების ექვსეულის ჩამოსვლამ, რომელიც თბილისში შედგა. ეს ის პერიოდია, როდესაც პუტინი ცდილობს, მეტ-ნაკლებად, ანგარიში გაუწიოს დასავლეთს და არ დგამს მკვეთრ ნაბიჯებს.

დღეს რუსეთმა გადაკვეთა ყველა „წითელი ხაზი“, რომელიც კი არსებობს. მას აღარაფერი აკავებს. საქართველოში რომ შემოვიდეს ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, დასავლეთი უფრო მეტ სანქციას გამოუცხადებს, რაც გამოუცხადა, ომს დაიწყებს და ნატო ჩაერთვება ამ კონფლიქტში, თუ რა?! ამიტომ, იმაზე საუბარი, რომ ჩვენ პროვოცირება არ გამოვიწვიოთ, არის გამოძახილი 2008 წლის პროცესის.

ზელენსკის გამოსვლამ რატომ უნდა გამოიწვიოს პროვოცირება, რა უნდა თქვას, რომ ზელენსკი არ უნდა გამოსულიყო საქართველოს პარლმენტში და ამიტომ ვიწყებთ საომარ მოქმედებასო? რუსეთს შეუძლია საქართველოში შემოვიდეს ყოველგვარი პროვოცირების გარეშე, აღარ ეძებს საბაბს. ადრე თუ პროვოკაცია სჭრიდებოდა, ახლა აღარ სჭირდება, გათავისუფლდა ამ საბაბისგან. საუბარი იმაზე, რომ პროვოცირება იქნება, ეს არის თავის მართლება.

ჩვენსა და უკრაინას შორის ვინ კეთილად ჩაერია და ვინ მტრულად, ვინ თავისი მიზეზებით და მიზნებით, ვინ გულწრფელად დარდობს, მაგრამ გაჩნდა პრობლემები. საკმაოდ დიდი ხანია ეს პრობლემები გაჩნდა, რისი დაძლევაც ვერ შევძელით. ომამდეც იყო ეს პრობლემა, მაგრამ დღეს ეს უფრო მნიშვენლოვანი გახდა, ვიდრე ომამდე იყო, რადგან უკრაინაში მიიჩნევა, რომ საქართველოს ხელისუფლება მთლად კარგად და სწორად არ იქცევა. ამიტომ, ზელენსკის გამოსვლა პარლამენტში იმით იქნებოდა მნიშვნელოვანი, რომ ეს პრობლემა მოიხსნებოდა.

საქართველოს ხელისუფლების რეპუტაცია საკმაოდ დაზიანებულია და ამაზე უარმა არ მგონია, რომ მეტად დააზიანოს, მით უმეტეს, როდესაც ეს შემოთავაზება არის ოპოზიციიდან და არა უკრინის მხრიდან. გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მთელ მსოფლიოში ზელენსკი არის ყურადღების ცენტრში და მის ყოველ ნათქვამს აანალიზებენ და ყურადღებას აქცევენ, მაინც ჯობია, რომ ამ მხრივ რაიმე გამოჩნდეს მის გამოსვლებში.

თუ ოპოზიციას მართლა უნდოდა, რომ ეს გამოსვლა შემდგარიყო, პირველ რიგში, ალბათ, ჯობდა კულუარებში დალაპარაკებოდა ხელისუფლებას, რადგან ასე საჯაროდ გაჟღერებულ მოთხოვნას ოპოზიციის მხრიდან „ქართული ოცნება,“ რა თქმა უნდა, არ შეასრულებს. თუ ეს პიარისთვის უნდა ოპიზიციას, არც ამ მიმართულებით იქნება დიდად შედეგის მომცემი“, - განაცხადა For.ge-სთან ვახტანგ ძაბირაძემ.

ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, აღნიშნულთან დაკავშირებით მას ზელენსკის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ჰქონდა. დეკანოიძე იმედს გამოთქვა, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ეს სურვილი, მიმართოს საქართველოს საზოგადოებას პარლამენტიდან, მხოლოდ ოპოზიციის, ან რომელიმე კონკრეტული ადამიანის სურვილად არ დარჩება.

დეკანოიძის განცხადებას „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერი, მამუკა მდინარაძე გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ხატია დეკანოიძის, „ნაცმოძრაობის“, ომის და ღალატის პარტიის დასალაგებელი არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყნის ლიდერი წარდგება თუ არ წარდგება, რის გამო წარსდგება თუ რის გამო არ წარსდგება საქართველოს პარლამენტის წინაშე“. მამუკა მდინარაძის თქმითვე, ვიდრე ოპოზიცია ჩვენი მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტის და ლიდერის ჩართვაზე ისაუბრებს პარლამენტში, ბოდიში უნდა მოიხადონ საქართველოს მოსახლეობის და ჩვენი სამშობლოს წინაშე.

ამ დაპირისპირების ფონზე, „ლელო“ პარლამენტის თავმჯდომარეს ოფიციალური წერილით მიმართავს, მოიწვიოს უკრაინის პრეზიდენტი პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსასვლელად. „ლელოს“ წევრებმა უმრავლესობას და შალვა პაპუაშვილს მოუწოდეს, გვერდზე გადადონ პოლიტიკური დაპირისპირება და უკრაინას სოლიდარობა აჩვენონ.

 

 

 

dimpi მაგის მოწვევას აგერ ჰოლივუდ-ფილმს უყურონ ჯობია მაგისვე შესრულებით:
ბმული
2 წლის უკან
Maverick ვერ დაგეთანხმები ვახტანგ!
ზელენსკიმ პირველმა გადაკვეთა წითელი ხაზი
1. პრეზიდენტობამდე საქართველოზე თავისი ტაკიმასხარაობით!
2. ელჩის გაწვევით, რაც ომის გამოცხადების ტოლფასია!
3. ელჩის გაწვევის "მიზეზებით"!
4. ნაცარასტების უკრაინის ხელისუფლებაში საპატიო სახელოების მირთმევით!
საერთოდ აჯობებს ბებერ თუთიყუშობას (მ.ჯავახიშვილი, "კვაჭი კვაჭანტირაძე) დაანებოთ თავი!
2 წლის უკან
leviko ჩენ ჩვენი მთავრობა გვყავს და ისინი უნდა წარდგნენ ჩენს წინაშე ჩვენ არ აგვირჩევია ზელენსკი ვინც აირჩია იმათთან წარსდგეს
2 წლის უკან