„ნეიტრლიტეტი ცოტა საფრთხილო თემაა, დიდი სიფრთხილით არის ასეთი გადაწყვეტილებები გასააზრებელი და მისაღები უკრაინის მიერ“

„ნეიტრლიტეტი ცოტა საფრთხილო თემაა, დიდი სიფრთხილით არის ასეთი გადაწყვეტილებები გასააზრებელი და მისაღები უკრაინის მიერ“

„ის იდეა, რომელიც ზელენსკიმ თანამეგობრობას შესთავაზა, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ნატო-ს მსგავსი სტურქტურა უნდა შეიქმნას. უფრო, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ფუნქციის ჩანაცვლებაზეა საუბარი, - სახელმწიფოებზე, რომლებმაც უნდა შექმნან საერთაშორისო მექანიზმი, რომელიც თვალყურს ადევნებს და დროულად მოახდენს კრიზისული სიტუაციის განვითარების საფრთხეების მოგვარებას“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილმა მინისტრმა, ირაკლი მენაღარიშვილმა For.ge-სთან ინტერვიუში.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი კონგრესში სიტყვით გამოსვლისას, გამოვიდა ინიციატივით, შეიქმნასპასუხისმგებლიანი ქვეყნების გაერთიანება“. რა პერსპექტივა აქვს ამ ინიციატივას და რამდენად არის შესაძლებელი ამ ახალ გაერთიანებაში საქართველოც იყოს?

- გაერთინებული ერების ორგანიზაცია დღევანდელ სიტუაციამდე ისე მოვიდა, რომ მან, პრაქტიკულად, თავისი ფუნქცია დაკარგა. მისი დეფორმირების თაობაზე ბევრი საუბარია, მაგრამ რეალურად ნაბიჯი ვერ გადადგმულა.

ამას კარგად დაფიქრება სჭირდება, რა როლი შეიძლება შეასრულოს საქართველომ. თუ საუბარი იქნება მშვიდობის გარანტორ სახელმწიფოებზე, აქ ალბათ, უფრო ძლიერ, საერთაშორისო წონის მქონე დიდ სახელმწიფოებზე იქნება აქცენტი გაკეთებული. თუ უფრო ფართო ალიანსზეა საუბარი, რომელიც ერთგვარად მოაზროვნე სახელმწიფოების შეკრებას გულისხმობს, რა თქმა უნდა, საქართველოც მსგავსი სახელმწიფო არის და უნდა იყოს, სწორედ ეს არის ჩვენი ამოცანა.

თქვენი აზრით, უკრაინა-რუსეთის ომის შემდეგ, როგორი იქნება მსოფლიო დღის წესრიგი?

- დეტალურად სცენარის აღწერა ძნელი იქნება, შესაძლოა, ბევრი მომენტი იყოს გათვალისწინებული, მაგრამ რამდენიმე რამ დღესაც ნათელია: პირველი - მსოფლიო ამ ბალანსში აღარ იქნება ადგილი ისეთი სახელმწიფოსთვის, როგორიც არის რუსეთი. არა იმიტომ, რომ რუსეთი განადგურდება, არამედ მისი ავტორიტეტი და გავლენა პროცესებზე, უკრაინაში აგრესიის შემდეგ შემცირდება. ეს საშუალებას მისცემს, ბევრად უფრო აქტიურად ამოქმედდეს ის საერთაშორისო დემოკრატიური მექანიზმები, რომელსაც დღემდე რუსეთიდან ბორკავდნენ.

შეიცვლება ჩინეთის როლიც, მიუხედავად იმისა, რომ ის წარმოადგენს გიგანტური, ეკონომიკური პოტენციალის მქონე ქვეყანას, მას რუსეთის მსგავსი საყრდენი გამოაკლდება. გლობალური თვალსაზრისით, წინ წამოწია სწორედ დემოკრატიული ღირებულებების აღსრულების პრივატი.

სხვათა შორის, შეიძლება ითქვას, რომ ეს ყველაფერი უკვე მოხდა კიდეც. რუსეთი დღეს ისეთ მდგომარეობაშია, რაც არ უნდა გააკეთოს, ვეღარ გამოვა ისეთი, როგორიც ომი წინ იყო.

ამ დროს მსოფლიო ასპარეზზე, სად ვართ ჩვენ?

- იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვართ ნათელ მხარეს და ვართ სიკეთის აღმსარებელ ერებს შორის, ვისთვისაც დემოკრატია, თავისუფლება, ადამიანის უფლებები და მსგავსი ღირებულებები არის უმაღლესი ღირებულება.

ნუ ვიტყვით, რომ დასავლეთის ყველა ინსტიტუტი უკრაინის კრიზისის დროს გამოდგა არაეფექტური. უკრაინა დღეს იბრძვის, იგი მართლაც გმირთა ერია, თუმცა იბრძვის იმ საშუალებებით, რომელიც მას ცივილიზებულმა სამყარომ მისცა. ამიტომ, სწორედ ამის გათვალისწინებით, ასე დავინახოთ ეს რეალობა. ჩვენ გვაქვს მორალური უფლება იქ ვიყოთ, სადაც ჩვენი ეროვნული არჩევანი მიგვითითებს, ევროატლანტიკური სივრცის ფარგლებში.

უკრაინაში პროცესების როგორ განვითარებას ელოდებით თქვენ?

- ჯერჯერობოთ, მოვლენების განვითარება მიგვანიშნებს იმაზე, რომ ეს ომიც ზავის დადებით დასრულდება, რომლის ყველაზე პრინციპული მომენტები იქნებ რუსეთის არმიის გაყვანა უკრაინის ტერიტორიიდან და სერიოზული ნაბიჯები რუსეთ-უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართულებით.

თქვენი აზრით, უკრაინა უარს იტყვის ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრობაზე? პრეზიდენტმა ზელენსკიმ არაერთხელ აღნიშნა და თქვა, რომ „ჩვენ კი არ ვამბობთ უარს ნატო-ზე, არამედ ნატო ამბობს უარს ჩვენზე“. რაზე მიგანიშნებთ ეს განცხადება?

- ზელენსკი საუბრობს ე.წ. ნეიტრლიტეტზე, ოღონდ გარანტიებით. ეს ცოტა საფრთხილო თემაა. დიდი სიფრთხილით არის ასეთი გადაწყვეტილებები გასააზრებელი და მისაღები უკრაინის მიერ.

რაც შეგვეხება ჩვენ? ბევრი საუბრობს დღეს, რომ უკრაინის შემდეგ, რუსეთის მიერ საქართველოსთვის ნეიტრალიტეტის სტატუსის მოთხოვნა კატეგორიულად მოხდება.

- ამ სცენარით, ეს მწვავე ნაწილი ჩვენ უკვე გავიარეთ 2008 წელს. რუსეთის ერთ-ერთი მოთხოვნაა, რომ საქართველომ ნეიტრლიტეტი უნდა აირჩიოს, ესეც უკვე აქვს დააყენებული და ამაზე ჩვენი პასუხი ერთმნიშვნელოვნად უნდა იყოს, რომ ის ნეიტრალიტეტი, რომელსაც რუსეთი გვთავაზობს, არის აბსოლუტურად მიუღებელი. სხვა შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ რუსეთს ჩავბარდეთ სამუდამოდ და თავით ფეხებამდე.

ილია არასდროს არ ჯეროდა ამ კაცის რატომღაც, გაუბედაობის და არათანმიმდევრულობის ნაზავი...
2 წლის უკან
dimpi ისე გავს ყველა მოვლენა ერთმანეთს უკრაინაშიც როგორც აქ იყო, ზელენსკის დემოკრატუნები ალბათ ეგზეკუციებს უტარებენ უკრაინელებს, მითუმეტეს ადეიშვილი და ლორთქიფანიძესნაირები მრჩევლებად ყოლიათ
2 წლის უკან