„აფხაზეთსა და ცხინვალს საბიუჯეტო ხარჯები რომ შეუმცირდება, ამას საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს თუ არა, მარტო მასზე არაა დამოკიდებული - ინიციატივა იქიდანაც უნდა წამოვიდეს“

„აფხაზეთსა და ცხინვალს საბიუჯეტო ხარჯები რომ შეუმცირდება, ამას საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს თუ არა, მარტო მასზე არაა დამოკიდებული - ინიციატივა იქიდანაც უნდა წამოვიდეს“

რუსეთ-უკრაინას შორის ომმა ჩრდილოეთ კავკასია ორ ნაწილად გაყო, ერთი ნაწილი პუტინის გვერდით დგას, მეორე ნაწილი უკრაინის მხარდასაჭერად იბრძვის.

რა მოხდება, თუ პუტინი ამ ომში აფხაზებსა და ოსებსაც ჩართავს და როგორ იმოქმედებს ეს პროცესი საქართველოზე? - ამ და კიდევ სხვა საინტერესო საკითხზე ექსპერტმა ზაალ კასრელიშვილმა for.ge-თან ისაუბრა.

ბატონო ზაალ, რუსეთ-უკრაინის საომარ მოქმედებებში რუსეთის მხარდასაჭერად იბრძვიან ჩრდილოეთ კავაკასიელები, საუბარია ჩეჩნებზე. ხომ არ არის მოსალოდნელი, რომ ამ ომში რუსეთმა აფხაზი და ოსი ჯარისკაცებიც ჩართოს?

- რუსეთს აფხაზებისა და ოსების გაწვევა არ დასჭირდება, რადგან რუსეთის შემადგენელ ნაწილად არც ერთი რესპუბლიკა აღიარებული არაა. თუმცა, თავად შიგნით აფხაზეთშიც და ცხინვალშიც გამოჩნდებიან პიროვნებები, რომლებიც ინიციატივას გამოიჩენენ და წავლენ. ცნობილია, რომ 2014 წლის კონფლიქტის შემდეგ, გამოჩნდნენ ორივე რეგიონში ისეთი პიროვნებები, რომლებიც წავიდნენ, იბრძოლეს და ორდერებიც კი მიიღეს. ასე რომ, ამ ინიციატივას არ გამოვრციხავ, მაგრამ რუსეთს მათი გაწვევის იურიდიული უფლება არ აქვს.

ჩეჩნების გაწვევა იურიდიულად შეუძლია?

- ჩენჩენბზე იურიდიული უფლება აქვთ, რადგან ჩეჩნეთი რუსეთის სუბიექტია. ჩეჩნეთის სამხედრო დაჯგუფება, იგივე რაზმან კადიროვის სამხედრო ქვედანაყოფი რუსეთის გვარდიის ნაწილია. რაზმან კადიროვსაც რუსეთის გვარდიის გენერლის ტიტული აქვს. ასე რომ, ის მოქმედი სამხედრო პირია.

თუმცა, ჩეჩნეთის ნაწილი უკრაინის მხარეს იბრძვის, ეს რამდენად არის შესაძლებელი?

- ყველამ ვიცით, რომ ჩეჩნეთი გაყოფილია. ამიტომ, ჩეჩნეთის დამოუკიდებლობისათვის მებრძოლი ჩეჩნები, რომლებიც ჩეჩნეთში რუსებს ებრძოდნენ 1994 წლიდან-2001 წლამდე, რა თქმა უნდა, ახლა უკრაინის მხარეს არიან. ისინი ებრძვიან დიქტატორს და თვლიან, თუ რუსეთი ამ ომში დამარცხდა, მათ ქვეყანას ექნება შანსი ისევ დამოუკიდებლობა მოიპოვოს.

ანუ, ამ ომს ყველა სათავისოდ იყენებს?

- ყველა ყველაფერს სათავისოდ იყენებს, ქართველის გარდა. ვგულისხმობ იმას, რომ ქართველი ყველაფერს მხოლოდ ოჯახისთვის იყენებს და არა ქვეყნისთვის. სხვები ყველაფერს ქვეყნისთვის იყენებენ, რადგან იციან, რომ თუ მათი ქვეყანა წარმატებული იქნება, თუ მათი ქვეყანა გაიმარჯვებს, მათი პიროვნული ინტერესებიც უკეთესად იქნება. ქართველი უკუღმაა, ქართველის სამშობლო მხოლოდ მისი საკარ-მიდამო და ოჯახია. საკუთარი ოჯახის გაბედნიერებისთვის მზად არის რამდენიმე ათასი ოჯახი გააუბედუროს. რა თქმა უნდა, ეს ყველას არ ეხება.

ისევ აფხაზებისა და ოსების საომარ მოქმედებებში ჩართვის საკითხს რომ დავუბრუნდეთ, თქვენ თქვით, რომ იურიდიულად რუსეთს ამის უფლება არ აქვს. თუ ისინი საკუთარი ნებით მაინც წავიდნენ ომში, საქართველოსთვის რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ეს საკითხი?

- ჩვენი ქვეყნისთვის ამას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ერთი მარტივი მიზეზის გამო - ჩვენ ვერც ცხინვალისა და ვერც აფხაზეთის რეგიონს ვერ ვაკონტროლებთ.

თუმცა, რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გამო აფხაზეთის ეკონომიკასაც პრობლემები ექმნება. საქართველოს ხელისუფლებამ შეიძლება, რომ ეს ყველაფერი სათავისოდ გამოიყენოს და აფხაზეთისა და ცხინვალის მიმართ რაიმე ნაბიჯები გადაიდგას?

- რუსეთი ისეთი მკაცრი სანქციების ქვეშ მოექცა, რომ ძალიან მალე ხაზინა დაუცარიელდება. ამიტომ, ხაზინა უცბად რომ არ დაუცარიელდეს, რუსეთის პოლიტიკური ხელმძღვანელობა ეცდება საბიუჯეტო ხარჯები შეამციროს. მათ შორის საბიუჯეტო ხარჯები რუსეთის ფედერაციის სუბიექტებსაც შეუმცირდება. ასევე შეუმცირდებათ იმათ, ვისთანაც რუსეთის ფედერაცია მეგობრობს. რა თქმა უნდა, დაფინანსება შეუმცირდება აფხაზეთს, ცხინვალს და მთელ ჩრდილოეთ კავკასიას.

აფხაზეთსა და ცხინვალს საბიუჯეტო ხარჯები რომ შეუმცირდება, ამას საქართველოს ხელისუფლება გამოიყენებს თუ არა, მარტო მასზე არაა დამოკიდებული, ინიციატივა იქიდანაც უნდა წამოვიდეს.

აფხაზეთიდან და ცხინვალიდან წამოვა ინიციატივა, განუდგებიან რუსეთს?

- კორპორაციულ ინტერესებზე, რა თქმა უნდა, ინიციატივები იქნება, თუმცა, ოფიციალურად ამის გაკეთება გაუჭირდებათ. სახელმწიფომ, ალბათ, სამართლებრივი მექანიზმი უნდა შეიმუშაოს, რომლის მეშვეობითაც შეძლებს ამ სიტუაციის ქვეყნის სასარგებლოდ შემობრუნებას.

ანუ, აფხაზეთისა და ცხინვალის მთავრობა ნაბიჯს ვერ გადადგამს, რადგან პუტინის შეეშინდებათ?

- პუტინისაც შეეშინდება და ანტიქართული ოპოზიციისაც აფხაზეთში.

რა მოხდება, თუ მათ ნაბიჯები გადმოდგეს მოსალაპარაკებლად?

- გააჩნია რა ფორმით გადმოდგამს, გააჩნია ჩვენი მხრიდან ვინ დაელაპარაკება, ასევე გააჩნია საქართველოსა და აფხაზებს შორის შუამავალი ვინ იქნება. ვფქრობ, აფხაზეთის მხარე პირდაპირ ნაბიჯს ვერ გადმოდგამს, ეს ამბავი გამორიცხულია. ის საქართველოში უნდა დაუკავშირდეს იმ ადამიანებს, ან ორგანიზაციას, ვის მიმართაც ნდობა და პატივისცემა აქვს. ვისთანაც აფხაზები კონტაქტზე გამოვლენ, შემდეგ იმან უნდა გადაწყვიტოს ურთიერთობა როგორ გააგრძელოს - საერთაშორისო სამართლის დონეზე, ტრადიციული ქართული შერიგების დონეზე, თუ სხვა რაიმე სიმაღლეზე. თუმცა, მთავარი ფაქტორი მაინც რუსეთის სპეცსამსახურები იქნება, რომლებიც პირდაპირ მართავენ აფხეთში და ცხინვალში ანტიქართული განწყობის ლიდერებსა და ორგანიზაციებს.

შუამავალი ვინ უნდა იყოს?

- ვერ გეტყვით, არ ვიცი. არა, როგორ არ ვიცი, ყველაფერი ვიცი, ისიც ვიცი, რა უნდა გააკეთოს, მაგრამ აფხაზებმაც და საქართველოს მთავრობამაც არჩევანი თავად უნდა გააკეთონ. ჩვენმა ხელისუფლებამ თვალი უნდა გადაავლოს ქვეყანაში წლების მანძილზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის ვის რა უკეთებია და ამ თვალსაზრისით ვფიქრობ, ძნელი მოსაძებნი არ იქნება.

ამ შემთხვევაში მოლაპარაკება აფხაზეთთან უფრო იოლი იქნება თუ ცხინვალთან?

- ესეც დამოკიდებული იქნება იმაზე, რუსეთის სტრატეგიული ინტერესებისთვის, რუსეთის სამხედრო ბაზებისთვის და რუსეთის სამხედრო პოლიტიკური გავლენებისთვის რომელი უფრო მნიშვნელოვანია. ვფიქრობ, ცხინვალთან უფრო გაგვიჭირდება, ვიდრე აფხაზეთთან. შეიძლება ასე არ იყოს. ცხინვალში რუსეთს სტრატეგიული სამხედრო ნაწილები ჰყავს და ცხინვალის დათმობა მისთვის ნიშნავს, რომ კავკასიის ქედის შუა ნაწილი დათმოს. ამჟამად კავკასიის ქედის დასავლეთს და ცენტრალურ ნაწილს რუსი აკონტროლებს - ქლუხორის უღელტეხილით და ცხინვალით. ბევრი ეცადა, რომ სიტუაცია აერია პანკისში და იქაც შემოსულიყო. მაშინ გამოდიოდა, რომ აღმოსავლეთ კავკასიონის ქედსაც ის გააკონტროლებდა, მაგრამ 1992 სამხედრო გადატრიალების შემდეგ, დღემდე ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ჯერ ქვემო ქართლი არ არეულიყო, მადლობა ღმერთს ეს მოვახერხეთ და შემდეგ, პანკისის ხეობის არევის საშუალება არ მივეცით. ასე რომ, ახლა სტატეგიული მნიშვნელობა სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისით, ცხინვალისა უფრო მეტია, ვიდრე აფხაზეთის.

ჩვენდა სამწუხაროდ გამოდის, რომ პუტინი ცხინვალთან მიმართებაში ლოიალური არ იქნება...

- რა თქმა უნდა, არ იქნება. ცხინვალში თავმოყრილი სამხედრო ტექნიკა რუსებისა სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ საქართველო შუაზე გადატეხონ. მოკლედ, ვინც ფოთი-ბაქოს ავტომაგისტრალსა და მიმდებარე ინფრასტრუქტურას აკონტორლებს, ის აკონტროლებს კავკასიასაც, თუმცა, არა მარტო კავკასიას, კასპიისა და შავი ზღვების აუზების ქვეყნებს შორის კავშირსაც.

არაგველი641 ამ ეტაპზე პუტინის მომავალ ქცევაზე ლაპარაკი მგონი უკვე ზედმეტია. ის თავის თავსაც ვეღარ უშველის, არათუ ოსებსა და აბხაზებს.
მალე ვიხილავთ პუტინს საბრალდებო სკამზე, ოსებსა და აბხაზებს კი ჩვენს კარზე მოსულებს - დასაკაკუნებლად!
2 წლის უკან