საქართველოს ხელისუფლებამ უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანციაში შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
„სამართალი ამ საქმეზე აღსრულდება და მოვიდა ის მომენტი, როდესაც დამნაშავეები პასუხისგებაში მიეცემიან. ევროსასამართლოში რუსეთის წინააღმდეგ საქმის მოგების შემდეგ ეს გახლავთ უკვე მეორე საერთაშორისო ინსტანცია, სადაც საქართველოს ხელისუფლებამ შეძლო მტკიცებულებებისა და არგუმენტების წარმატებით წარდგენა და შეძლო, რომ თავისი სიმართლის დასამტკიცებლად ქმედითი ნაბიჯები გადაედგა“, - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ, 2008 წლის ომის საქმეზე, სამი მაღალჩინოსნის დაკავების ორდერი გასცა.